ინტერვიუ აურელიო დე ლაურენტისთან

მიზანი: ჩემპიონთა ლიგა

მიმდინარე სეზონში, “ნაპოლი” ძალიან კარგად ასპარეზობს, რაც სერია A-ს სატურნირო ცხრილზე შესაბამისად აისახება. გუნდი მესამე ადგილზეა და უკან ჰყავს მოტოვებული იტალიური ფეხბურთის აღიარებული გრანდები: “იუვენტუსი”, “ინტერი” და “რომა”. ნეაპოლური გუნდი საკუთარ მოედანზე ტრადიციულად ძლიერია, თუმცა წელს გასვლაზეც სტაბილურად აგროვებს ქულებს და შესაბამისად, არა ცხრილის შუაგულში, არამედ ჩემპიონთა ლიგის ზონაშია. მიზანიც ეს არის – “ნაპოლი” ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში მოხვედრას ლამობს და ამაზე ქალაქში უკვე ღიად საუბრობენ. ბუნებრივია, იგივე აზრი აქვს კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს, რომელმაც “კორიერე დელო სპორტის” ჟურნალისტის რამდენიმე საინტერესო კითხვას უპასუხა.

- "ნაპოლი” მესამე ადგილზეა, ეს გუნდის გაძლიერების ხარზე მოხდა თუ სერია A-ში კონკურენციაა უპრეცედენტოდ დაბალი?

- იტალიურ ფეხბურთში უამრავი პრობლემაა და შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დიდი ნაბიჯებით მივიწევთ წინ, მაგრამ კონკურენციასთან დაკავშირებით პირიქით ვიტყოდი, აშკარად გაიზარდა. გასულ წლებში, “ინტერი” უკონკურენციო იყო, დანარჩენი გრანდები კი ღრმა კრიზისში იყვნენ. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, როგორც ხედავთ, “მილანი”, “იუვენტუსი” და “რომა” მოწოდების სიმაღლეზე არიან. ამასთან, მოულოდნელად შესანიშნავად ათამაშდა “ლაციო” და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზეა. ბუნებრივია, ვერაფრით ჩამოვწერთ “ინტერს”, რომლის ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩენა ფანტასტიკის სფეროა. გამომდინარე აქედან, თავად განსაჯეთ რამდენად რთულია სერია A-ში სეზონის ოთხეულში დასრულება.

- მიზანი სწორედ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა?

- მეხუთე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, სეზონი ჩაგდებულად ნამდვილად არ შეფასდება, მაგრამ მიზანი სწორედ ოთხეულში მოხვედრა და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე გასვლაა. ამაზე მთელი ქალაქი ოცნებობს და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს ოცნება ავასრულოთ. ვფიქრობ, ჩვენი გუნდი მზად არის იმისთვის, რომ ოთხეულში მოსახვედრად იბრძოლოს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ. როდესაც ფეხბურთელებს ვესაუბრები და მათ საბრძოლველად განწყობილ თვალებს ვუყურებ, ოპტიმიზმი მავსებს.

- მიზანი ძალიან მაღალი გაქვთ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში თუ აპირებთ ახალი ფეხბურთელების დამატებას?

- კი, აუცილებლად დავიმატებთ მინიმუმ სამ ფეხბურთელს. ერთი მცველი იქნება, მეორე ნახევარმცველი, ხოლო მესამე თავდამსხმელი. აქცენტი ახალგაზრდა და პერსპექტიულ ფეხბურთელებზე გაკეთდება, რომლებიც მჯერა “ნაპოლის” მომავალს შექმნიან. თუმცა, როდესაც ვამბობ ახალგაზრდა და პერსპექტიულს, იმის თქმა არ მსურს, რომ 17 წლის ბავშვებს დავიმატებთ. ამ ფეხბურთელების გვარები ყველას კარგად გეცოდინებათ და ისინი ამ სეზონშივე გააძლიერებენ გუნდს. ზაფხულში დავამტკიცეთ, რომ სატრანსფერო ბაზარზე ნაყოფიერად ვმუშაობთ. ჩემი აზრით, ედისონ კავანის დამატებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ და დიდწილად მისი დამსახურებაა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით.

- არ თვლით, რომ ამ გაცხადებით შეიძლება დანარჩენ ფეხბურთელებს აწყენინოთ?

- არანაირად. წინა წლებშიც მუდმივად მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოდით, მაგრამ ოთხეულში შესასვლელად კავანის დონის ფეხბურთელი გვაკლდა. კიდევ ორი-სამი მაღალი კლასის მოთამაშე რომ დავიმატოთ, შეიძლება ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. ნუთუ ეს დააკნინებს კავანის ღვაწლს გუნდის წინაშე და მის კლასს? ვფიქრობ, კითხვა უსაფუძვლოა და აღარ განვავრცობ ამ თემას.

- “პალერმოს” პრეზიდენტის თქმით, ის დაიღალა ბობოლებთან არასამართლიან ჭიდილში და გუნდის გაყიდვას აპირებს. თქვენ თუ გრძნობთ თავს გადაღლილად?

- მაურიციო ძამპარინის დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ძალიან ემოციური ადამიანია და ვფიქრობ, რომ ის განცხადება ცხელ გულზე გააკეთა. დარწმუნებული ვარ, უკვე შეცვალა გადაწყვეტილება და ჩვეულად აგრძელებს საქმიანობას. სიცილიურ დერბიში გამარჯვების შემდეგ ვესაუბრე და ვერ შევატყვე, რომ “პალერმოს” გაყიდვას აპირებდეს. ხშირად ხდება ისე, რომ გრანდების ინტერესებს “ლეგა კალჩო” უფრო მეტად ითვალისწინებს, მაგრამ არა იმდენად, რომ გუნდები მივატოვოთ და საყვარელ საქმიანობას ჩამოვშორდეთ.

- რამდენი მილიონია საჭირო, რომ “ნაპოლი” ევროპული მასშტაბის გრანდი გახდეს?

- ჩვენს გულშემატკივრებს რომ ჰკითხოთ, “ნაპოლი” სწორედაც ევროპული ფეხბურთის გრანდია და არაფრით ჩამოუვარდება “რეალს”, “ბარსელონას”, “მანჩესტერსა” თუ “ჩელსის”. ტრადიციები დიდი გვაქვს და აწმყოსაც არაუშავს, მაგრამ თუ გვინდა, რომ ერთ სიმაღლეზე დავდგეთ ევროპული ფეხბურთის აღიარებულ გრანდებთან, ამისთვის ან მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ პროგრესის გზით, ან გუნდები მილიარდერ უცხოლ ბიზნესმენებს გადავაბაროთ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ბევრი კითხვის ნიშანია, ვაკვირდები “მანჩესტერ სიტის” და ვერ ვხედავ განსაკუთრებულ პროგრესს.

- რატომ არ ყიდულობენ უცხოელი მილიარდელები იტალიურ კლუბებს?

- მე ვიტყოდი, რომ ვერ ყიდულობენ. იტალიაში კლუბები ოჯახებს ეკუთვნით, ეს ტრადიციაა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მათი ყიდვა შეუძლებელია. ამიტომ, იგივე არაბი შეიხებისთვის თუ რუსი ოლიგარქებისთვის გაცილებით იოლია ფეხი ინგლისში მოიკიდონ. ვფიქრობ, ეს იტალიური ფეხბურთისთვის ძალიან კარგია. შესაძლოა, დღეს ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ გარკვეული პროგრესი აშკარად შეინიშნება, რაც ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს.

- და ბოლოს, რა აზრი აქვს ჩემპიონთა ლიგაში გასვლას თუ იქ იტალიური გუნდები სირცხვილს ჭამენ?

- ხომ არ დაგავიწყდათ ვინ არის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული?!

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ