ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს ჩემპიონატად საქართველოს სპორტული დელეგაცია ერთი ოქროს მედლით დაბრუნდა

მეცში (საფრანგეთი) დამთავრდა ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს ჩემპიონატი, საიდანაც საქართველოს სპორტული დელეგაცია ერთი ოქროს მედლით დაბრუნდა. იქაური ბატალიებისა და ჩვენებურთა შედეგებზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაურ სულაშვილი გვესაუბრება.

- შეჯიბრებაზე როგორც უფროსებში, ისე ახალგაზრდებში უძლიერესმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. უმძაფრესი კონკურენცია იყო, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ 2008 წლის ჩინელი ოლიმპიური ჩემპიონი ჰი ვიენა ფინალშიც ვერ მოხვდა.

ჩემპიონატზე საუბარს თერთმეტ-თორმეტწლიანებში თბილისის 49-ე საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელ ანა ოდიშვილის ბრწყინვალე გამოსვლით დავიწყებ. მსგავს შეჯიბრებაზე მან შარშან მესამე ადგილი დაიკავა. ამჯერად კი 47 მეტოქეს აჯობა, თანაც ფინალში 8,5 ტექნიკური შეფასება მიიღო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 35 ქულითა და გულშემატკივართა მქუხარე ოვაციებით ავიდა. ანამ ოსტატობით მაყურებლებთან ერთად სპეციალისტებიც მოხიბლა. ასე გვითხრეს, მეორე რუსუდან ხოფერია გეზრდებათო. იგი თანაკლასელ თეონა ჯანჯღავასთან ერთად სინქრონულ ხტომებშიც მონაწილეობდა 13-14-წლიანებში. საკვალიფიკაციოში მათ მე-3 ადგილი დაიკავეს. გადამწყვეტი პაექრობისას კი მე-5 ელემენტის შემდეგ სინქრონულობა დაერღვათ და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდნენ. ამ ასაკში თეონა მეთორმეტე იყო.

17-18-წლიანებში კარგად იასპარეზა 143-ე სკოლის მოსწავლემ თამარ კაკაშვილმა, რომელიც ახალგაზრდებს შორის გუნდურ ჩათვლაში ევროპის მესამე პრიზიორია. საკვალიფიკაციო ეტაპზე მან რუს გლებოვასთან თანაბარი ქულები დააგროვა, მაგრამ ტექნიკაში უკეთესი შეფასებით აჯობა და ფინალში შევიდა, იქ კი კიდევ ორ მეტოქეს გაუსწრო. სინქრონულ ხტომებში კი 15 წლის ნაანა გოგაშვილთან (183-ე სკოლა) ერთად მე-8 ადგილი დაიკავა.

- უფროსების გამოსვლაზე რას იტყვით?

- პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსანი ლუბა გოლოვინა ამ შეჯიბრებისთვის კარგად იყო მომზადებული. კვალიფიკაციაც კარგად განვლო და ფინალში მე-5 შედეგით შევიდა. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გადამწყვეტი პაექრობისას რიგითობისთვის. რადგანაც პროგრამა მინიმუმი შესრულებული ჰქონდა, პირად მწვრთნელ ვლადიმირ გოლოვინთან და ჩვენი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრ რუსუდან ხოფერიასთან ერთად გადავწყვიტეთ, ლუბასთვის ფინალში სირთულის კოეფიციენტი 13,9-მდე გაგვეზარდა. მანაც კარგად შეასრულა სამმაგი სალტო, მაგრამ მე-3 ელემენტზე ლეიბს შეეხო. ეს კი ვარჯიშის გაგრძელების საშუალებას არ იძლევა. რომ არა ეს დასანანი შეცდომა, ლუბას სამეულში მოხვედრა შეეძლო.

წლეულს სექტემბრის მიწურულს პორტუგალიაში მსოფლიოს თასის ეტაპზე თენგიზ კოშკაძემ მე-6 ადგილი დაიკავა. იგი მზად იყო, მეცშიც ფინალში გაეღწია, მაგრამ წინა დღეს ვარჯიშისას ფეხის თითი ამოიგდო. საერთოდ, ცუდი ბატუტი ჰქონდათ. უცხოელთა ხუთმა სპორტსმენმა მიიღო ტრავმა, რის გამოც მათ საორგანიზაციო კომიტეტს პროტესტით მიმართეს და ვაჟებს ორი ბატუტი გამოუცვალეს. მაგრამ ჩვენ ამით რა? მე და რუსუდან ხოფერიამ გადავწყვიტეთ, კოშკაძე საერთოდ არ გამოგვეყვანა საასპარეზოდ, მაგრამ სპორტსმენის თხოვნას გავუწიეთ ანგარიში. მან კი შესაძლებლობების გამოვლენა ვერ შეძლო - მე-7 ელემენტის შესრულებისას გვერდზე გადაიხარა და ლეიბს შეეხო.

ყოველივეს მიუხედავად, მეცში ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილი ვარ - ჩვენი სპორტსმენების უმრავლესობა ასაკების მიხედვით ფინალში მოხვდა და მედლების მოპოვების რეალურ კანდიდატებად ითვლებოდნენ. ეს კი ჩვენი მწვრთნელების - ლია ხრიკულის, რევაზ გამხოშვილის, ვლადიმირ გოლოვინის და ზურაბ კიკნაძის დაუღალავი შრომის შედეგია. მადლობელი ვართ სპორტის სამინისტროს მესვეურებისა, რომლებმაც წლეულს ორი ახალი ბატუტი შეგვიძინეს და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დაგვაფინანსეს. თანადგომა აღმოგვიჩინა თბილისის მერიამაც გიორგი ეგნატაშვილის სახელობის ოლიმპიურ ბაზაზე ნორმალური სავარჯიშო პირობების შექმნით.

საგულისხმოა ისიც, რომ ჩემპიონატში შესანიშნავად იმსაჯა რუსუდან ხოფერიამ, რომელმაც ორგანიზატორების მაღალი შეფასება დაიმსახურა. შეჯიბრების მსვლელობის პარალელურად საერთაშორისო ფედერაციის ტექნიკური კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც ჩვენი ორგანიზაციის გენერალური მდივანი თომზირ ცომაიაც ესწრებოდა. იმ სხდომებზე გაისად შეჯიბრების წესებში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. მიღებულ გადაწყვეტილებებს, ცხადია, ჩვენს მწვრთნელებსა და არბიტრებსაც გავაცნობთ, რათა მომავალ სეზონს უკეთ მომზადებული შევხვდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"