საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
მართალია, ბევრი ფიქრობდა, რაც უფრო "გახურდებოდა" ჩემპიონატი, სეზონის წინ მომზადებაგაუვლელ "გურიას" სულ უფრო გაუჭირდებოდა (მით უფრო, კლუბს გრძელი სათადარიგო სკამიც არ აქვს), თუმცა ლანჩხუთელები გასაოცარ "საშინაო სერიას" აგრძელებენ.

ასეთი რამ 20 წელზე მეტია, არ მომხდარა. მაშინ "გურია" საკუთარ "ევგრაფი შევარდნაძეზე" თამაშობდა და ლანჩხუთელი ქომაგი რომ ბევრს ნიშნავს, ეს მეტოქეებმა ნეიტრალურ "ჩელე არენაზეც" იწვნიეს.

მოკლედ, რაც დრო გადის, "გურია" გამარჯებისკენ საოცარ სწრაფვას ავლენს და ამ სეზონში უკვე მეორე ისეთი თამაში შემოატრიალა, ანგარიში მეტოქეს რომ ჰქონდა გახსნილი.

იხილეთ ვიდეო

უკვე მე-2 წუთზე გურულთა დაცვის მოდუნებით ოთარ ჯავაშვილმა ისარგებლა და "გურია" უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. თუმცა, როგორც გამოჩნდა, მასპინძლებისთვის ეს არცთუ ისე მძიმე სიტუაცია ყოფილა. რა თქმა უნდა, თუნდაც გადახალისებული "ვიტ ჯორჯია" არ არის ის გუნდი, ვინმეს ანგარიშში უპირატესობა იოლად დაუთმოს.

ასე იყო ამჯერადაც, თუმცა ხიფათს "მასპინძლები" პირველ ტაიმშივე ქმნიდნენ: ჯერ ჩიკვილაძის მიერ კარისკენ გაგზავნილ ბურთს თავი ვერავინ წაჰკრა; მალე უკვე შალამბერიძემ "გაისროლა" სახიფათოდ, რომელიც დაუშვილმა ვარდნაში მოიგერია და მცველს რომ არ ემარჯვა და ბურთი კუთხურზე არ გადაეგდო, ანგარიშის გათანაბრებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა;

ტაიმის ბოლოსკენ კი ვიტელთა მეკარემ ჯერ ისიანს არ მისცა გატანის საშუალება და ბურთი ხელებში გააქვავა, ხოლო შალამბერიძის დარტყმული მოიგერია.

მეორე ტაიმშიც მეტ ხიფათს "გურია" ქმნიდა. პირველი შემთხვევა გოლით დასრულდა - კოშკაძის ჩაწოდებულზე ყველას ისიანმა დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

აქედან ზუსტად ნახევარ საათში, იმავე კოშკაძის გადაცემის შემდეგ, უკვე ჩიკვილაძემ გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა - 2:1.

თუმცა ხიფათები მანამდეც შეიქმნა და ბოლო გოლის შემდეგაც: 64-ე წუთზე გურულები გადარჩნენ, როცა ბურთისკენ რამდენიმე სტუმარმა გაიწია და ერთ-ერთის თავიდან წასულ ბურთზე ბობღიაშვილს რეაგირება მეტად გაუჭირდებოდა;

მერე კოშკაძეს აუღო დაუშვილმა უძლიერესად დარტყმული, ხოლო დამატებაზე თანაგუნდელებმა ვერ ივარგეს; ერთხელ ისიანის უძლიერესი დარტყმა მცველს მოხვდა, თორემ არავინ იცის, სახიფათოდ დარტყმულს დაუშვილი რას მოუხერხებდა; ხოლო ჯანელიძის კარგი გარღვევისას მოედანზე ახალშესულმა კუხალეიშვილმა მატჩის გადარჩენის ბოლო იმედიც ქარს გაატანა.

საბოლოოდ, 2:1 და ზედიზედ მე-6 საშინაო მოგებით "გურიამ" დიდი ნაბიჯი გადადგა ექვსეულში ადგილის შესანარჩუნებლად, ხოლო მორიგი "საშინაო დავალება" - სამი ქულა მესამისთვის, შესრულებულია.

ახლა გურულებს მხოლოდ "დინამო" და "ჩიხურა" უსწრებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

aa
ესენი არ იცი სუ ესეთი ცადჯკლები არიან
guruli
საღოლ ბიჭებო ასე გააძელეთ
guriafan
სტატიაში წერთ მესამე ადგილიო და აქვე ცხრილში გურია მეოთხეზეა იქნებ შეასწოროთ.
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
საპოვნელა-დინამო (თბ) 1:2 - იყო თუ არა პენალტი? [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: კაცი, რომელსაც წყვილად გააქვს [VIDEO]

ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო... "ჭიათურის" პრეზიდენტს დიდი გეგმები აქვს
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ზუგდიდი-კოლხეთი (ხ) 2:1 - ზუგდიდი (გა)დარჩა
ფეხბურთელი ეძებს გუნდს: 21 წლის ოთარ ჯავაშვილი თავისუფალი აგენტია
ზაალ ელიავა "ზუგდიდს" შეუერთდა
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?
ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი-ოფისთვის ემზადება
ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
თენგიზ ჩიკვილაძის ეფექტური ჯარიმა თბილისის "დინამოს" კარში [VIDEO]
ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
"ფეხბურთი და ფეხბურთელები კი არა, ქვეყანაა ყველაფერში დამნაშავე!"
ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
უმაღლესი ლიგა. XVI ტური: "დინამომ" და "დილამ" მეორე წრე მოგებით გახსნეს [VIDEO]
ოთარ გაბელიამ "ზუგდიდში" ზუგდიდელები დააბრუნა
[ლეგიონი] "ქართული დერბი" გიორგი მერებაშვილმა მოიგო
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები
51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?
ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში