გამოდგება უკლუბო მანუელი სუბოტიჩის შემცვლელად?
ნევენ სუბოტიჩის ტრავმის შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელები დაფაცურდნენ და მისი შემცვლელის ძებნას შეუდგნენ. როგორც იცით, სერბი მცველი, სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის განკარგულებაში ორი ნომინალური გამოცდილი ცენტრალური მცველიღა დარჩა - მატს ჰუმელსი და ზაფხულში გადაბირებული სოკრატის პაპასტატოპულოსი. საკმარისია, რომელიმე დაშავდეს ან დისკვალიფიკაცია მიიღოს, რომ კლოპი სერიოზული საკადრო პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.

ესეც რომ არ იყოს, იურგენს გადატვირთული გრაფიკის გამო მაინც სჭირდება მინიმუმ ერთი ისეთი მცველი, რომელიც დაცვაში როტაციის საშუალებას მისცემს.

სწორედ ამიტომ დაუძახა კლოპმა 34 წლის მცველ მანუელ ფრიდრიხს სინჯებზე. ეს უკანასკნელი ბოლოს "ლევერკუზენის" ღირსებას იცავდა, ზაფხულის მერე კი უკლუბოდაა. კლოპი ფრიდრიხს ძალიან კარგად იცნობს - იურგენი მას "მაინცში" წვრთნიდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ხნის განმავლობაში ფრიდრიხი მთლად უსაქმოდ არ ყოფილა - ვეტერანი უკანახაზელი რეგიონალლიგის კლუბ "ობერჰაუზენში" ვარჯიშობდა. ფრიდრიხს ბუნდესლიგაში 247 მატჩი აქვს ჩატარებული (15 გოლი) და გერმანიის ნაკრების წევრიც იყო - ბუნდესგუნდში 9 მატჩი აქვს გამართული.

იანვრიდან მას აზიაში წასვლა და ბანგკოკში თამაში ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ თუ კლოპი დაიტოვებს, ცხადია, აზიაზე უარს იტყვის და "ბორუსიასთან" კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ სუბოტიჩი გასულ უქმეებზე, "ვოლფსბურგთან" წაგებულ შეხვედრაში (1:2) დაშავდა. მას მყესები ორ ადგილზე გაუწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ამ სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.

ჰუმელსისა და სოკრატისის გარდა, "დორტმუნდის" განაცხადში მხოლოდ ორი ნომინალური ცენტრალური მცველი მოიძებნება, მაგრამ ორივე ძალიან გამოუცდელია - 19 წლის ქორაი გიუნტერი, რომელსაც ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთხელ უთამაშია და 18 წლის მარიან ზარი, რომელსაც ბუნდესლიგის არცერთ შეხვედრაში არ უასპარეზია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"დორტმუნდმა" 3 ქულა და სუბოტიჩი დაკარგა [VIDEO]

წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
დორტმუნდის "ბორუსია": მატს ჰუმელსი ისევ დაშავდა!
ტრანსფერ ONLINE: 26 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
ჰუმელსი "სოსიედადში" გადასვლასთან ახლოსაა
ტრანსფერ ONLINE: 20 ივლისის ტრანსფერები და ჭორები
გერმანიის ნაკრები ისევ მარკო როისის გარეშე
ᓛ
გერმანია. ბუნდესლიგა. XIII ტურის შეჯამება და სიმბოლური: "ბაიერნში" ერთი ჩამშვებია!
იურგენ კლოპმა მანუელ ფრიდრიხი აიყვანა
ᓙᓝᓡᓢᓐ ᓠᓘᓙᓐ-ᓡᓐᓑᓔᓠᓫᓜᓔᓗᓘ 1:1 (5:3 ᓞᓔᓜ) - ᓔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓠᓘᓡᓮᓕᓐ [VIDEO]
კარიერის დასრულებას გეგმავდა, თუმცა "ბაიერნი" დაუკავშირდა - სოკრატისი ბუნდესლიგაში ბრუნდება?
დორტმუნდის "ბორუსია": კლოპმა რანოკიას დაუმიზნა!
"არსენალმა" "მილანის" ყოფილი მცველი დაიმატა და ზაფხულში მესამე ტრანსფერი განახორციელა
მატს ჰუმელსი "რომაში" გადადის
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ოფიციალურად - ჰუმელსი "რომას " ფეხბურთელი გახდა
ჰუმელსი მალე შეიძლება "სოსიედადის" ფეხბურთელი გახდეს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
მატს ჰუმელსი, სავარაუდოდ, კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
ნევენ სუბოტიჩი "ლივერპულში" არ გადავა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
ნევენ სუბოტიჩმა სერბეთის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა
ჰუმელსს მსურველები ინგლისიდან და ესპანეთიდან ჰყავს
"არსენალი" იოზილს და პაპასტატოპულოსს განაცხადიდან გამოიყვანს
ვერდერი-დორტმუნდი 1:5 - ლევანდოვსკის და მხითარიანის აფეთქება ბრემენში [VIDEO]