შვეიცარიელს ჩოგბურთი სისხლში აქვს
წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში ესპანელ რაფაელ ნადალთან წაგების შემდეგ შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ ჩოგბურთს იქამდე ითამაშებს, სანამ ასეთი შესაძლებლობა ექნება.

"ყველაფერი მარტივადაა. მე ბავშვობიდან ვთამაშობ ჩოგბურთს. სპორტის ეს სახეობა სისხლში მაქვს. ჩოგბურთის თამაში ზუსტად მაშინ დავიწყე, როგორც კი ფეხი ავიდგი. ეს ის შემთხვევაა, როცა ბედნიერი ხარ კორტზე ყოფნით, როცა ახერხებ თამაშის გაუმჯობესებას", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ფედერერმა.

32 წლის როჯერს, რომელიც უკვე ვეტერანად მიიჩნევა, ხშირად ეკითხებიან - აპირებს თუ არა კარიერის დასრულებას. "თუ შენ ისევ ახალგაზრდა ხარ, რა საჭიროა ასე ადრიანად კარიერის დასრულება? ცხოვრებაში ჩოგბურთის გარდა, ბევრი სხვა ინტერესიც მაქვს, მაგრამ რადგან არჩევანის საშუალება მაქვს - თამაშს ვირჩევ. სანამ ასეთი არჩევანი მექნება, იქამდე დავრჩები სპორტში", - დაამატა შვეიცარიელმა.

საინტერესოა, რომ "დიდი სლემის" ტურნირების 17-გზის გამარჯვებულმა ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე სუსტი სეზონი ჩაატარა. 2013 წელი მან 45 მოგებითა და 17 წაგებით დაასრულა. სეზონში უფრო ნაკლები მოგება 2000 წელს ჰქონდა - 36, ხოლო ამდენივე წაგება 2003 წელს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ფედერერმა სამი ტურნირის ფინალში ითამაშა და ერთი მოიგო. პირველად 2002 წლის შემდეგ, როჯერი ვერ გავიდა "დიდი სლემის" ვერც ერთი ჩემპიონატის ფინალში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ATP-ის შემაჯამებელი: ნაცნობი სურათი - ნადალმა ფედერერს მოუგო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა