სუპერლიგა. IV ტური
"დინამოსა" და "რუსთავის" მატჩი ვერ გამოდგა საინტერესო. ამ გუნდებს შორის ისეთი დიდი სხვაობაა, მაყურებელი ალბათ არც ელოდა, რომ სანახობრივ მატჩს ნახავდა.

ასეც მოხდა - ირაკლი ხოშტარიას გუნდმა დიდი სხვაობით - 97:62 დაამარცხა "რუსთავი" და მიმდინარე სეზონს დაუმარცხებელი განაგრძობს.

დიდი შესვენებისთვის ყველაფერი გარკვეული იყო. დინამოელებმა პირველი პერიოდის 8 ქულით მოგების შემდეგ მეორეში 20:6 იმარჯვეს და პირველი ტაიმის შემდეგ 41:19 დაწინაურდნენ. გასარკვევი მხოლოდ ის იყო, თუ რა სხვაობით მოიგებდა "დინამო".

ხოშტარიას გუნდმა საბოლოოდ 35-ქულიანი სხვაობით იმარჯვა, რაშიც ლომის წილი სტევან მილოშევიჩს მიუძღვის. ჩერნოგორიელმა ცენტრმა 17 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა. 14-14 ქულა მიითვალეს ქიან კარტერმა და ბესო ლეჟავამ,ხოლო 11-11 ზვიად ანთაძემ და გიორგი გამყრელიძემ. ანთაძემ საკუთარ ანგარიშზე 16 მოხსნაც ჩაიწერა, გამყრელიძემ კი - 9 პასი.

09.11.13, 16:00

დინამო-რუსთავი 97:62

დინამო 21 20 29 27

რუსთავი 13 6 22 21

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "მივესალმები "რუსთავს", დიდი ტრადიციების მქონე გუნდია და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ეს მესამე ოფიციალური თამაში იყო და ვცდილობთ, სათამაშო კომპონენტები დავხვეწოთ. მართალია გავიმარჯვეთ, თუმცა ბევრი ხარვეზი გვაქვს. წინა რთული თამაშების შემდეგ დღეს უფრო იოლი მატჩი გვქონდა და ყველას მიეცა თამაშის საშუალება. სწორედ ეს გვინდა, რომ ახალგაზრდები გაიზარდნონ და ჩვენმა გუნდმაც არა მხოლოდ ლეგიონრების, არამედ ქართველი მოთამაშეების ხარჯზეც მიაღწიოს წარმატებას".

ბადრი კიკვიძე ("რუსთავის" მწვრთნელი): "მივულოცავ "დინამოს" გამარჯვებას, დღეს ყველა კომპონენტში დაგვჯაბნეს, სასურველია, ჩვენს ბიჭებს მეტი მონდომებით ეთამაშათ. შევეცდებით ვარჯიშებზე გამოვასწოროთ შეცდომები და მომავალში უფრო მოვუმატოთ ხარისხს".

გიორგი თვალაბეიშვილი ("დინამო"): "პირველ რიგში, ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. ჩემთვის პირველი თამაში იყო, შევეცადე მწვრთნელის დარიგებები შემესრულებინა და ძალიან ბედნიერი ვარ".

წყარო: superleague.ge

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ