ძიუდოს სამყარო მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ისვენებს და თანდათან ემზადება მომავალი სეზონისთვის
ძიუდოს სამყარო მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ისვენებს და თანდათან ემზადება მომავალი სეზონისთვის.

ამ პერიოდში ისინი საშეჯიბრებო ამბებზე მეტად ტატამსმიღმა პროცესებით გვანებივრებენ. დღეს სწორედ რამდენიმე ასეთზე გავამახვილებთ ყურადღებას, მით უფრო, ბაქოდან ისეთი ამბავი გაავრცელეს საიტებმა...

23 წლის ასაკში სპორტული კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა ევროპის შარშანდელმა ბრინჯაოსმედალოსანმა ელმარ გასიმოვმა (100), მიზეზად კი ნაკრების მთავარი მწვრთნელის - პეტერ ზაიზენბახერის სავარჯიშო მეთოდიკა დაასახელა.

როგორც იქაური მედია წერს, მან ვერ აუწყო ფეხი ნაკრების საწვრთნელ პროცესს და გაზრდილი დატვირთვების გამო გადაწყვიტა, გადახედოს სპორტში დარჩენის პერსპექტივას.

გასიმოვის ასეთი განცხადება სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა როგორც მისი თანაგუნდელების, ასევე - სამწვრთნელო შტაბისა თუ მედიისთვის. იქაური ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ სწორედ ზაიზენბახერის მისვლის შემდეგ გასიმოვმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა ბაქოს "დიდ მუზარადსა" და მასტერსზე.

ისინი სპორტსმენის ამ მოულოდნელ განცხადებას უფრო ამ წონაში შექმნილი მძაფრი კონკურენციით ხსნიან - მოგეხსენებათ, 90-დან იქ ელხან მამადოვმა აინაცვლა და აგვისტოში, ყველასათვის მოულოდნელად, მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

საქმე ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი, თუმცა, ეტყობა, ვითარება თბება. ყოველ შემთხვევაში, გასიმოვმა 7 ნოემბერს აზერბაიჯანის ჩემპიონატში იჭიდავა და გაიმარჯვა კიდეც, თუმცა იქ მამადოვი არ გამოდიოდა.

აქვე გეტყვით, რომ მძიმე წონაში ვახტანგ ბიტიევმა გაიმარჯვა, რომელიც ადამ ოქრუაშვილის უმცროსი ძმაა.

ელმარ გასიმოვის სახელმა პირველად 2009 წელს დაიქუხა, როცა ერევანში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე გაიმარჯვა. მოგეხსენებათ, იქ აზერბაიჯანელთა ჩასვლას რა ბატალიებიც უძღოდა წინ - ტურნირის დღეებში მათი უსაფრთხოება სომხური სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების უმთავრეს საზრუნავად იქცა.

ამბობდნენ, აზერბაიჯანელ სპორტსმენებს დაცვა საპირფარეშოშიც არ უშვებდა მარტოო, თუმცა საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და სომხებმა შესაშური მასპინძლობა გამოავლინეს.

სომხურ-აზერბაიჯანული მედია იმასაც წერდა, რომ ბოლოს აზერბაიჯანელი სპორტსმენები და სწორედ ეს დაცვის ბიჭები თურმე გულთბილადაც დაემშვიდობნენ ერთმანეთსო, მაგრამ სენტიმენტები იქით იყოს და მაშინ გასიმოვმა გააკეთა ის, რასაც მისგან ყველაზე მეტად ელოდნენ ბაქოში და ეშინოდათ ერევანში - ჩემპიონი გახდა.

ბუნებრივია, აზერბაიჯანელებს ორმაგად ამოძრავებდათ ერევანში გამარჯვების სურვილი - ამას ხომ იქ მათი დროშის აწევა და ჰიმნის აჟღერება მოჰყვებოდა, სომხებს კი ზუსტად ეს არ სურდათ. სხვათა შორის, აზერბაიჯანელებს ამის გაკეთება პირველივე დღეს შეეძლოთ, რადგან სამომავლოდ უფროსებში მსოფლიოს პრიზიორი ოლგარ მუშკიევი (55) ფინალში გავიდა, მაგრამ ჩემპიონობა რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა ვიქტორ აშკინაძემ არ დაანება.

მომდევნო დღეებში აზერბაიჯანელებმა 3 ბრინჯაო მოიპოვეს, ბოლო დღეს კი მათი მთავარი სურვილი გასიმოვმა აასრულა - ფინალში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა...

დაჯილდოების ცერემონიალისას დარბაზი დაიცალა და როგორც დროშა, ასევე ჰიმნი ცარიელ დარბაზში აიწია-აჟღერდა.

სამაგიეროდ, გასიმოვი ბაქოში ლამის ეროვნულ გმირად შერაცხეს - აეროპორტში ხომ ათასობით ქომაგი დახვდა, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საგანგებო მიღება გაუმართა საპრეზიდენტო სასახლეში, თან საარაკო პრემია უბოძეს.

ბოზბაევი დაჭრეს

31 ოქტომბერს ფეხში დაჭრეს ყაზახი ძიუდოისტი, ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ალმათის "დიდი პრიზის" გამარჯვებული ისლამ ბოზბაევი. ინციდენტი ქალაქ ტერმიტაუში 31 ოქტომბერს, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც ძიუდოისტი მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა.

როგორც ყაზახური მედია წერს, იქ მასობრივი ჩხუბი ატყდა, რომლის მავან მონაწილესაც ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა. მან უმისამართო სროლა ატეხა და ერთი ბრმა ტყვია ბოზბაევსაც მოხვდა. იარაღის ტიპსა და ჩხუბის მიზეზზე არაფერს ამბობენ.

ყაზახური საიტი vesti.kz ავრცელებს ბოზბაევის პირადი მწვრთნელის - სერგეი დმიტრიენკოს კომენტარს: "შესაძლოა, ჭრილობა ბოზბაევისთვის სერიოზული აღმოჩნდეს. მას ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა სტაციონარულ მკურნალობაზეა. თუ ოპერაციისშემდგომი გართულებები არ წარმოიქმნება, ის 2-3 თვეში დაუბრუნდება ტატამს და ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებასაც შეძლებს".

ბოზბაევი ამჟამად ტერმიტაუს ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში წევს, სადაც განაცხადეს, რომ 22 წლის სპორტსმენმა მსუბუქი ჭრილობა მიიღო, ძვალი დაზიანებული არაა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბოზბაევი ადრე 81 კილოგრამში გამოდიოდა. იქაც და 90-შიც - ორ-ორჯერ შეხვედრია ქართველებს. დადებითი ბალანსიც აქვს. სულ პირველად - 2010 წელს მოსკოვის "დიდ მუზარადზე" 81-ში დროებით მოასპარეზე დავით ქევხიშვილს აჯობა, შარშან კი, პარიზის "დიდ მუზარადზე" ავთანდილ ჭრიკიშვილს მოუგო.

90-ში მას წლეულს ზვიად გოგოჭურმა აჯობა დიუსელდორფის "დიდ მუზარადზე", უფრო ადრე კი - 2011 წელს თბილისში, მსოფლიოს თასზე დავით კარბელაშვილმაც მოუგო. სამაგიეროდ, ყაზახმა მას რევანში წლეულს აუღო ყაზანში, მსოფლიოს უნივერსიადაზე.

სომხებს ქართველების შეშურდათ

დასასრულ, ერთი საინტერესო ცნობა ერევნიდან, რომელიც პირდაპირ გვეხება ჩვენ: იქაური ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავიდ ხითარიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ბიუჯეტი 3 მილიონი დოლარია, ჩვენი - 170 ათასიო.

ძიუდოში შედეგები სომხებზე ნამდვილად მეტი გვაქვს, მაგრამ უსახსრობას ჩვენი ფედერაციაც უჩივის. ასე მაგალითად, 8 ნოემბერს გაირკვევა, სამინისტრო რამდენ კაცს დააფინანსებს ტოკიოსა და აბუ დაბის ტურნირებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა