ხომ ლამაზია ეს ჩემი გუნდი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა
ტურინის "იუვენტუსი", ალბათ, ერთადერთი გუნდია, რომელიც შეიძლება ჯგუფში ბოლო ადგილზე გადავიდეს და ეს მისთვის უკეთესი გახლდეთ. იტალიის ნაკრების საკლუბო განსახიერებამ მორიგი ფრე ითამაშა და იმის გამო, რომ დანიაში "კოპენჰაგენმა" "გალათასარაის" მოუგო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, "ბებერი ქალბატონი" უკანასკნელ პოზიციაზე აღმოჩნდა.

პარადოქსია, მაგრამ იტალიელებს ეს უნდა გახარებოდათ, რადგან "გალამ" ქულები დაკარგა და ახლა "იუვე" ისევ თავის თავზეა დამოკიდებული.

მწვრთნელები

ანტონიო კონტეს შეგირდებს რომც წაეგოთ, რეალურად ზუსტად იგივე მდგომარეობაში იქნებოდა. "იუვეს" 4 ან 6 ქულა სჭირდება ჯგუფიდან გასასვლელად. თუმცა რატომ უნდა წაეგოთ, როცა გუნდს არც მადრიდში და მით უმეტეს, არც ტურინში ცუდად არ უთამაშია და ამ ორ შეხვედრაში ერთი ქულაც რომ არ შერჩენოდა, ვერ იქნებოდა სამართლიანი. "ბიანკონერის" თავკაციც კმაყოფილი დარჩა.

"ჩემმა გუნდმა დღეს ძალიან კარგად ითამაშა, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. ეს ჩვენი მეექვსე მატჩი გახლდათ ბოლო 18 დღეში და ცხადია, ცოტა გადავიღალეთ. ეს ნორმალურია, როდესაც კრიშტიანო რონალდოსა და გარეთ ბეილის დარ ფეხბურთელებთან გიწევს თამაში.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ იკერ კასილიასს დავასახელებდი. უფრო მეტი ქულა გვეკუთვნოდა, ვიდრე ახლა გვაქვს, მაგრამ რა გაეწყობა.

როდესაც ხვდები "რეალის" კალიბრის კლუბს, რომლის ფეხბურთელებსაც რამდენიმე წუთში შეუძლიათ თამაშის შემობრუნება, ძნელია, სასურველ შედეგს მიაღწიო. თუმცა ჩემს ბიჭებს არ ეშინოდათ მეტოქის, ისინი თამამად იბრძოდნენ და ძალიან კმაყოფილი ვარ, ვიზრდებით და ვვითარდებით.

ჩვენ ეს თავგადასავალი არც ისე დიდი ხნის წინ დავიწყეთ და უკვე დავამტკიცეთ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია და ამ ტურნირზე რაღაც გვაქვს სათქმელი. ასე რომ, ჩემს გუნდს მისალოცად აქვს საქმე" - განაცხადა კონტემ.

კმაყოფილი იყო კარლო ანჩელოტიც. მან თავის ყოფილ გუნდთან 4 ქულა აიღო და "რეალს" ნახევარი ნაბიჯი აკლია იქამდე, რომ ოფიციალურად გაინაღდოს მერვედფინალის საგზური.

"კმაყოფილების გრძნობა დამრჩა ჩემი გუნდის მიერ ჩატარებული მეორე ტაიმის შემდეგ. შესვენების შემდეგ სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და ბევრად უფრო შემართულები და აგრესიულები ვიყავით, ვუტევდით და ვდომინირებდით. პირველ ნახევარში ზედმეტად უკან დავიხიეთ, რადგან პოლ პოგბა და კლაუდიო მარკიზიო გაგვეკონტროლებინა, მაგრამ მერე სწორად გადავეწყვეთ. გვსურდა, მეტოქისთვის ჩაწოდებების შანსები მაქსიმალურად შეგვემცირებინა და ეს სერხიო რამოსის წყალობით მოვახერხეთ. იგი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც რამდენიმე პოზიციიდან შეუძლია გუნდისთვის სარგებლის მოტანა.

სერხიოს მარჯვენა ფლანგზე გადაწევა დროებითი გახლდათ, ისე კი, რამდენადაც ვიცი, მასაც ცენტრში ურჩევნია თამაში. ასევე უნდა ვთქვა, რომ ქარიმ ბენზემამ იმუშავა ძალიან კარგად, იგი ანდრეა პირლოზე იყო მიჩენილი" - გვითხრა მატჩის შემდეგ ანჩელოტიმ.

ფეხბურთელები

ჯანლუიჯი ბუფონს მისი გუნდის თამაში მოეწონა, მაგრამ შეცდომებსაც ხედავს და სიტუაციას ობიექტურად აფასებს. ჯიჯიმ კომპლიმენტი უძღვნა თავის კოლეგასა და მეგობარს იკერ კასილიასსაც.

"ეს ჩვენ მიერ დაწყებული საქმის გაგრძელებაა. ჯამში, თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ იყო შეცდომებიც, რომლებიც გამოსასწორებელია. სამწუხაროდ, ბევრი ქულა დავკარგეთ და მომავალ მატჩებში ამის უფლება აღარ გვაქვს. არ მგონია, რომ "კოპენჰაგენთან" ადვილი მატჩი გველის და არც "გალათასარაის" წაუგია ჯერ "რეალთან".

"სამეფო გუნდიდან" კასილიასის კარგ თამაშს და მინიმუმ სამ უმნიშვნელოვანეს "სეივს" გამოვარჩევდი, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი გამოდგა და "რეალმა" ესპანეთში ქულა წაიღო. მადრიდელებთან შეიძლება წააგო, მოიგო ან ფრე ითამაშო, მაგრამ ერთი რამ უცვლელია - მათი შემტევების უმაღლესი კლასი. როდესაც ისინი ცენტრს გადმოსცდებიან, უკვე უნდა მოემართო, რადგან შეუძლიათ გოლი არაფრისგან შექმნან. როგორ შევაფასებდი ჩვენს თამაშს? 10 ბალიდან 7-ით." - აღნიშნა ბუფონმა.

ბარემ თავად იკერსაც მოვუსმინოთ, რომელსაც სადღაც ერთი წელია, "რეალის" ძირითადში ადგილი გარანტირებული აღარ აქვს და მისთვის ასეთი მატჩის კარგად ჩატარება მნიშვნელოვანი იყო, თან მაშინ, როცა საპირისპირო კარში იდგა ის მეკარე, რომელთანაც იკერს გაუთავებლად აჯიბრებენ და უმეტესობის აზრით, ეს ორი გოლკიპერი თანამედროვე ფეხბურთის ორი საუკეთესო კარის დარაჯია. თუ ვინ არის "ნუმერო უნო", თქვენ გადაწყვიტეთ.

"ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველთვის რთულია ასეთი მატჩები, განსაკუთრებით, ძლიერი მეტოქის მოედანზე. მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო, რადგან მწვრთნელი გენდოს. ახლა მე მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ მიწევს თამაში და შესაძლებლობები საუკეთესოდ უნდა გამოვავლინო" - თქვა კასილიასმა.

აუცილებლად აღვნიშნოთ, რომ ფერნანდო ლორენტე ნელ-ნელა ავლენს პოტენციალს და ეწერება "იუვეს" სათამაშო სქემაში. "ბილბაოს" ექსფორვარდმა "რეალს" მადრიდშიც გაუტანა და ტურინშიც.

ცნობილი იტალიური გამოცემები: "ლა გაძეტა დელო სპორტი" და "კორიერე დელო სპორტი" ერთი შინაარსის სათაურებით გამოვიდა - რა ლამაზი იყო "იუვეო". დიახ, "იუვე" მართლაც ლამაზი იყო, მაგრამ კონტეს უფრო ლამაზი უნდა და მიზნის მიღწევაში ბასკი ფორვარდის ათამაშება ძალიან დაეხმარება. ტურინულმა "ტუტოსპორტმა" პირველ გვერდსა და წინა პლანზე სწორედ ლორენტე დაგვიხატა.

ფერნანდო ლორენტე: "ძალიან მახარებს, რომ "რეალს" ისევ გავუტანე. კარგად ვითამაშეთ და პირველი ტაიმი დამსახურებულად მოვიგეთ. მეტის გატანაც შეგვეძლო.

მერე მადრიდელებმა მოუმატეს. თანაგუნდელები ნელ-ნელა უკეთ მიცნობენ და მიგებენ. რაც უფრო ხშირად ვითამაშებთ ერთად, მით უფრო უკეთ შევძლებ პოტენციალის გამოვლენას და ჩემი მისამართით ჩაწოდებებიც მეტი იქნება. მჯერა, მატჩიდან მატჩამდე მოვუმატებ, ეს ჩემი მაქსიმუმი არ არის. ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდი მაქვს და როდესაც საბოლოოდ მოვერგები გუნდს, მერე უფრო უკეთ ვითამაშებ და დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია, "იუვესთვის" სასარგებლო ვიყო".

რონალდოს რეკორდი

კონტე, ბუფონი და სხვანი კასილიასის "სეივებით" კი მოიხიბლნენ, მაგრამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, საბოლოოდ, კრიშტიანო რონალდო დასახელდა, რომელმაც გოლს+პასი შემოგვთავაზა და მორიგ რეკორდს წაეთამაშა.

პორტუგალიელის ანგარიშზე 4 ტურის მერე უკვე 8 გოლია, ანუ საშუალოდ მატჩში 2 ბურთი. მან გაიმეორა რუუდ ვან ნისტელროის (2004/05 წლების სეზონი), ერნან კრესპოსა და ფილიპო ინძაგის (ორივე 2002/03) რეკორდი.

"სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო, ფანობით მოვიხიბლე. "იუვენტუსი" ძალიან კარგი გუნდია და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ მოუგია, ვფიქრობ, ჯგუფიდან გავა. ჩვენი თამაში მომეწონა, მაგრამ მეტი შეგვიძლია და უნდა მოვუმატოთ კიდეც. ჩემი 8 გოლი ძალიან მახარებს, მაგრამ უფრო ბევრის გატანას ვეცდები. ბეილი? მან მშვენივრად ითამაშა და გუნდს დაეხმარა".

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. B ჯგუფი: არც გამარჯვება და არც სიკვდილი [VIDEO]

მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"მახაჩევი რონალდოს ძალიან ჰგავს, ოღონდ არა სექსუალური ორიენტაციით" - ოლეგ ტაქტაროვი
კასილიასმა უარყო, რომ გეია - მას ესპანელ მსახიობთან აქვს რომანი
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
"დისტანციურად გამოძახებულია" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ნეიმარს მწარედ დასცინა
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
"ბარსელონა" ფერნანდო ლორენტეს გადაბირებას ცდილობს
ფერნანდო ლორენტე შეიძლება "იუვენტუსში" დაბრუნდეს
"ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია" - კრიშტიანო რონალდო
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
იკერ კასილიასმა ინფარქტის გადატანის შემდეგ პირველად ივარჯიშა
ისტორიული ფაქტი - ტევესის დამსახურებით, მესის და რონალდოს ერთ გუნდში ვნახავთ
კანავარო კასილიასს: შენ ესპანეთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდები, მე კი - "რეალის" მწვრთნელი
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
5 ფაქტი - რატომ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ტოტენჰემი" და არა "სიტი"
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
ფერნანდო ლორენტე: ბევრი მომიგია, მაგრამ ეს მომენტი...
პიკე კასილიასს: რამდენჯერ გამოგიღია ბურთი "კამპ ნოუზე" კარიდან...
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
მიზანს ამ სეზონშივე მიაღწევს? - რონალდო სანუკვარ ნიშნულს უახლოვდება
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
"მას კვლავ უდიდესი მოტივაცია აქვს" - პოსტეკოღლუმ რონალდოზე ისაუბრა
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
ფერნანდო ლორენტე "ნაპოლიში" გადავიდა
ანტონიო კონტეს "ინტერში" სამი ესპანელი ფეხბურთელის მიყვანა სურს
სარასგან სარასთან - კასილიასს ახალი გულისსწორი ჰყავს
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან