ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ორი წაგება ფინალში მოსკოვში - ქართველი მოჭიდავეები ვერცხლს დასჯერდნენ

ორი წაგება ფინალში მოსკოვში - ქართველი მოჭიდავეები ვერცხლს დასჯერდნენ

"თავისუფლები" რუსებთან დამარცხდნენ - 3:4, ბერძენ-რომაელებმა კი იმავე ანგარიშით თურქებთან წააგეს
მოსკოვში დასრულებულ "ევროპის ერთა თასზე" გამოსვლა ჩვენმა ორივე ნაკრებმა წარმატებით დაიწყო. შაბათს მათ დაუმარცხებლად გაიარეს ქვეჯგუფის შეხვედრები და ფინალში გავიდნენ, მაგრამ 10 ნოემბერს ორივემ წააგო და საბოლოოდ მეორეზე დარჩა.

მომხდარი მით უფრო დასანანია, რომ ორივე პაექრობის ბედი ბოლო შეხვედრამ გადაწყვიტა, რომ მოგებაც ჩვენებმა ვერ შეძლეს. "თავისუფლები" რუსებთან დამარცხდნენ - 3:4, ბერძენ-რომაელებმა კი იმავე ანგარიშით თურქებთან წააგეს.

არადა, მოგების შანსი ორივეს ჰქონდა. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი "თავისუფალთა" მარცხია, რომლებმაც რუსთა მძიმეწონოსნის ტრავმის გამო ფინალი ერთქულიანი ფორით დაიწყეს. ამას საწყის ორ შეხვედრაში მოგებაც დაუმატეს და სამქულიანი უპირატესობა მიიღეს, მაგრამ წააგეს დანარჩენი ოთხი!

ამ კვარტეტიდან ერთსაც რომ ემარჯვა, მასპინძლებს მათსავე მშობლიურ დარბაზში პირში ჩალაგამოვლებულებს დატოვებდნენ.

ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენს "თავისუფლებს" ოპტიმალური შემადგენლობა არ ჰყავდათ - იაკობ მაქარაშვილი (74) თბილისშივე დაშავდა და გუნდს საერთოდ ვერ გაჰყვა (ამის მიუხედავად, პირდაპირ რეპორტაჟებში თუ ოქმებში ყველგან მას ახსენებდნენ და არა მის შემცვლელ გიორგი მარსაგიშვილს), ხოლო 84 კილოგრამში მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი ირანიდან (სადაც საკლუბო ჩემპიონატში გამოდიოდა) დროულად ვერ ჩავიდა და აქაც სათადარიგო სანდრო ამინაშვილის ამარა დავრჩით.

ამინაშვილს იქნებ ურიგოდ არ უჭიდავია, მაგრამ ვგონებთ, ფინალში ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ სოსლან კცოევთან წარმატების მეტი შანსი დავით მარსაგიშვილს ექნებოდა.

ჩვენმა "თავისუფლებმა" პირველივე შეხვედრაში პირწმინდად მოუგეს შესუსტებულ ბულგარეთს - 7:0. ბულგარელებთან გიორგი ედიშერაშვილმა (55, თუმცა მეტოქეს აქ მონაწილე არ ჰყავდა), ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (60), ლევან ქელეხსაშვილმა (66), გიორგი მარსაგიშვილმა (74), ამინაშვილმა (84), ელიზბარ ოდიკაძემ (96) და გენო პეტრიაშვილმა (120) იმარჯვეს.

ჩვენებიდან აღსანიშნავია მარსაგიშვილის წარმატება ევროპის ვიცე-ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორ კირილ ტერზიევთან - 10:2 და ქელეხსაშვილის 8:1 მოგება ალექსანდრ გრიბკოვთან.

მართალია, მეტოქე ახალბედაა, მაგრამ არც ჩვენია დიდად გამოცდილი, იმის მიუხედავად, რომ წლეულს მსოფლიოზეც იასპარეზა და ბრინჯაომდეც მივიდა, მაგრამ ის მისთვისაც სადებიუტო ტურნირი იყო.

ჩვენებს დიდი ჯაფა არც ჯგუფის მეორე პაექრობაში დადგომიათ თურქებთან, იმის მიუხედავად, რომ ორი შეხვედრა წააგეს - 5:2 მათ სასარგებლოდ. ედიშერაშვილმა უპრობლემოდ, 7:0 დაამარცხა ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონი სულეიმან ატლი, ხინჩეგაშვილმა ასეთივე ანგარიშით აჯობა რეჯეპ ტოპალის, ქელეხსაშვილს კი ცოტა გაუჭირდა ახალგაზრდებში თურქთა კიდევ ერთ წლევანდელ დუბლის მომგებ სელეჰატინ კილიცსალაინთან - 6:4 მოუგო, რითაც საერთო ანგარიში 3:0 გახდა ჩვენ სასარგებლოდ.

ამის შემდეგ პირველი წაგების ჯერი დადგა - მარსაგიშვილი სონერ დემირტაშთან დამარცხდა, ვისაც დავით ხუციშვილი ყველგან ათრევდა, სადაც კი გადაეყრებოდა. თუმცა ამინაშვილმა საერთო ანგარიშში 3-ქულიანი სტატუს-კვო სწრაფად აღადგინა ფატიხ ერდინთან 4:2 მოგებით და გუნდური გამარჯვებაც დაგვიბევა.

ამის მიუხედავად, ოდიკაძემ 11:3 მაინც მოუგო იბრაჰიმ ბოლუკბასს, ბოლო შეხვედრაში კი პეტრიაშვილი კიდევ ერთხელ დამარცხდა თურქთა ევროპის ორგზის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ ტაჰა აკგულთან. საბოლოოდ 5:2 ჩვენ სასარგებლოდ.

პარალელურად, მეორე ჯგუფიდან ფინალში რუსეთი გავიდა, თუმცა იქვე გაცხადდა, რომ გადამწყვეტ პაექრობაში ვერ იჭიდავებდა სომეხ ანდრანიკ გალსტიანთან ფეხნატკენი მძიმეწონოსანი მუხამადგაზი მაგომედოვი.

ფინალში ისიც საინტერესო იყო, 60 კილოგრამში ხინჩეგაშვილს დაუყენებდნენ თუ არა ჩეჩენ ოლიმპიურ ჩემპიონ ჯამალ ოთარსულთანოვს, ანუ განმეორდებოდა თუ არა ლონდონის ოლიმპიადის ფინალი. ჩეჩენი პირველად ჭიდაობდა ამ წონაში და სომეხ ვალოდია ფრანგულიანთან იმარჯვა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ მას მაინც არ ენდნენ (იქნებ შეგნებულადაც მოარიდეს ქართველს) და მის ნაცვლად იაკუტი ტიმურ პასტერევი დააყენეს.

თუმცა ეს ვერაფერში წაადგათ - ხინჩეგაშვილმა 7:0 იმარჯვა. მანამდე ედიშერაშვილმა ბურიატ ბაზარ ჟალსაპოვს 7:4 აჯობა და საერთო ანგარიშში 2:0 დავწინაურდით. სამწუხაროდ, ამის შემდეგ ჩარხი ჩვენთვის ერთხელაც არ შემოტრიალებულა და მიჯრით დავთმეთ ოთხი პაექრობა - ქელეხსაშვილმა სოსლან რამონოვთან 0:7 წააგო, მარსაგიშვილმა - აცამაზ სანაკოევთან 2:10, ამინაშვილმა - კცოევთან 0:7, გადამწყვეტ პაექრობაში კი ოდიკაძე ბატრაზ გაზაევთან მინიმალური სხვაობით, 6:7 დამარცხდა.

ბრძოლა დრამატული გამოდგა, სადაც გამარჯვებული ბოლო წამამდე არ გაირკვა. ოდიკაძე ადრე უფრო დაცვიდან ჭიდაობდა, მაგრამ ეტყობა, ახალი წესებიდან გამომდინარე, სტილი შეცვალა - ახლა შეტევაში დიდ დროს ატარებდა, თუმცა მისი სუსტი წერტილი სწორედ დაცვა აღმოჩნდა და ოსმა კონტრშეტევებზე გვარიანად იხეირა.

ასე დასანანად წააგო ოდიკაძემაც და მთლიანად გუნდმაც. ბუნებრივია, გუნდურ ტურნირში ვერც მოგებას განაპირობებს ერთი კაცი და ვერც - წაგებას. არც ჩვენ ვაბრალებთ ყველაფერს ოდიკაძეს, მაგრამ, უბრალოდ, დასანანი ქულები დაკარგა.

ბერძენ-რომაელებმა ქვეჯგუფის ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით მოიგეს - 5:2. მათ ჯერ ბულგარელები დაამარცხეს, მერე - სომხები.

ამასობაში მეორე ჯგუფიდან არა გოგი კოღუაშვილის გაწვრთნილი რუსები, არამედ თურქები გავიდნენ. იქ სამივე პაექრობა ერთნაირი ანგარიშით - 4:3 დასრულდა, ოღონდ სამივემ წააგო ერთმანეთთან - რუსები თურქებთან დამარცხდნენ და მოუგეს აზერბაიჯანელებს, თურქებმა კი აზერბაიჯანელებთან დათმეს.

საბოლოოდ ქულებით თურქებმა გაუსწრეს ყველას, რუსები კი მეორეზე გავიდნენ და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში გადაერთნენ. ეს საქმე წარმატებითაც დაასრულეს, ჩვენებმა კი თურქებთან მოგების რეალური შანსი გაანიავეს.

ბერძნულ-რომაულ ფინალში ნიკა ცეცხლაძემ (55) პირველი პაექრობა დათმო, თუმცა თორნიკე თურქიშვილმა (60), საჩინო დავითაიამ (66) და ზურაბ დათუნაშვილმა (74) ზედიზედ სამი მოგება მიითვალეს და საერთო ანგარიშში 3:1 დავწინაურდით.

სამწუხაროდ, აქაც "თავისუფლების" მაგვარი რაღაც მოხდა მიყოლებით წაგებებში - რევაზ ნადარეიშვილის (84), ვასილ იმერლიშვილისა (96) და ლევან არაბულის (120) ტრიოდან ერთსაც რომ მოეგო, ტურნირშიც გავიმარჯვებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, სამივე დამარცხდა და მოგებაც თურქებს დარჩათ - 3:4. არადა, მძიმე წონაში თურქებმა ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიურ პრიზიორ რიზა კაიაალპის ნაცვლად ატილა გიუზელი დააყენეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ნიკოლოზ შურღაია

მეორე ადგილი ჭიდაობის ორივე სახეობაში ძალიან კარგი შედეგია. პირველი ადგილების დროც მოვა. ვულოცავ ჩვენს მოჭიდავეებს!

• ნიკოლოზ შურღაია

მეორე ადგილი ჭიდაობის ორივე სახეობაში ძალიან კარგი შედეგია. პირველი ადგილების დროც მოვა. ვულოცავ ჩვენს მოჭიდავეებს!

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა

22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!

ზივზივაძე:  ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ

ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა

მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ

ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში

"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში

დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო

ჩაკვეტაძის "უოტფორდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს

მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს

"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად

კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია

ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა

ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია

"ეს ჩემი ოცნებაა... განსაკუთრებული სწორედ ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში იქნება, რადგან..." - მექვაბიშვილი ესპანეთთან მატჩამდე Marca-ს ესაუბრა

მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს

[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა

სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა

გულშემატკივრები შოკში არიან - 2026 წლის მუნდიალზე FIFA-ს მიერ ბილეთებზე დაწესებულმა ფასებმა ყველა გააოგნა

სოფიო შაფათავა მოსკოვის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

ᓐხᓐᓚᓒᓐᓖᓠᓓᓐ ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓘ ᓛᓝჭᓘᓓᓐᓕᓔᓔᓑᓘ 5 ᓐᓒᓕᓘᓡᓢᓝᓡ ᓛᓡოᓤლᓘᓝᓡ ᓞᓘᓠᓕᓔᓚᓝᓑᓐᓖე ᓒᓐᓛᓝᓕᓚᓔᓜ

ქართველმა მოჭიდავეებმა "აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასზე" 23 მედალი მოიპოვეს