ტურნირი ვიტალისთან შესახვედრად
მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მაიკ ტაისონი არაფერს იკლებდა. კოკაინი ბრძოლების წინ, ხელოვნური პენისები დოპინგ-ტესტის წარმატებით გასავლელად... ამ ყველაფრის შესახებ, ლეგენდარულმა და სკანდალურმა სუპერმძიმეწონოსანმა თავის მემუარებში მოყვა.

ცოტა ხნის წინ აშშ-ში გამოქვეყნდა მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია, სახელწოდებით - "უტყუარი სიმართლე" (Undisputed Truth). წიგნის ფურცლებზე კრივის ლეგენდამ აღიარა, რომ დიდი ხნის განმავლობაში იყენებდა მძიმე ნარკოტიკებს უშუალოდ ბრძოლების წინ.

ტაისონი წერს, რომ პირველად კოკაინი 11 წლის ასაკში გასინჯა, ალკოჰოლი კი კიდევ უფრო ადრე. "მე მთლიანად კოკაინის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი", - აღწერა მოკრივემ თავისი მდგომარეობა იმ ბრძოლის წინ, რომელიც 2004 წელს წააგო ბრიტანელ დენი უილიამსთან.

1987-90 წლებში მსოფლიოს აბსოლუტურმა ჩემპიონმა დაწერა, რომ პრაქტიკულად ყველა ბრძოლის წინ ყნოსავდა კოკაინს და ეწეოდა მარიხუანას. ტაისონმა ასევე აღიარა, რომ 2002 წელს, ლენოქს ლუისთან ბრძოლის წინ, მეტოქეს პრესკონფერენციაზე ფეხის არეში იმის გამო უკბინა, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.

მოკრივემ უყურადღებოდ არ დატოვა სახელგანთქმული ეპიზოდი, როცა ბრძოლის დროს ყური მოაჭამა ევანდერ ჰოლიფილდს. ეს მოხდა 1997 წელს და მაიკმა ახსნა, რომ მისი მეტოქე მუდმივად იყენებდა თავით აკრძალულ დარტყმას.

იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იყო დოპინგ-ტესტის ჩაბარება, მოკრივე ხელოვნურ პენისს იყენებდა, რომელიც წინასწარ იყო ავსებული სხვისი შარდით. მაგალითად, ასე მოხდა 2000 წელს, ლუ სავარესთან ბრძოლის შემდეგ. აქედან მოყოლებული, ყოველი ორთაბრძოლის შემდეგ ტაისონი დოპინგ-ინსპექტორებს ასეთი ხერხით ატყუებდა.

იმავე წელს, ანჟეი გოლოტასთან ჩხუბის შემდეგ, მაიკი 200 ათასი დოლარით დააჯარიმეს, რადგან მის დოპინგ-სინჯში მარიხუანას კვალი აღმოჩნდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ მოკრივემ ვერ მოასწრო ხელოვნური ორგანოს აღება ერთ-ერთი თანაშემწისგან. "მე მიწევდა ვიღაცის სუფთა შარდით სავსე ხელოვნური პენისის გამოყენება. სწორედ მისი მეშვეობით გავდიოდი დოპინგ-შემოწმებებს", - გულახდილად, მაგრამ დაგვიანებით აღიარებს ტაისონი.

47 წლის მოკრივე იხსენებს თავის ურთიერთობებს ქალებთან, იმას, თუ როგორ გაფლანგა მილიონობით დოლარი და გაკოტრდა; ასევე, აღწერს ციხეში ყოფნის პერიოდს. ერთადერთს, რასაც ტაისონი ჯიუტად უარყოფს - არის დეზირე ვაშინგტონის გაუპატიურება, რისაც გამოც 1992 წელს ექვსწლიანი პატიმრობით დასაჯეს.

გამაოგნებელი აღიარებების ფანტასმაგორიას კიდევ ერთი ემატება, რომ მოკრივე ახლოს იყო ალკოჰოლიზმის მიზეზით სიკვდილთან.

მაიკ ტაისონი დარწმუნებულია, რომ თავისი საუკეთესო ფორმის პერიოდში ის ძმებ კლიჩკოებს პირველივე რაუნდში გაუშვებდა ნოკაუტში. გარდა ამისა, მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონის სიტყვებით, მისთვის არავის შეუთავაზებია ისეთი თანხა, რის გამოც ის რინგზე დაბრუნდებოდა.

"როცა საუკეთესო ფორმაში ვიყავი, ძმები კლიჩკოებიდან არც ერთს არ ექნებოდა ჩემს წინააღმდეგ მინიმალური შანსი. მე მათ პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოვუგებდი", - ამბობს ტაისონი.

ტურნირი ვიტალისთან შესახვედრად

WBC-ის ვერსიით სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის, უკრაინელი ვიტალი კლიჩკოს მეტოქე გაირკვევა ტურნირის მეშვეობით, რომელშიც ორგანიზაციის რეიტინგის წამყვანი ოთხი სუპერმძიმეწონოსანი მიიღებს მონაწილეობას.

"ოთხი მოკრივე, რომელიც რეიტინგის ზედა ნაწილში იმყოფება, ერთმანეთში ჩაატარებს საკრივო ორთაბრძოლებს. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა აუცილებელი პრეტენდენტი WBC-ის ტიტულზე, რომელსაც ვიტალი კლიჩკო ფლობს", - ამბობს მსოფლიოს საკრივო კავშირის ოფიციალური წარმომადგენელი.

უკვე ცნობილია ამ მოკრივეთა ვინაობა: WBC Silver-ის ქამრის მფლობელი, კანადელი ბერმეინ სტივერნი, საკონტინენტთაშორისო ჩემპიონი კრის არეოლა, ამერიკის ჩემპიონი დეონტეი უაილდერი და ბრაიან ჯენინგსი.

შეგახსენებთ, რომ ვიტალი კლიჩკომ 30 ნოემბრამდე უნდა გამოაცხადოს - გააგრძელებს თუ არა პროფესიულ კარიერას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მაიკ ტაისონის 13 სკანდალი: ჩხუბები, ლოთობა, ინციდენტები...

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
[VIDEO] ასეთი დაცვით მამარდაშვილი ვერაფერს გახდებოდა - "ლივერპული" სტუმრად "ასტონ ვილასთან" დამარცხდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "როდეზს" მოუგო და ლიგა 1-სკენ ნაბიჯი გადადგა
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
უკრაინელი ჩემპიონები სამშობლოს დასაცავად - უსიკი ინგლისიდან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩავიდა
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]
"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა
უსიკმა ძმები კლიჩკოების რეაქციაზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა უკრაინის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
ვიტალი კლიჩკო მზადაა რუსეთთან საომრად წავიდეს და თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებას გმობს
კლიჩკო: საბჭოთა ჯარში მსახურობის პირველ დღეს ავტორიტეტი მოვიდა და წყლის მოტანა მიბრძანა...
"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა
ᓧᓕ
უსიკმა უკრაინა დატოვა და ჯოშუასთან რემატჩისთვის ემზადება, კლიჩკო სპორტსმენის გადაწყვეტილებას ეხმაურება
ᓙᓚᕘ
ᓕᓚᓐᕓᓘᕛᓔᓠ ᓙᓚᕘᕩᓙᓝᓛ ᓣᓙᓠᓐᓘᕜᕘᓡ ᓐᓠᕛᓘᓐᓡ ᓯᕐᓕᕨᕐᕜᕟᕘᕚᕔᓢᓔᓑᓘ ᓣᓧᓘᓓᕐ
ვლადიმირ კლიჩკომ ნიუ იორკში მოიგო
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
რუსებს კრივში შეზღუდვები მოუხსნეს, კლიჩკო გაბრაზებულია - დაბადების დღის "საჩუქარი" პუტინს?
"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი
ᓤᓝᓢᓝ-NEWS: ᓓᓐᓣᓞᓐᓢᓘᓟᓔᓑᓔᓚᓘ ᓡᓢᓣᓛᓐᓠᓘ - ᓑᓠᓘᕒᕡᓘ ᓙ