დავიდ ტრეზეგემ კარიერაში 300 გოლზე მეტი გაიტანა
ასმირ ბეგოვიჩის გოლი, დავიდ ტრეზეგეს მიღწევა, "რომას" და "ბაიერნის" რეკორდები - სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ კვირის დღევანდელ მიმოხილვაში...

300 გოლი კარიერაში - დავიდ ტრეზეგემ პარასკევს საიუბილეო გოლი გაიტანა. "კოლონთან" გამართულ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის "ნიუელსი" 0:2-ს აგებდა. ვეტერანი ფორვარდი მეორე ტაიმში ცვლილებაზე გამოვიდა და კარიერაში თავისი მე-300 და 301-ე გოლები გაიტანა.

36 წლის ტრეზეგემ მატჩის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა: "ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩემს კარიერაში, რომელიც ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის".

ამ ჩემპიონატში არგენტინელ-ფრანგის ანგარიშზე 5 ბურთია. გარდა ამისა, ტრეზეგემ "მონაკოში" 62 გოლი გაიტანა, "იუვენტუსში" - 171, "ერკულესში" - 12, "რივერ პლეიტში" - 17. საფრანგეთის ნაკრების რიგებში კი დავიდმა თავი 34-ჯერ გამოიჩინა.

89,1 - მეტრი იყო ის მანძილი, საიდანაც "სტოკის" მეკარე ასმირ ბეგოვიჩმა შაბათ-კვირის ყველაზე უცნაური გოლი გაიტანა. მატჩის დაწყებიდან სულ 13 წამი იყო გასული, როდესაც ბოსნიის ნაკრების გოლკიპერის დარტყმის შემდეგ ბურთი არტურ ბორუცის კარში აღმოჩნდა.

ბეგოვიჩი გახდა სულ მეხუთე მეკარე პეტერ შმაიხელის, პოლ რობინსონის, ბრედ ფრიდელის და ტიმ ჰოვარდის შემდეგ, ვინც პრემიერლიგაში გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მისი ბურთი ყველაზე სწრაფ გოლებს შორის მეხუთე ადგილზეა.

ინგლისის ჩემპიონატის ამავე ტურში კიდევ ერთ ისტორიულ მოვლენას ჰქონდა ადგილი - კარდიფში უელსური დერბი შედგა. "მანჩესტერ სიტიმ" კი "ნორვიჩს" 7:0 მოუგო და პრემიერლიგაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა.

36 დაუმარცხებელი მატჩი ბუნდესლიგაში - რეკორდი, რომელიც 1983 წელს "ჰამბურგმა" დაამყარა, გერმანიის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ბაიერნმა", "ჰოფენჰაიმთან" მოგებული შეხვედრით (2:1) გაიმეორა. გერმანიის და ევროპის მოქმედ ჩემპიონს უკვე წელიწადზე მეტია, არ წაუგია. ამ 36 მატჩიდან კი "ბაიერნმა" 30 მოიგო ("ჰამბურგმა" - 20), გაიტანა 95 გოლი ("ჰამბურგმა" - 88) და მხოლოდ 21 გაუშვა ("ჰამბურგმა" - 38).

გარდა ამისა, მიუნხენელებს მინიმუმ ერთი გოლი უკვე ზედიზედ 48 ბუნდესლიგურ მატჩში აქვთ გატანილი, რაც ასევე რეკორდია.

"რეკორდმაისტერმა" სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზეც იმარჯვა - პლზენის "ვიქტორიას" 1:0 მოუგო და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა. აქამდე მსგავსი შედეგი მხოლოდ ერთ გუნდს, "ბარსელონას" ჰქონდა, რომელმაც მიჯრით 9 შეხვედრაში 2002/03 წლების სეზონში იმარჯვა.

23 გოლი გაიტანა ნიგერიის 17-წლამდელთა ნაკრებმა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე და ფინალის წინ, ამ ტურნირის ყველა დროის რეკორდამდე ნიგერიელებს მხოლოდ ერთი გოლი აშორებთ. რეკორდი 2011 წელს გერმანიის ნაკრებმა დაამყარა, რომელიც მიუხედავად 24 გატანილი გოლისა, საბოლოოდ მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა.

ფინალურ შეხვედრაში ნიგერიის მეტოქე იქნება მოქმედი გამარჯვებული მექსიკა, რომელიც 17-წლამდელთა ბოლო 4 მუნდიალიდან 3-ჯერ 1/2-ფინალში გავიდა.

10 მოგება ზედიზედ სეზონის სტარტიდან - "რომამ" სერია A-ს რეკორდი ხუთშაბათს, "კიევოსთან" მოგებულ შეხვედრაში (1:0) დაამყარა, მაგრამ დედაქალაქელთა სვლა სამი დღის შემდეგ, "ტორინოსთან" (1:1) შეწყდა. "რომას" ევროპის ხუთი წამყვანი ჩემპიონატის რეკორდის გასამეორებლად მხოლოდ ერთი გამარჯვება დააკლდა - 1960/61 წლების სეზონში, ჩემპიონატის პირველ 11 ტურში გამარჯვების მოპოვება "ტოტენჰემმა" შეძლო, რომელიც ბოლოს ჩემპიონიც გახდა.

შეწყდა "რომას" მშრალი სერიაც, რომელიც 743 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მორგან დე სანკტისს ივან პელიცოლის რეკორდამდე (2003/04 წლების სეზონი) მხოლოდ 31 წუთი დააკლდა.

ზეიმის საბაბი მიეცა "სასუოლოს", რომელმაც სერია A-ში სტუმრად პირველი გამარჯვება მოიპოვა, მისმა ფორვარდმა დომენიკო ბერარდიმ კი ჰეთ თრიქი შეასრულა. 19 წლის და 94 დღის ასაკში ბერარდი მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა 21-ე საუკუნეში, ვინც იტალიის ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კვირა ციფრებში: ვინ დაამარცხებს რიბერის

"ჩემს თავს გამოვრიცხავ" - კურტუამ ამჟამად ევროპის სამი საუკეთესო მეკარე დაასახელა
"მთელი კარიერის "ბარსელონაში" ბედნიერად გატარება მსურდა, თუმცა..." - ლიონელ მესი
"მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ" - ალ-ხელაიფიმ პსჟ-ს მოთამაშე გამოარჩია
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] აგვისტოს შემდეგ პირველად - ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატში გაიტანა
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
As: საზონოვის იანვარში დამატება მადრიდული გუნდისთვის აუცილებელია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
პოლ პოგბა: ბავშვობაში "არსენალსა" და "ბარსელონაში" თამაშზე ვოცნებობდი
"ᓚᓘᓕᓔᓠᓞᓣᓚᓘ" ᓘᓐᓜᓕᓐᓠᓨᓘ ᓐᓮᓐᓚᓘ ᓛᓔᓙᓐᓠᓘᓡ ᓨᓔᓫᓔᓜᓐᓡ ᓐᓞᓘᓠᓔᓑᓡ
"იუვენტუსის" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?
29 მაისს საქართველოს ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი დავიდ ტრეზეგე ეწვევა
"ყარაბაღიდან" "მილანში" - "როსონერიმ" ბოსნიელი მეკარე დაიმატა
პრემიერლიგა. II ტურის სიმბოლური ნაკრები: "მეთოფეებმა" შეიარაღება გამოაჩინეს
ლონდონის "ჩელსი": არის პეტრ ჩეხის შემცვლელი, ტიბო კურტუასიც?
ჟულიო სეზარი ნეაპოლელია
დეშამი - მუნდიალზე მბაპეს თამაშზე: 1998 წელს ტრეზეგეს და ანრის ასეთი როლი არ ჰქონდათ ნაკრებში
მინო რაიოლა - N1 აგენტი, ვინც ტრანსფერებით 400 მლნ ევროზე მეტი გამოიმუშავა
დავიდ ტრეზეგემ კარიერა დაასრულა
დაბრუნდება მორგან დე სანკტისი "სკუადრა აძურაში"?
"ჩელსის" ყოფილი მეკარე "ყარაბაღში" გადავიდა
იტალია. სერია A. X ტური: არის რეკორდი!
"ასტონ ვილამ" "მილანის" მეკარე პეპე რეინა ინათხოვრა