ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ასეა თუ ისეა, ყველაფერი რიგზეა

ასეა თუ ისეა, ყველაფერი რიგზეა

კარლო ანჩელოტისა და „ჩელსის“ თემა გაგრძელდა: იტალიელმა აღიარა, რომ „ლიგის მწვრთნელთა ასოციაციის“ თავკაცებს თავისი მდგომარეობის შესახებ მართლა ელაპარაკა

კარლო ანჩელოტისა და „ჩელსის“ თემა გაგრძელდა: იტალიელმა აღიარა, რომ „ლიგის მწვრთნელთა ასოციაციის“ თავკაცებს თავისი მდგომარეობის შესახებ მართლა ელაპარაკა, თუმცა ისიც დასძინა, რომ სამსახურიდან წასვლას არ აპირებს – ანკი რატომ უნდა წავიდეს იმ ადგილიდან, სადაც წელიწადში 6,5 მილიონ ფუნტს უხდიან – და კარგად იცის, რომ დასავლეთ ლონდონის „ლურჯ ჯუნგლებში“ მხოლოდ კარგი შედეგები შეუნარჩუნებს „სიცოცხლეს“. შედეგები კი, ბოლო რამდენიმე ტურია, ანჩელოტის სახარბიელო ვერ აქვს. როგორც ჩანს, ბოლო ოთხ შეხვედრაში სამი მარცხის გამო მწვრთნელის გარშემო „სტემფორდ ბრიჯზე“ საკმაოდ დაცხა კიდეც. სტატისტიკოსები ამბობენ, რომ 2003 წლის მერე ანუ, რაც კლუბი რომან აბრამოვიჩმა იყიდა, „ჩელსის“ ხელი ასე არ მოსცარვია. ერთი სიტყვით, „მილანის“ ყოფილმა თავკაცმა კარგად იცის, რომ რუსი მილიარდერი მისი ერთგულებით თავს არ მოიკლავს და თუ გუნდი უახლოეს პერიოდში გამარჯვებათა გზაზე არ დააბრუნა, ახლავე დაიწყებს მისი შემცვლელის ძებნას.

„ლიგის მწვრთნელთა ასოციაციაში“ დარეკვა კი ანჩელოტიმ ასე ახსნა: „ამ ასოციაციამდე მიაღწია ჭორებმა თითქოს მე სამსახურიდან წავედი და მათ გასაქარწყლებლად დავრეკე. რასაკვირველია, ზეწოლის ქვეშ ვარ, რადგან გუნდს ცუდი შედეგები აქვს და საქმე გამოსწორებას მოითხოვს. ჩვენ ოთხი თამაშიდან სამი წავაგეთ, რის გამოც ძალიან შეშფოთებული ვარ. ასეთ დროს, მოგეხსენებათ, პასუხი სწორედ მწვრთნელს მოეთხოვება. ერთი სიტყვით, კლუბისთვის, ფეხბურთელებისთვის, პირველად ჩემთვის და ჩემი სამსახურისთვის ბოლოხანს კარგი არაფერი მომხდარა, მაგრამ, ცხოვრება ცვალებადია. ამასთან, „ჩელსიში“ ჩემი პოზიცია ნათელია – კონტრაქტი 2012 წლამდე მაქვს გაფორმებული“.

აშკარაა, რომ ანჩელოტი „ჩელსიში“ შექმნილი მდგომარეობის გართულებას ერიდება - მოგეხსენებათ, ლონდონის კლუბმა ამასწინათ მის დაუკითხავად სამსახურიდან მწვრთნელის ასისტენტი რეი უილკინსი გაათავისუფლა, რასაც ხმაური მოჰყვა და ეს ხმაური ჯერ არ ჩამცხრალა. ცნობისათვის: უილკინსმა, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონის ტიტულისა ფეხბურთის ასოციაციის თასის მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა, შეიძლება იურისტები დაიქირაოს და „ჩელსის“ სამსახურიდან უსამართლოდ გაშვებისთვის უჩივლოს. რაც შეეხება მის ყოფილ თანამდებობას, ის, კვლავ ანჩელოტის დაუკითხავად ნიგერიელ მაიკლ ემენალოს ჩააბარეს. საინტერესოა, რომ ეს ემენალო საწვრთნელ პროცესში ჯერჯერობით ვერ მონაწილეობს, რადგან... ლიცენზია არ აქვს. როგორც ამბობენ, ის აბრამოვიჩის მეგობარია და სამსახურშიც ამიტომ დაწინაურდა. ემენალო ყოფილი ფეხბურთელია, ნიგერიის ნაკრებში 14 თამაშიც აქვს ჩატარებული. ინგლისთან 1994-95 წლებში ჰქონდა შეხება - „ნოთს ქაუნთიში“ თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ როდესაც უილკინსის სამსახურიდან გაშვების ამბავი გახმაურდა, პრესამ ანჩელოტის თავისი ასისტენტის ცუდად დაცვაში დასდო ბრალი. იტალიელი პასუხად ამბობს:

„მართალია ჩვენ ერთად აღარ ვმუშაობთ, მაგრამ ჩემი და რეის პირად ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა. კლუბმა მწვრთნელის ასისტენტის შეცვლა გადაწყვიტა და მეც იძულებული ვარ ახალ თანაშემწესთან ერთად განვაგრძო მუშაობა. ეს ჩემთვის პრობლემა არ არის და საერთოდაც, გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიზეზი მწვრთნელის ასისტენტის შეცვლა ნამდვილად არ გახლავთ.

რაც შეეხება ემელიანოს, რაც მე „ჩელსიში“ ვარ, აქ მუშაობს, ტაქტიკურ და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებულ თათბირებში მონაწილეობდა და დღესაც იგივე საქმეშია. ის კვლავ იმას აკეთებს რასაც რეის დროს აკეთებდა და მისი დაწინაურებით არც ჩემი ფუნქციები შეკვეცილა. მე მწვრთნელი ვარ. ჩემი ამოცანაა ფეხბურთელები ისე ვავარჯიშო, რომ გუნდმა საუკეთესო ფეხბურთი ითამაშოს.

„ჩელსის“ პრობლემა კლუბის კულუარებში არ უნდა ვეძიოთ. ჩვენ მოედანზე უნდა გამოვასწოროთ საქმე. მოდი, ასეთ რიცხვებს დავაკვირდეთ: მიმდინარე სეზონში გუნდმა მოწინააღმდეგის კარისკენ 200-ჯერ დაარტყა. პირველი 100 დარტყმიდან 21 გავიტანეთ, მეორე 100 დარტყმიდან კი მიზანს მხოლოდ 5-მა პროცენტმა მიაღწია“.

შემდეგ „ჩელსის“ თავკაცს ჰკითხეს, თუ რატომ დაირხა კვირას ჭორები მისი გუნდიდან წასვლის შესახებ. მან უპასუხა:

„მე „ჩელსიში“ ჩემი პოზიციით უკმაყოფილო არ ვარ. მეტი ძალაუფლება რომ მქონდეს საქმეც მეტი მექნებოდა, რაც ისედაც არ მაკლია. ძალიან მომწონს რასაც ვაკეთებ. ადმინისტრაციულ საკითხებსა და ფეხბურთელების კონტრაქტებზე არასდროს მილაპარაკია. არასდროს დამიმალავს, რომ „ჩელსისა“ და საერთოდ ინგლისში დიდხანს ვაპირებ დარჩენას, რაც თავიდან ბოლომდე ჩემზეა დამოკიდებული. გასულ სეზონში კარგ შედეგებს მივაღწიე და წლეულსაც იგივე უნდა გავიმეორო, თუმცა ფერგიუსონივით 20 წელიწადზე მეტ ხანს ვერ დავრჩები. ეს შეუძლებელია“.

თუმცა, ამ ინტერვიუს მიღმა საპირისპირო ჭორებსაც არ უჩანთ ბოლო. ტაბლოიდებში იწერება, რომ ანჩელოტი უილკინსის ასეთი უცერემონიო მოხსნით შეურაცხყოფილია. კლუბიდან გამოვიდა ხმები, რომ იტალიელს არც „ბენფიკადან“ ბრაზილიელი რამირესის გადმოყვანას დაკითხვიან. ზოგიერთებმა ისიც კი თქვეს, რომ საიანვროდ აბრამოვიჩი მას სასურველზე გაცილებით ნაკლებ ფულს აძლევს ახალი ფეხბურთელების შესაძენად. „ჩელსის“ მავანმა თანამშრომელმა ჟურნალისტებს ასეთი ფრაზა უთხრა: „რამდენ ხანს გაგრძელდება ასე, კაცმა არ იცის“.

ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება

ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა

სლოტი იხტიბარს არ იტეხს - რას აპირებს "ლივერპული" ზაფხულში?

Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ

განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?

სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება

გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა

20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა

ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება

ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა

"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება

ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს

ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი

"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია

თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს

ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს

"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს

ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან

ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური

"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა

მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ

"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა