კახა კაჭარავა: "ტალანტები კვლავაც არიან, უბრალოდ, მათი მოძიებაა საჭირო"

ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივაზე, რომელიც მიზნად ასაკობრივ ნაკრებთათვის მოთამაშეთა მოძიება-შერჩევის ისახავს, ახლახან გამცნეთ. გაცნობეთ ისიც, რომ სელექციის პროცესს ყველა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები დაესწრებოდნენ, თავად სელექციას კი ეროვნული გუნდის მწვრთნელები უხელმძღვანელებდნენ. ამ პროცესში "დინამოს" ყოფილ თავკაც კახა კაჭარავას ჩართვა კი თემურ ქეცბაიასთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.

"კახა კაჭარავას მართლაც ვესაუბრე. მას თბილისის "დინამოში" არაერთი გამოცდილი უცხოელი მწვრთნელის გვერდით უმუშავია და გარკვეული გამოცდილებაც დაუგროვდა. გარდა ამისა, ახალგაზრდა დინამოელებთანაც მოუწია მუშაობამ და მათ გაზრდაში თავისი წვლილი შეიტანა. კახას გამოცდილება ამ საქმეშიც გამოგვადგება და მჯერა, მისი მუშაობა სასარგებლო იქნება", - გვითხრა ქეცბაიამ, სელექციის პროცესის შესახებ კი ეს დაამატა:

"გვინდა, ყველა ნაკრებს დავეხმაროთ და რაც შეიძლება, მაქსიმალურად დავიტვირთოთ მეც და ეროვნული გუნდის შტაბის წევრებიც. გვსურს დიდი სელექცია ჩავატაროთ, ტალანტები გამოვარჩიოთ და მათ ზრდა-განვითარებაზე ინფორმაცია გვქონდეს. ეს ცენტრალიზებული სისტემა იქნება, რომელიც ჩვენი ფეხბურთის განვითარებას წაადგება".

1997-98 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის სექლექცია ორი დღეს გაგრძელდა. აჭარიდან, გურიიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან, მცხეთა-მთიანედითან, შიდა და ქვემო ქართლიდან და კახეთიდან ამ პროცესში სამასზე მეტი მოზარდი მონაწილეობდა. 1997 წელს დაბადებულთა შორის დასავლეთ საქართველოდან 28, აღმოსავლეთიდან კი 14 მოზარდი შეარჩიეს. 1998 წელს დაბადებულებშიც უფრო მეტი დასავლეთიდანაა - 27 მოზარდი, აღმოსავლეთიდან კი მხოლოდ 8. ამ მოთამაშეებმა შერჩევის პირველი ეტაპი გაიარეს.

სელექციიას ეროვნული ნაკრების თავკაცის თანაშემწე სოსო ჭედია, შტაბის წევრი მამუკა აბუსერიძე და კახა კაჭარავა ხელმძღვანელობდნენ. აი, რა გვითხრა კაჭარავამ:

"სულ სამასზე მეტი მოზარდი გვყავდა. ისინი რეგიონულმა ფეხბურთის ფედერაციებმა, საფეხბურთო სკოლებმა და, რაც სიახლეა, დამოუკიდებელმა მწვრთნელებმა წარმოადგინეს. ამ ორ ასაკში სპარინგ-მატჩები ცალ-ცალკე ჩავატარეთ. სელექციის პროცესს ყველა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები ესწრებოდნენ. შერჩევის პირველი ეტაპი 77-მა მოზარდმა გადალახა. ახლა მათში ჩავატარებთ სელექციას და საბოლოოდ 20-25 მოთამაშეს ავარჩევთ. ეს პროცესი მუდმივი იქნება. ამ ასაკში მოზარდი ეტაპობრივად იცვლება და შესაძლოა, დღეს იმდენად კარგად რომ ვერ გამოიყურებოდა, ხვალ ბევრად უკეთ წარმოჩნდეს.

შრომატევადი, მაგრამ საინტერესო სამუშაოა. სელექციის პირველ ეტაპზე ქუთაისის, ზუგდიდისა და აჭარის მოზარდები დამამახსოვრდნენ. არც სხვებმა დატოვეს ურიგო შთაბეჭდილება. 1997-98 წელში დაბადებულთა შერჩევისას ბევრი რეგიონი მოიცვა, მაგრამ სელექცია თბილისის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოზარდთა შორის ჩასატარებელი გვაქვს... თაობა მოდის, ტალანტები კვლავაც არიან, უბრალოდ, მათი მოძიება და სწორად აღზრდაა საჭირო, რათა პოტენციალი სათანადოდ გამოიყენონ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა