ახლახან სომხეთის დედაქალაქმა კარატეს მეათე ტრადიციულ საერთაშორისო ჩემპიონატს უმასპინძლა
ახლახან სომხეთის დედაქალაქმა კარატეს მეათე ტრადიციულ საერთაშორისო ჩემპიონატს უმასპინძლა შოტოკან კარატეს საერთაშორისო ასოციაციის (I.S.K.A.) წესებით.

ერევნის ამ პრესტიჟულ ჩემპიონატზე საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის კლუბებმა ამჯერადაც ისახელეს თავი. ჩემპიონატი ბავშვთა და მოზარდთა, ასევე, 18-წლამდელთა შორის გაიმართა.

ტრადიციულ ასპარეზობას ათი ქვეყანა სტუმრობდა და დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც მაღალი კლასის აზარტულ-ხმაურიანმა ორთაბრძოლებმა განაპირობა.

ჩემპიონატის შედეგებით კმაყოფილია კლუბ "გეორგიას" ნაკრების დელეგაციის ოფიციალური წარმომადგენელი მამუკა კუზანაშვილი, რომელიც ერევნიდან დაბრუნებისთანავე შეუდგა კოლეგებთან და შეგირდებთან ერთად მომავალი ჩემპიონატებისთვის მზადებას.

კლუბ "გეორგიას" გაერთიანებული გუნდის ხელმძღვანელები ზვიად ზვიადაური, გიორგი ბოჭორიშვილი, მამუკა გელაძე და გიორგი ელიზბარაშვილი არ ემდურიან საკუთარ სპორტსმენებს, თუმცა უკეთესი სურდათ.

"ჩვენმა სპორტსმენებმა აშკარად დაჯაბნეს ჩემპიონატში ყველა მონაწილე ქვეყნის გუნდი და დამსახურებულ შედეგებსაც მივაღწიეთ. მეტოქეებთან აბსოლუტური უპირატესობა გვქონდა, რის გამოც თითქმის ყველა პირველი და საპრიზო ადგილი ჩვენ დავიკავეთ", - განაცხადა ერევნიდან დაბრუნებულმა ზვიად ზვიადაურმა.

გამარჯვებულები და პრიზიორები არიან: ლიზი ზვიადაური, ნიკა ჩხაპელია, ლუკა გლურჯიძე, ბექა ფადარაშვილი, გიორგი წულეისკირი, ნიკა ოქრიაშვილი, საბა მწყერაშვილი, ალექსანდრე ძიძიგური (ყველა - I ადგილი); ვალერი ნადირაშვილი, ანდრეი ტერვართანიანი, ტიმოთე დუგლაძე, ედემ უჩანეიშვილი, ნიკა მახარაშვილი, შალვა მღებრიშვილი, არჩილ ხატიაშვილი, ავთო გიუნაშვილი, ნათია გვილავა, გიორგი ასატურიანი, ზურა გიორგიძე (ყველა - II ადგილი); გოჩა ცირდავა, ლევან გაგუა, შოთა დანელია (სამივე - III ადგილი).

ნუგზარ ჭიაბერაშვილი

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

amiran shiosvili
გაიხარეთ. გილოცავთ ეგრე გააგრძელეთ.
გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა