რუმენიგე: "ბაიერნი" გოლიათია, რომელიც ყველას გადაუვლის!
"ბაიერნში" ყველაფერი ისეა, უკეთესად რომ არ შეიძლება: მიუნხენური გრანდი ბუნდესლიგის ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობს, გერმანიის თასზეც ასპარეზობს, ჩემპიონთა ლიგაში კი მერვედფინალის საგზური ჯგუფური ეტაპის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა.

რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გაზეთ "მიუნხენერ თაგესცაითუნგისთვის" მიცემულ ინტერვიუში ხოსეპ გვარდიოლას მუშაობის პირველი თვეები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ყველაფრით ძალიან კმაყოფილია.

"უკმაყოფილების მცირეოდენი საბაბიც არ გვაქვს. "ბაიერნი" ერთადერთი კლუბია ჩემპიონთა ლიგაში, რომელსაც 4 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს. ჩემთვის ისიც მისაღები იქნება, რომ პეპმა ფეხბურთელები დაასვენოს. ბიჭებს კატეგორიულად ვერ მოვთხოვთ, რომ თამაშების 80 ან 90 პროცენტი უმაღლეს დონეზე ჩაატარონ. შესაბამისად, ვინც გუნდი იმის გამო გააკრიტიკა, რომ პლზენთან სტუმრად მხოლოდ 1:0 მოვიგეთ, რბილად რომ ვთქვა, სულელია," - უთხრა 61 წლის ჰიონესმა ხსენებულ გაზეთს.

ჰიონესმა გვარდიოლაც საუკეთესო ეპითეტებით შეამკო: "პეპში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ არა მარტო ყველა შეხვედრას, ნებისმიერ საკითხს აბსოლუტურად სერიოზულად უდგება. მას ყველა თამაშის მოგება უნდა და სურს, რომ გუნდმა ყოველთვის სრულყოფილი ფეხბურთი ითამაშოს. მე და გვარდიოლა ფილოსოფოსები ვართ და ხშირად ვმართავთ ხოლმე დისკუსიებს. მასთან საუბარი და კამათიც კი დიდი სიამოვნებაა."

როტაცია და პეპი

ექსპერტების აზრით, "ბაიერნის" პრობლემა შეიძლება ის იყოს, რომ გუნდში ძალიან ბევრი, 11-ზე მეტი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და ისინი, ვინც ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდება, უკმაყოფილების გამო პრობლემებს შექმნიან. ჰიონესი დარწმუნებულია, რომ გვარდიოლა როტაციას თავს უმტკივნეულოდ გაართმევს. ხოლო ის ფაქტი, რომ "ბაიერნი" არა მარტო ბუნდესლიგაში, არამედ ჩემპიონთა ლიგაშიც რეკორდს რეკორდზე ამყარებს, ულისთვის მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი მოვლენაა:

"36-მატჩიანი წაუგებელი სერია მნიშვნელობას მაშინვე დაკარგავს, თუ შაბათს "აუგსბურგთან" წავაგებთ. ასე რომ, ეს რეკორდები ნაკლებად მაინტერესებს. მე ყოველთვის წინ ვიყურები, უკან კი - არასდროს!" - ამბობს ჰიონესი.

ამასობაში, რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ "ბაიერნს" გოლიათი უწოდა:

"ბაიერნი" გოლიათია, რომელიც ყველას და ყველაფერს ანადგურებს. ბუნდესლიგაში ჩვენი ერთადერთი სერიოზული კონკურენტი დორტმუნდის "ბორუსიაა" და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, სერიოზული კონკურენტი რომ გვყავს. ფეხბურთში, ისევე, როგორც ზოგადად ცხოვრებაში, ღირსეული კონკურენტის არსებობა აუცილებელია," - განუცხადა 58 წლის რუმენიგემ "ბილდს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ხოსეპ გვარდიოლა: "ბარსელონას" რეკორდის გაუმჯობესებას ვაპირებ

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ახალი ჩემპიონთა ლიგა: ევოლუცია თუ რევოლუცია?
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
რუმენიგე: კოუტინიო ვარჯიშებზე, ზოგჯერ თამაშებშიც, აჩვენებს, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
რუმენიგე: რონალდოს 70 ბინძურ მილიონს უხდიან...
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
რუმენიგე: ლევანდოვსკი ადონისს ჰგავს, 35 წლისა რონალდოზე უკეთესი იქნება
"მბაპე თუ იამალი? მე თავშეკავებულ ადამიანს ვირჩევ" - რუმენიგემ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] "ბაიერნმა" გერმანიის თასი მოიგო - ჰიონესს მოურინიოს სტუმრობა არ ესიამოვნა
გერმანიის შსს მინისტრი ფიფას პრეზიდენტის გვერდით OneLove სამკლავურით იჯდა - ჰიონესი ინფანტინოთი აღშფოთებულია
"მათ ფული მაინც არ აქვთ" - "ბაიერნის" პრეზიდენტი "ბარსელონაზე"
რუმენიგეს განცხადებაზე მთელი გერმანია იცინის