ლუის სუარესი მეტოქისთვის კბენის გამო ორ მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა
ამსტერდამის "აიაქსის" ხელმძღვანელობამ საკუთარი თავდამსხმელი ლუის სუარესი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ურუგვაელმა პსვ-სთან მატჩის დროს მეტოქე ფეხბურთელს უკბინა.

ურუგვაელ ფეხბურთელს ფულადი ჯარიმის გადახდაც დააკისრეს, რომელსაც კლუბი ქველმოქმედებაში დახარჯავს. კლუბის ინფორმაციით, საუბარი მსხვილ თანხაზეა.

აღსანიშნავია, რომ სუარესის დისკვალიფიკაცია მხოლოდ ჰოლანდიის ჩემპიონატზე გავრცელდება. ასე რომ, ურუგვაელი ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ მატჩში "რეალთან" საკუთარი გუნდის დახმარებას შეძლებს.

საქციელი, რომელიც დისკვალიფიკაციად დაუჯდა, სუარესმა 2010 წლის 20 ნოემბერს ჩაიდინა. "აიაქსის" ფეხბურთელის რასმუს ლინდგრენის მოედნიდან გაძევების შემდეგ ფორვარდი პსვ-ს მოთამაშეს ოტმან ბაკალს შეეკამათა. კონფლიქტის დროს ურუგვაელმა თავის ოპონენტს ლავიწზე უკბინა. ამ მოქმედების მიუხედავად, სუარესი მინდორზე დარჩა, რადგან მსაჯმა მისი საქციელი ვერ შენიშნა.

სუარესთან დაკავშირებით გამოძიება ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმაც დაიწყო. არაა გამორიცხული, რომ ურუგვაელი კიდევ უფრო მკაცრად დასაჯონ. ამასთან, ჰოლანდიელმა ჟურნალისტებმა სუარესს არც მეტი,არც ნაკლები, კანიბალი შეარქვეს.

აღსანიშნავია, რომ სუარესი ცნობილია რამდენიმე არაორდინარული გამოხტომით. მაგალითად, ურუგვაელსამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში, განასთანაც გამოირჩა. დამატებითი დროის ბოლო წუთზე სუარესმა კარისკენ მფრინავი ბურთი ხელით მოიგერია და გაძევების ფასად თავისი გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა(განელმა ფეხბურთელმა დანიშნული პენალტის რეალიზება ვერ შეძლო, მატჩისსემდგომი თერთმეტრიანების სერიაში კი ურუგვაელები უფრო ძლიერები გამოდგნენ).

მომზადებულია ajax.nl-ის მიხედვით

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა