ყმაწვილმა დენი უილბეკმა სანდერლენდელი გულშემატკივრის გასახარად მე-14 ტურის ბოლო შეხვედრაში ორი გოლი კი შეაგდო, მაგრამ ლივერპულიდან ჩამოსული სტუმრების ესპანელმა ნახევარმცველმა მიკელ არტეტამ გაქვითა.

ყმაწვილმა დენი უილბეკმა სანდერლენდელი გულშემატკივრის გასახარად მე-14 ტურის ბოლო შეხვედრაში ორი გოლი კი შეაგდო, მაგრამ ლივერპულიდან ჩამოსული სტუმრების ესპანელმა ნახევარმცველმა მიკელ არტეტამ გაქვითა. „ევერტონმა“ მასპინძლებს შეხვედრის დასაწყისსა და ბოლოში გაუტანა – მე-6 წუთზე ანგარიში ტიმ კეჰილმა გახსნა. და მაინც, ამ ფრის წყალობით „სანდერლენდი“ მე-7 ადგილზეა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გუნდმა გასული სეზონის პირველ 10 გუნდთან უკვე ითამაშა, ასე რომ ჩვენს წინაშე უკვე ობიექტური სურათია.

19 წლის უილბეკმა შკყ შპორტს 1-ს განუცხადა: „ძალიან გული დაგვწყდა სამი ქულა რომ ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ მშვენივრად ვითამაშეთ და 2:2 რომ შევინარჩუნეთ, ესეც ძალიან კარგი იყო. ჩვენ ყველა შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძვით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დადებითი უნდა დავინახოთ და ახალი ბრძოლებისთვის განვეწყოთ“.

უილბეკისგან განსხვავებით, მწვრთნელმა სტივ ბრუსმა თქვა, რომ „ევერტონთან“ ფრით კმაყოფილია:

„ჩვენ დღეს პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებოდით და მართალი გითხრათ თამაში ცოტა მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ისე გამოვყოჩაღდით, რომ წინაც გავედით. საბოლოოდ 2:2 სამართლიან შედეგად მიმაჩნია“.

სტუმრების თავკაცმა დევიდ მოიესმა კი განაცხადა: „ბოლოწამს დიდებული მომენტი გავუშვით ხელიდან. ასეთ სიტუაციებში ჩვეულებრივ გოლი გაგვაქვს ხოლმე, მაგრამ ამჯერად არ გაგვიმართლა. საბოლოოდ, შედეგით მაინც კმაყოფილი ვართ, რადგან „სანდერლენდთან“ სტუმრად ფრე ძალიან კარგი შედეგია“.

სანდერლენდი-ევერტონი 2:2

სანდერლენდი (4-4-2): გორდონი, ონუოჰა, ტერნერი, ა. ფერდინანდი, ბერდსლი, ზენდენი (69. მალბრანკი), ჰენდერსონი (85. ალ მუჰამადი), კატერმოული, რიჩარდსონი, ბენტი, უილბეკი

ევერტონი (4-5-1): ჰოვარდი, ფ. ნევილი, ჯეგიელკა, დისტინი, ბეინესი, კოულმენი (66. როდუელი), ჰეიტინგა (83. ბეკფორდი), არტეტა, ტ. კეჰილი, პიენაარი, საა (82. იაკუბუ)

გოლები: 0:1 ტ. კეჰილი (6), 1:1 უილბეკი (23), 2:1 უილბეკი (70), 2:2 არტეტა (83)

გაფრთხილება: ჰეიტინგა, როდუელი

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 6-8; კარში დარტყმა: 14-13 (4-7); თამაშგარე: 2-5 ბურთის ფლობა: 46%-54%,

მაყურებელი: 37 331

1. ჩელსი 14 9 1 4 28:9 28

2. მანჩესტერი 14 7 7 0 28:15 28

3. არსენალი 14 8 2 4 28:15 26

4. სიტი 14 7 4 3 19:11 25

5. ბოლტონი 14 5 7 2 26:20 22

6. ტოტენჰემი 14 6 4 4 21:19 22

7. სანდერლენდი 14 4 8 2 17:15 20

8. სტოკი 14 6 1 7 18:18 19

9. ლივერპული 14 5 4 5 16:17 19

10. ნიუკასლი 14 5 3 6 22:21 18

11. ბლექბერნი 14 5 3 6 17:18 18

12. ბლექპული 14 5 3 6 21:27 18

13. ასტონ ვილა 14 4 5 5 15:20 17

14. ევერტონი 14 3 7 4 16:15 16

15. ბირმინგემი 14 3 7 4 15:17 16

16. ვესტ ბრომვიჩი 14 4 4 6 16:25 16

17. ფულჰემი 14 2 8 4 14:17 14

18. უიგანი 14 3 5 6 10:23 14

19. ვულვზი 14 2 3 9 14:25 9

20. ვესტ ჰემი 14 1 6 7 11:25 9

მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება