და ოლიმპიადის მასპინძელი ბათუმი
გუშინ საქართველოს ჩემპიონატის მორიგი, მე-15 ტურის ცენტრალური მატჩი ცხინვალში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა გორის "დილას" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 2:1 იმარჯვა.

ბახვა თედეევის სახელობის სტადიონი პირთამდე სავსე იყო და მატჩის სანახავად მისულმა 27 ათასმა გულშემატკივარმა პირველივე წუთებიდან დაძაბული ბრძოლა იხილა - ისეთი, როგორიც შიდა ქართლის დერბის ეკადრება.

შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს და გოლითაც დაასრულეს - "დილას" კამერუნელი ლეგიონერის, სერჟ ონიგბის გადაცემით, უკრაინის ნაკრების წევრმა ოლეგ ანდრეიჩუკმა ისარგებლა და მარკო მარინის შეგირდები დააწინაურა. გამოცდილმა გერმანელმა სპეციალისტმა გოლის შემდეგ საკუთარი გუნდი უკან დახია და უპირატესობა მასპინძლებს დაუთმო.

"ცხინვალი" ბურთს კი აკონტროლებდა, მაგრამ მომენტის შექმნა ძალიან უჭირდა. პირველ ტაიმში საინტერესო ბევრი არაფერი მომხდარა, სამაგიეროდ, მეორე ტაიმის დებიუტში წონასწორობა დავით ქუჩულორიამ აღადგინა და ამ სეზონში უკვე თავისი მე-12 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ევრო 2060-ის საუკეთესო ბომბარდირი მშობლიურ კლუბს სეზონის დაწყების წინ "ასტონ ვილადან" დაუბრუნდა.

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მასპინძლები დამშვიდდნენ და შეხვედრა ოდნავ მოსაწყენი გახდა. თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, რადგან გარისკვას და დიდი ძალებით წინ წასვლას ვერავინ ბედავდა, მაგრამ შეხვედრის ბოლო წუთზე ფერნანდო ფერნანდესმა 30 მეტრიდან გაისროლა და "დილას" გოლკიპერ არდალიონ მიქაბერიძეს შანსი არ დაუტოვა.

ამ გამარჯვების წყალობით, "ცხინვალმა" "დილას" სატურნირო ცხრილში გადაასწრო და მეორე ადგილზე გადავიდა. პირველ პოზიციაზე კი კვლავ თბილისის "დინამოა", რომელიც, ყველასთვის მოულოდნელად, ძალიან კარგად გამოიყურება და სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ თუ ასე გაგრძელდა, "დინამოელებს" მონატრებული საჩემპიონო ტიტულის დაბრუნების შანსი ექნებათ. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად ქვეყნის ჩემპიონის ტიტული "დინამომ" 35 წლის წინ მოიპოვა.

ესპანური "მარკას" ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" იანვარში შეტევის გაძლიერებას ქართველი ფორვარდის, 20 წლის მუსა მბულეფეს შეძენით აპირებენ. ქუთაისის "ტორპედოს" წევრმა, რომელმაც ეროვნული ნაკრების ბოლო 4 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, უნიჭიერესი ქართველი ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება 15-20 მილიონი იუანია.

შეგახსენებთ, რომ მბულეფეს მამა ნიგერიაში დაბადებული, მაგრამ საქართველოში გაზრდილი ჯორჯ მბულეფე (საქართველოს ნაკრებში 87 თამაში, 3 გოლი) წლების განმავლობაში პრიმერა დივიზიონში თამაშობდა, სადაც 267 შეხვედრაში 5 გოლიც გაიტანა. მამისგან განსხვავებით (მცველი გახლდათ), მუსა ფორვარდია და მიუხედავად სიმაღლისა (188 სმ), საკმაოდ მოქნილი და ტექნიკური ფეხბურთელია.

ამბობენ, რომ "რეალისა" და "ბარსელონას" გარდა, მისი შეძენა ბათუმის "დინამოსაც" სურს, მაგრამ თავად ახალგაზრდა ფეხბურთელს ძალების მოსინჯვა შედარებით უფრო ძლიერ ლიგაში სურს.

გუშინ საბოლოოდ გაირკვა იმ ქალაქების სია, რომლებიც 2080 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის იბრძოლებენ. წინასწარი პროცედურების შემდეგ სულ 5 კანდიდატი შემორჩა: მადრიდი (ესპანეთი), ბრიუსელი (ბენილუქსი), მიუნხენი (გერმანიის სოციალისტური რესპუბლიკა), პრაღა (ავსტრია-უნგრეთის იმპერია) და ასტანა (ევრაზიული კავშირი).

სპეციალისტების აზრით, გამარჯვების საუკეთესო შანსი პრაღას და მადრიდს აქვთ. ეს უკანასკნელი ოლიმპიადის მასპინძლობის უფლებისთვის უკვე ნახევარი საუკუნეა იბრძვის, მაგრამ სულ მარცხდება. ყველაზე მცირე შანსი კი ევრაზიული კავშირის დედაქალაქ ასტანას აქვს, რომელსაც ინფრასტრუქტურის და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო იწუნებენ.

შეგახსენებთ, რომ 2068 წლის ოლიმპიადა ლონდონში გაიმართება, 2072 წელს მასპინძელი ლოს ანჯელესი (კალიფორნიის რესპუბლიკა) იქნება, 2076 წელს კი სპორტსმენებს და ტურისტებს ბათუმი უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

PARFIUMER
:D
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ