"ქაისერისფორმა" თურქული გრანდებიდან არც ერთი გაახარა

შოთა არველაძის "ქაისერისფორმა" თურქული სუპერლიგის გრანდებიდან არც ერთი გაახარა. გუნდმა, რომლის დაცვაში ჩვენი ეროვნული ნაკრების მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი საკვანძო ფიგურაა, "ფენერბაჰჩე" და "ბეშიქთაში" დაამარცხა, ცხრილის ლიდერ "ტრაბზონს" ფრედ ეთამაშა, "გალათასარაის" კი უგოლო ფრეთი გაეყარა.

თურქული გამოცემების თქმით, შოთამ და "ქაისერისფორმა" კიდევ ერთი დიდი გამოცდა ჩააბარეს. მრისხანე "გალათასარაი" ქაისერში 3 ქულისთვის ჩავიდა, მაგრამ მხოლოდ ერთს დასჯერდა. თანაც, ჩვენებურთა გუნდს მოგებაც შეეძლო. ამიტომაც იყო, მატჩისშემდგომ კომენტარში შოთა არველაძემ მეტოქეზე თქვა, ქულით ყაბულს უნდა იყოსო.

"საინტერესო მატჩი გამოვიდა. ორი განსხვავებული ტაიმი ვაჩვენეთ. პირველ 45 წუთში მეტოქე უკეთ გამოიყურებოდა, შესვენების შემდეგ კი თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ კიდეც. საგოლე მომენტებიც გვქონდა, მაგრამ ბურთის გატანა ვერ მოვახერხეთ.

"გალათასარაიმ" ქულები დაკარგა, მაგრამ კარგი შემადგენლობა ჰყავს და ვფიქრობ, ეს შედეგებშიც აისახება. თუმცა მეტოქე ამ ქულითაც კმაყოფილი უნდა იყოს".

"გალასთან" უგოლო მატჩის შემდეგ შოთას გუნდს მოქმედ ჩემპიონ "ბურსას" მსგავსად 28 ქულა აქვს. ეს გუნდები მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ და მომდევნო ტურში, 29 ნოემბერს ერთმანეთთან უწევთ თამაში.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე