მატჩისშემდგომ ბანკეტზე გვარდიოლამ და ჰიონესმა იკამათეს
ხოსეპ გვარდიოლას კლასიკური ცენტრფორვარდები არ უყვარს - არც "ბარსელონაში" უყვარდა (გაიხსენეთ ზლატან იბრაჰიმოვიჩი) და არც "ბაიერნში" უყვარს (მარიო მანჯუკიჩს ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ათამაშებს), მაგრამ პლზენის "ვიქტორიასთან" გასვლით მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ესპანელ სპეციალისტს ხანდახან თამაშის მოსაგებად, დიახაც, კლასიკური ცენტრფორვარდი სჭირდება.

რეკორდმაისტერმა ჩეხურ კლუბს სწორედ მანჯუკიჩის გოლით მოუგო - არადა, ხორვატი თავდამსხმელი ისევ არ იყო "ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობაში - გვარდიოლამ ის მოედანზე მხოლოდ 59-ე წუთზე შეუშვა და 6 წუთში მანჯუკიჩმა ის ერთადერთი გოლი გაიტანა, რომლითაც მიუნხენურმა გრანდმა "პლზენის" დამარცხება და ჩემპიონთა ლიგაში "ბარსელონას" რეკორდის (ზედიზედ 9 გამარჯვება) გამეორება შეძლო.

ხორვატი ცენტრფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია: ბუნდესლიგაში სამი ტურია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს, "ჰერტასთან" კი სულაც დუბლი შეასრულა. საერთო ჯამში, მას გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 8 გოლი აქვს გატანილი. მიუხედავად ამისა, ჩემპიონთა ლიგის განვლილ 4 ტურში პეპმა მანჯუკიჩი სასტარტოში მხოლოდ ორჯერ გაამწესა, დანარჩენი ორი მატჩიდან კი ერთხელ შეცვლაზე ათამაშა, ერთხელ კი მოედანზე საერთოდ არ გაუყვანია.

თუმცა მანჯუკიჩი გვარდიოლას ყოველი გოლით უფრო და უფრო მძიმე წნეხის ქვეშ აქცევს და პეპიც, ფაქტობრივად, იძულებული ხდება, ხორვატი ათამაშოს.

დისკუსია ჰიონესთან

"პლზენთან" გამარჯვების შემდეგ, რომლითაც "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური ორი ტურით ადრე გაინაღდა, რეკორდმაისტერმა პლზენშივე ტრადიციული ბანკეტი მოაწყო. ვახშამზე "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი და მწვრთნელი გვარდიოლა ერთად დასხდნენ და სერიოზული დისკუსია გააჩაღეს.

პეპი და ული ცხარედ კამათობდნენ და ლაპარაკში ხელებს იშველიებდნენ - ჩვენი გერმანელი კოლეგები ირწმუნებიან, შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ჩხუბობდნენო. თუმცა გერმანიაში უკვე ყველამ იცის, რომ გვარდიოლა (ისევე, როგორც ჰიონესი) ძალიან ემოციური ადამიანია.

"პეპი ძალიან მგრძნობიარე ადამიანია. რასაც უნდა აკეთებდეს და ვისაც უნდა ესაუბრებოდეს, ყოველთვის მაქსიმალურად მონდომებული და მობილიზებულია," - ამბობს გვარდიოლას ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი მანელ ესტიარტე.

ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ვერ შეიტყვეს, რა იყო ჰიონესისა და გვარდიოლას დისკუსიის თემა, იმაში კი დარწმუნებულები არიან, რომ ულის და პეპს არ უჩხუბიათ - ეს ჯანსაღი კამათი იყოო...

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. D ჯგუფი: ყველაფერი გაირკვა [VIDEO]

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მანჯუკიჩი "მილანში" ჩაირიცხა - იბრაჰიმოვიჩი მეტოქეებს ემუქრება
იბრაჰიმოვიჩი: აშშ-ს მუნდიალის მოგება შეუძლია
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
"მილანი" კიდევ ერთ ცნობილ ვეტერანს დაიმატებს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
მეორე ფეხბურთელი ისტორიაში - სილვაზე წინ ახლა მხოლოდ მანჯუკიჩია
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
მარიო მანჯუკიჩმა "მანჩესტერში" გადაბარგება გადაწყვიტა
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
[VIDEO] "ბაიერნმა" გერმანიის თასი მოიგო - ჰიონესს მოურინიოს სტუმრობა არ ესიამოვნა
მარიო მანჯუკიჩი ყატარის "ალ-დუჰაილში" გადაბარგდა
გერმანიის შსს მინისტრი ფიფას პრეზიდენტის გვერდით OneLove სამკლავურით იჯდა - ჰიონესი ინფანტინოთი აღშფოთებულია
"მათ ფული მაინც არ აქვთ" - "ბაიერნის" პრეზიდენტი "ბარსელონაზე"
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ