პრიმერას მეცამეტე ტურში ლიდერთა სამეულს საკმაოდ რთული მატჩები ელის
პრიმერას მეცამეტე ტურში ლიდერთა სამეულს საკმაოდ რთული მატჩები ელის.

მადრიდის "რეალი" ფორმაში შესულ "რეალ სოსიედადს" უმასპინძლებს, "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ "ვილიარეალს" ესტუმრება, "ბარსელონა" კი სტუმრად "ბეტისს" დაუპირისპირდება...

"რეალი" და ლა რეალი

ჩემპიონთა ლიგაში ორივე "რეალმა" ფრედ ითამაშა, თუმცა თუ მადრიდულმა კლუბმა ჯგუფში პირველი ადგილი თითქმის გაინაღდა, ბასკებმა პირველი ქულა აიღეს და მხოლოდ ევროპა ლიგაზე გამსვლელი მესამე ადგილის დაკავების შანსი შეინარჩუნეს.

"სოსიედადი" ბოლო დროს საკმაოდ კარგ ფორმაშია - უკანასკნელ ოთხ ტურში "ლა რეალმა" 10 ქულა აიღო და სატურნირო ცხრილის "სარდაფიდან" მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა. "ბერნაბეუზე" უკანასკნელი გამარჯვება ბასკებმა 9 წლის წინ, 2004 წელს მოიპოვეს და მას შემდეგ მხოლოდ ერთი მატჩი არ წააგეს, თუმცა შარშან ფილიპ მონტანიეს ხელმძღვანელობით სტუმრებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მეტოქეს სამი გოლიც გაუტანეს (სამივე ჩაბი პრიეტოს ანგარიშზე იყო), მაგრამ მაინც წააგეს (3:4). სამი გოლი გაუტანა "სოსიედადმა" "რეალს" "ანოეტაზეც" და ხელი ქულასაც გამოჰკრა.

კარლო ანჩელოტის ბევრს აკრიტიკებენ, თუმცა "ბარსელონასთან" წაგების შემდემ "სამეფო კლუბი" გარდაისახა და მომდევნო სამ შეხვედრაში ("სევილია", "რაიო ვალეკანო" და "იუვენტუსი") 12 გოლი გაიტანა, თანაც ყველა ეს ბურთი სამი ფეხბურთელის ანგარიშზეა: კრიშტიანო რონალდომ 6 გოლი გაიტანა, გარეთ ბეილმა და ქარიმ ბენზემამ კი 3-3. ამ ტრიოს ათამაშების გამო, იჩაგრება ისკო, რომელიც ვეღარ თამაშობს, რადგან 4-3-3-ში მისი ადგილი არაა...

მასპინძლებს დაცვაში პრობლემები აქვთ: დისკვალიფიცირებულია სერხიო რამოსი, ორივე მარცხენა მცველი კი ტრავმირებულია. ფაბიო კოენტრაო ჯერ ვერ გამოჯანმრთელდა, მარსელომ კი ტრავმა გუშინ, უკანასკნელ ვარჯიშზე მიიღო და წინასწარი მონაცემებით, საკუთარ გუნდს ორი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. "სოსიედადს" ტრადიციულად ესტრადა, გრანერო და იფრანი არ ეყოლება - ეს ფეხბურთელები უკვე დიდი ხანია ლაზარეთში არიან.

"ბარსელონა" სევილიაში

პეპე მელის გუნდს დიდი ხანია არ მოუგია. "ბეტისმა" ლა ლიგის შეხვედრაში ბოლოს 29 სექტემბერს იმარჯვა, როდესაც "ვილიარეალი" დაამარცხა (1:0) და იქიდან მოყოლებული, გამართულ ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა აიღო. ამ წარუმატებელი სერიის გამო, 50 წლის სპეციალისტი სერიოზული კრიტიკის ობიექტი გახდა და არაა გამორიცხული, მორიგი მარცხის შემთხვევაში პოსტიც დაატოვებინონ.

მასპინძლები ლიდერთან შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდებიან. ტრავმირებული ფეხბურთელების გარდა, დისკვალიფიცირებულია ხავი ჩიკა, არ იქნება რუბენ კასტროც, რომელმაც ჩემპიონს ბოლო 4 შეხვედრაში 4 გოლი გაუტანა. ასე რომ "ბეტისს" ძალიან გაუჭირდება.

"ბარსელონას" ახალი საკადრო პრობლემა არ აწუხებს. "მილანთან" გამარჯვების შემდეგ (3:1), კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზური დაიბევეს, ლიონელ მესიმ კი დუბლი შეასრულა და ხასიათი გამოიკეთა. მოსალოდნელია, რომ ხერარდო მარტინო კვლავ მიმართავს როტაციას და ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ფეხბურთელს შეცვლის.

"ბენიტო ვილიამარინზე" თამაში "ბარსას" ყოველთვის უჭირდა. 1999 წლიდან მოყოლებული, ამ სტადიონზე კატალონიელებმა 2 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

მოულოდნელი ლიდერების მატჩი

მადრიდის "ატლეტიკომ" ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. ახლა, დიეგო სიმეონეს კოლექტივს მორიგი გამოცდა ელის - "როხიბლანკო" "ელ მადრიგალზე" ითამაშებს და სამი ქულის აღებას ეცდება.

სეზონის დაწყების წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "ვილიარეალის" და "ატლეტიკოს" მატჩი მეოთხე და მეორე ადგილზე მყოფი გუნდების დაპირისპირება იქნებოდა. "ყვითელი წყალქვეშა ნავი" პრიმერაში წელს დაბრუნდა და მიუხედავად მისი წარსული წარმატებისა, მათგან ასეთ კარგ თამაშს არავინ ელოდა.

"ატლეტიკოს" კი ბევრი უკვე არა მხოლოდ პრიმერას, არამედ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტადაც ასახელებს. სტუმრებს ფილიპე ლუიში არ ეყოლებათ - ბრაზილიელი დისკვალიფიცირებულია. ასევე, საეჭვოა არდა თურანის და მარიო სუარესის თამაში. აი, მასპინძლებს კი მართლაც სერიოზული დანაკლისი აქვთ: ვერ ითამაშებს ჯოვანი დოს სანტოსი - გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა და საუკეთესო ბომბარდირმა ტრავმა მიიღო და მწყობრიდან დაახლოებით ორი კვირით გამოვიდა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტური

8 ნოემბერი

ოსასუნა-ალმერია 0:1

გრანადა-მალაგა 3:1

9 ნოემბერი

მადრიდი "სანტიაგო ბერნაბეუ". 19:00

რეალი-სოსიედადი

დისკვალიფიკაცია: სერხიო რამოსი (რეალი)

ტრავმა: ფ. კოენტრაო, მარსელო - ესტრადა, გრანერო, იფრანი

ურთიერთშეხვედრები

სულ 35 თამაში: +18 =9 -8 (70:48)

ბოლო 6 მატჩი

+4 =0 -2 (16-10) +3 =2 -1 (13-5)

სავარაუდო შემადგენლობები:

რეალი (4-3-3): დიეგო ლოპესი - დანი კარვახალი, პეპე, ვარანი, არბელოა - ილიარამენდი, ჩაბი ალონსო, მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა, კრიშტიანო რონალდო

სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, ხოსე ანხელი - რუბენ პარდო, ელუსტონდო - ველა, ჩაბი პრიეტო, გრიზმანი - აგირეჩე

ხეტაფე-ელჩე 21:00

დისკვალიფიკაცია: ალექსისი (ხეტაფე)

ტრავმა: ა. კოლუნგა - საპუნარუ, ა. ხიმენესი

ურთიერთშეხვედრები

სულ 9 თამაში: +2 =6 -1 (14:10)

ბოლო 6 მატჩი

+4 =0 -2 (9-3) +3 =1 -2 (7-6)

ბილბაო-ლევანტე 23:00

დისკვალიფიკაცია: ე. მორანი (ბილბაო)

ტრავმა: კიკე სოლა - პალიარდო

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 თამაში: +7 =1 -4 (17:13)

ბოლო 6 მატჩი

+2 =2 -2 (6-7) +3 =1 -2 (7-4)

სელტა-ვალეკანო 01:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: აურტენეჩე, სამუელ ლორკა, ბერმეხო - ნ. კასტილიო, გალეანო, ზე კასტრო, სება ფერნანდესი, ხოსე კარლოსი

ურთიერთშეხვედრები

სულ 22 თამაში: +5 =7 -10 (19:27)

ბოლო 6 მატჩი

+2 =0 -4 (7-7) +2 =0 -4 (5-10)

10 ნოემბერი

ესპანიოლი-სევილია 15:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: - მარინი, ფასიო, ჩერიშევი, სისინიო

ურთიერთშეხვედრები

სულ 36 თამაში: +9 =8 -19 (41:62)

ბოლო 6 მატჩი

+1 =1 -4 (2-8) +2 =2 -2 (10-13)

ვალენსია-ვალიადოლიდი 20:00

დისკვალიფიკაცია: ებერტი (ვალიადოლიდი)

ტრავმა: გუარდადო, ჟოაო პერეირა - ოსკარი, მანუჩო, ბარმეტლერი, ვიქტორ პერესი

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 თამაში: +13 =8 -9 (44:32)

ბოლო 6 მატჩი

+2 =1 -3 (6-9) +1 =3 -2 (10-11)

ვილიარეალი-ატლეტიკო 22:00

დისკვალიფიკაცია: ფილიპე ლუიში (ატლეტიკო)

ტრავმა: ჯოვანი დოს სანტოსი, დორადო, იოკიჩი, ფარინოსი - არდა თურანი, ლეო ბაპტიშტაო, მარიო სუარესი

ურთიერთშეხვედრები

სულ 24 თამაში: +10 =5 -9 (38:40)

ბოლო 6 მატჩი

+3 =0 -3 (8-6) +5 =0 -1 (12-3)

ბეტისი-ბარსელონა 00:00

დისკვალიფიკაცია: ხავი ჩიკა (ბეტისი)

ტრავმა: ლ. რეიესი, ნოსა იგიებორი, სარა, პაულაო, რუბენ კასტრო, სერხიო როდრიგესი, ედერ ვილარჩაო - ხონათან დოს სანტოსი, ალბა, აფელაი, ისააკ კუენკა

ურთიერთშეხვედრები

სულ 36 თამაში: +8 =8 -20 (47:88)

ბოლო 6 მატჩი

+1 =1 -4 (5-13) +5 =1 -0 (12-2)

ბომბარდირები: 13 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 8 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 7 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი), ივან რაკიტიჩი (სევილია), ალექსის სანჩესი (ბარსელონა); 6 - ჯოვანი დოს სანტოსი (ვილიარეალი), ხავი გერა (ვალიადოლიდი), როდრი (ალმერია), დავიდ ვილია (ატლეტიკო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონტრაქტს აღარ გააგრძელებს - კურტუა "რეალიდან" მალე წავა
"თუ ის წავა, "ბარსელონაში" დავბრუნდები" - მესის კატალონიური გრანდის მაისურით კვლავ ვიხილავთ?
[PHOTO] ლაპორტა: ვარ მიმზიდველი და ფულს ვნებიანი სექსი მირჩევნია
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
სიმეონე: იცით, ენრიკემ პსჟ-ში რა შეცვალა?
ფანებმა დაიწყეს კამპანია, რათა ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებიდან წასვლა გადააფიქრებინონ
"კარლოს დროს მეტი თავისუფლება გვქონდა" - კარვახალმა ერთმანეთს ანჩელოტი და ალონსო შეადარა
კოპა ამერიკა სენტენარიო: Don't cry for me Argentina [VIDEO]
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"როდესაც ენრიკეს პრობლემები შეექმნა და დახმარება დასჭირდა..." - რა თქვა სიმეონემ კვარაცხელიაზე?
მარსელომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
ცნობილია ვინ შეცვლის სიმეონეს, როცა "ატლეტიკოს" აღარ გაწვრთნის
"ამისთვის ფიზიკური მონაცემებია აუცილებელი" - ანჩელოტიმ ნეიმარის ფლანგზე თამაში გამორიცხა
"მისი ხასიათიდან გამომდინარე, საუკეთესო კანდიდატი მგონია" - როი კინმა "იუნაიტედს" მწვრთნელი ურჩია
მარსელოს კარიერის დასრულებამდე უარი იტალიურმა კლუბმა უთხრა
ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტურის შეჯამება და სიმბოლური: ერთი დაეცა, მეორე დაფრინავს
"ბეტისმა" მწვრთნელი გააგდო
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
შესაძლოა, დიეგო სიმეონემ "ატლეტიკოს" პარალელურად არგენტინის ნაკრებიც გაწვრთნას
არგენტინის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
ანჩელოტის შვილმა თქვა, რატომ არ დაიწყო დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა
"რა განსხვავებაა სიმეონესა და გვარდიოლას შორის?" - როდრიმ განმარტა
"ბარსელონას" ყოფილი თავკაცი მექსიკის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
"დეპორტივოს" მწვრთნელი პეპე მელი გადააყენეს
მაიამის "ინტერის" მწვრთნელად ხერარდო მარტინო დანიშნეს
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
ზინედინ ზიდანი: რონალდოს 4 "ოქროს ბურთი"? კიდევ იქნება!
"ᓛᓐᓜᕩᓔ
"ფლუმინენსემ" მარსელო გაუშვა - "რეალის" ყოფილ მცველს მატჩის მიმდინარეობისას ეს საქციელი არ აპატიეს [VIDEO]
"ფლუმინენსემ" მარსელო გაუშვა - "რეალის" ყოფილ მცველს მატჩის მიმდინარეობისას ეს საქციელი არ აპატიეს [VIDEO]