ბერნი მაროკოს აბრუნებს
მოახლოვდა ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი - აშშ-ის გრანპრი და ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის "ლოტუსში" ტრავმირებულ კიმი რაიკონენს, რომელსაც ზურგის სამკურნალოდ ოპერაცია ესაჭიროება. ორი დღის წინ ყოფილმა ფინელმა პილოტმა მიკა სალომ თავის "ტვიტერზე" დაწერა, რომ კიმის ბოლიდში ადგილის დაკავება შეუძლია გამოცდილ ჰეიკი კოვალაინენს.

13 ნოემბერს ფინური ტელეარხი MTV3 უფრო შორს წავიდა და გამოაცხადა, რომ "ლოტუსის" ხელმძღვანელობამ უკვე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და სეზონის დარჩენილ ორ რბოლაში - ოსტინსა და სან პაულუში E21-ის ბოლიდის საჭესთან სწორედ კოვალაინენს ვიხილავთ.

ჰეიკიმ ფორმულა 1-ში თავისი ბოლო რბოლა შარშან, ბრაზილიაში ჩაატარა, წელს კი საჯინიბო "კატერჰემის" სარეზერვო პილოტის როლს ასრულებდა. კოვალაინენი ამ სეზონში ხუთჯერ მონაწილეობდა პარასკევის პრაქტიკებში; ასე რომ, კარგად იცნობს "პირელის" საბურავების მახასიათებლებს.

ამასობაში "ლოტუსი" კიმი რაიკონენის შემცვლელს 2014 წლის სეზონისთვისაც ეძებს. როგორც ფინური პრესა წერს, დღეისთვის ოთხი კანდიდატი არსებობს: ნიკო ჰიულკენბერგი, პასტორ მალდონადო და კიდევ ორი პილოტი, რომელთა გვარებს არ ასახელებენ.

გუნდის თანამფლობელის, ჟერარ ლოპესის თქმით, ახალი პილოტის არჩევისას, პირველ რიგში, იხელმძღვანელებენ ავტომრბოლელის ნიჭითა და შესაძლებლობებით და არა სასპონსორო მხარდაჭერით. ლოპესი ამბობს, რომ გუნდმა უკვე მოაგვარა ფინანსური საკითხები და შეუძლია საკუთარ თავს უფლება მისცეს და "ღარიბი" პილოტი აირჩიოს.

ბერნი მაროკოს აბრუნებს

ფორმულა 1-ის გენერალური პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი მაროკოს მეფეს - მუჰამედ VI-ს შეხვდა და "დიდი ცირკის" კალენდარში მაროკოს გრანპრის დაბრუნების შესაძლებლობა განიხილა.

იუწყებიან, რომ შეხვედრის მთავარი შედეგი გახდა წინასწარი კონტრაქტის გაფორმება, რომლის ღირებულებაა 600 მილიონი დოლარი. ვარაუდობენ, რომ მაროკოს გრანპრი უკვე მომავალ წელს მოხვდება კალენდარში.

აღვნიშნავთ, რომ აქამდე მაროკოში ფორმულა 1-ის რბოლა მხოლოდ ერთხელ - 1958 წელს, ქალაქ კასაბლანკაში ჩატარდა.

ნიურბუგრინგს 100 მილიონად იყიდიან

გერმანულმა ავტოდრომმა "ნიურბუგრინგმა", შესაძლოა, თავიდან აიცილოს გაკოტრება, - წერს გამოცემა "მოტორსპორტი". გერმანიის საავტომობილო კლუბმა (ADAC) ავტოდრომის შეძენის მზადყოფნა გამოთქვა. გარიგების საორიენტაციო თანხად 100 მილიონი ევრო სახელდება. ამ მომენტისთვის, მხარეები ახლოს არიან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებასთან.

სავარაუდოდ, "ნიურბუგრინგის" გაყიდვის შესახებ 2014 წლის დასაწყისში გამოაცხადებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფერნანდო ალონსოს აშშ-ში ვნახავთ

როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
ოფიციალურად: მაგნუსენი "მაკლარენშია"!
"ფერარის" უკანასკნელი ჩემპიონი ფორმულა 1-ს ტოვებს
"ფერარი" შემადგენლობას არ შეცვლის
ფორმულა 1: მუდმივი არაფერია
ფორმულა 1: ნომრები დარიგებულია
ფორმულა 1: მესამე მანქანა იქნება?
არავინ დაისჯება - სინგაპურის გრანპრის სტარტზე მომხდარი სარბოლო ინციდენტად შეფასდა
ფორმულა 1: 2014 წლის ჭორ-მართალი
ფოტო-NEWS: გაიცანით ახალი "ლოტუსი"
კიმი რაიკონენი "ფერარიში" კიდევ ერთი წლით დარჩა
ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓘᓡ ᓒᓠᓐᓜ ᓞᓠᓘᓖᓔ ᓮᓐᓚᓮᓘ ᓐᓠ ᓛᓘᓕᓘᓓᓐ, ᓓᓐᓛᓜᓐᓨᓐᓕᓔ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓐ
ფორმულა 1. იაპონიის გრან-პრის შემდეგ: შეთქმულების თეორია "მერსედესის" წინააღმდეგ
ფორმულა 1: ბერნი ექლსტოუნის სიდედრი თავისუფალია
ფორმულა 1: დიდი ცირკი მფლობელს იცვლის
მიხაელ შუმახერი ეჭვმიტანილია
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
ინდოეთის ეტაპი ჩაშლის პირასაა
სებასტიან ფეტელის გაჩემპიონებას ინდოეთში ველოდებით
ფორმულა 1: მოტაცება ბრაზილიურად
ფორმულა 1: მასა "უილიამსის" კანდიდატია