გერმანელი პილოტის წლიურმა შემოსავალმა 15 მილიონი ევრო შეადგინა
ფორმულა-1-ის 2010 წლის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა, თავისი გუნდისგან "რედ ბულ" პრემიის სახით 3 მილიონი ევრო მიიღო. ამასთან, მისმა წლიურმა შემოსავალმა დაახლოებით 15 მილიონი ევრო შეადგინა.

"რედ ბული" 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული პირად ჩათვლაშიც და კონსტრუქტორთა თასზეც გახდა. ადრე ცნობილი იყო, რომ "რედ ბულის" 500 თანამშრომლიდან თითოეულის პრემიამ 10 ათასი ფუნტი შეადგინა, მაგრამ Bილდ ამტკიცებს, რომ ეს თანხა გუნდის რიგითმა თანამშრომლებმა მიიღეს, უმაღლესი რანგის ინჟინრებისა და მენეჯერების ჯილდო კი 50 ათას ევროს აღწევს.

ამასთან, კონსტრუქტორთა თასზე პირველი ადგილისთვის განკუთვნილმა საპრემიო თანხამ, რომელიც "რედ ბულმა" მიიღო, სარეკორდო, 73 მილიონი ევრო შეადგინა. ეს თანხა მნიშვნელოვანწილად მეტია იმაზე, რაც ავსტრიულმა საჯინიბომ ბონუსებსა და პრემიებზე დახარჯა.

სებასტიან ფეტელის კონტრაქტი "რედ ბულთან" 2011 წლის ბოლოს იწურება, თუმცა მხარეებს 2012 წელს, ხელშეკრულების გაგრძელების უფლებაც აქვთ. მაგრამ გერმანელი არ მალავს, რომ მომავალში საკუთარ ძალების გამოცდას სხვა გუნდებში, პირველ რიგში "ფერარიში" ან "მერსედესში" ისურვებდა. "რედ ბულის" მფლობელის დიტრიხ მატეშიცის აზრით, ამ გადასვლის გადავადება, ფეტელისთვის კონკურენტუნარიანი მანქანის შეთავაზებით შეიძლება:

"სებასტიანს სურს ოდესმე "ფერარიში" იასპარეზოს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მას წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდეს. სანამ მის განკარგულებასი იქნება ბოლიდი, რომელიც გამარჯვების საშუალებას მისცემს, ის ჩვენთან იქნება. თუ მისთვის ასეთი მანქანის მიცემას ვერ შევძლებთ, მაშინ კონტრაქტის მიუხედავად გუნდიდან გავუშვებთ".

გუნდის კონსულტანტმა დოქტორ ჰელმუტ მარკომ აღნიშნა, რომ ფეტელის "ფერარიში" გადასვლა შეცდომა იქნება, რადგან ამ გუნდში მხოლოდ ერთ მრბოლელს უჭერენ მხარს და ფეტელი მეწყვილესთან თანაბარ სტატუსს ვერ მიიღებს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში სკუდერიაში თავიანთი ლიდერის, ფერნანდო ალონსოს "წყენინებას" არ გადაწყვეტენ.

"ყველამ ვიცით "ფერარის" პოლიტიკის შესახებ. ფეტელიც ხედავდა, რომ ჩვენთან თავს კომფორტულად გრძნობდა. მას ისეთი გუნდი სჭირდება, რომელიც პრობლემების წარმოქმნის დროს ზურგში არ ჩაარტყამს. მოდით სიტუაციაში გავერკვეთ - ჩვენ არ გვექნება ათწლიანი კონტრაქტი, იმიტომ რომ არ შეგვიძლია ასეთი დიდი ხნის მანძილზე ჩვენი მანქანის კონკურენტუნარიანობის გარანტია გვქონდეს. ვერც ფეტელი მოგვცემს გარანტიას, რომ მთელი ამ დროის მანძილზე ჩვენთან კომფორტულად იქნება. მაგრამ უახლოესი სამი-ოთხი წლის განმავლობაში სებასტიანთან თანამშრომლობას აუცილებლად ვგეგმავთ", - განაცხადა მარკომ.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა