ორი შაიბა ცარიელ კარში
ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო დროს აშკარად უკლო თამაშს აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ლიდერმა და ფავორიტმა "პიტსბურგ პინგვინზმა". 14 ნოემბერს შედგა სახელგანთქმული პენსილვანიური დაპირისპირება - "პინგვინები" ფილადელფიელი "მფრინავების" წინააღმდეგ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს გუნდები 42-ჯერ (!) შეხვდნენ ერთმანეთს და მიუხედავად იმისა, რომ 14 ნოემბერს "პიტსბურგმა" წააგო, მას მაინც დადებითი ბალანსი აქვს: 23 მოგება 19-ის წინააღმდეგ.

ორჯერ ისინი პლეი ოფის პირველ რაუნდში შეხვდნენ ერთმანეთს და იქ სიმბოლური ფრე დაფიქსირდა: 2009 წელს სერია "პიტსბურგმა" მოიგო, სამი წლის შემდეგ კი "ფლაიერზი" იყო ძლიერი სუპერშედეგიან დაპირისპირებაში (ექვს მატჩში გუნდებმა 56 (!) შაიბა გაიტანეს).

14 ნოემბრის დუელი ნაკლებად შედეგიანი აღმოჩნდა. მასპინძლები მატჩის დიდი ნაწილი უფრო აქტიურები იყვნენ და მხოლოდ მესამე პერიოდში უკლეს, მაგრამ "პინგვინების" აქტიურობას კარგად ახშობდა "ფილადელფიას" მეკარე რეი ემერი, რომელმაც 30 დარტყმა მოიგერია. მან მხოლოდ სიდნი კროსბის დარტყმის მოგერიება ვერ შეძლო მაშინ, როცა "ფლაიერზი" რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა.

თუმცა ეს უსიამოვნება იოლად გამოასწორა ბრეიდენ შენმა, რომელმაც პირველი და მეორე პერიოდების ბოლოს ორჯერ აიღო მარკ-ანდრე ფლერის კარი. მესამე პერიოდში გუნდებმა ჯამში მხოლოდ ცხრა დარტყმა შეასრულეს და ანგარიში აღარ შეცვლილა.

"ფილადელფიამ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და გაიზარდა მისი შანსები პლეი ოფში მოსახვედრად. "პიტსბურგისთვის" კი ეს ზედიზედ მესამე მარცხი იყო და მის ლიდერობას მეტროპოლიტენის დივიზიონში საფრთხე დაემუქრა.

თავისი გუნდის მსგავსად, ბოლო დროს არ მისდის თამაში ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს სიდნი კროსბის და მას უკვე ავიწროებენ კონკურენტები ბომბარდირის ტიტულისთვის ბრძოლაში. კროსბიმ მატჩის შემდეგ თავადაც აღნიშნა საკუთარი პასიურობა და განაცხადა, რომ მან და ევგენი მალკინმა უფრო შედეგიანად უნდა ითამაშონ.

უნიკალური შემთხვევა მოხდა "ედმონტონისა" და "დალასის" შეხვედრაში. მასპინძლები 0:1-ს აგებდნენ, როცა მეკარე დევან დუბნიკი წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით შეცვალეს. და სწორედ ამ დროს, "დალასმა", 38 წამის ინტერვალით, ორი შაიბა გაიტანა ცარიელ კარში.

"ედმონტონმა" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო და კვლავაც ბოლო, მე-14 ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში.

მინესოტა-ტორონტო 2:1 (ბ)

0:0, 0:1, 1:0, 0:0

გოლები: 0:1 რეიმონდი-6 (რაილი-6, კადრი-9), 1:1 პარიზე-9 (კოილი-2, მ. კოივუ-11).

ბულიტები გაიტანეს: პარიზე (მინესოტა), პომინვილი (მინესოტა).

პიტსბურგი-ფილადელფია 1:2

0:1, 1:1, 0:0

გოლები: 0:1 ბრეიდენ შენი-5 (სიმონდსი-6), 1:1 კროსბი-9 (მალკინი-13, ი. იოკინენი-4), 1:2 ბრეიდენ შენი-6 (დაუნი-8, ვორაჩეკი-5).

ედმონტონი-დალასი 0:3

0:0, 0:1, 0:2

გოლები: 0:1 პევერლი-4 (ჯორდი ბენი-4, რუსელი-3), 0:2 სეგუინი-8, 0:3 რუსელი-2 (დელეი-3, ლეჰტონენი-2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ბაფალომ" მწვრთნელი გაუშვა

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მსოფლიოს თასი: დიდი ჰოკეის მოლოდინში
მსოფლიოს თასი: რუსეთი სახლში წავიდა
ᓰᓝᓙᓔᓘ. NHL. ᓞᓚᓔᕘ ᓝᓤᓘ: "ᓞᓘᓜᓒᓕᓘᓜᓔᓑᓘ" ᓡᓢᓔᓜᓚᓘᓡ ᓗᓐᓡᓘᓓᓐᓜ ᓒᓐᕐᓫᓔᓕᓔᓡ
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
NHL-ში ლოკაუტს ელიან
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ოლ სტარს" ვარსკვლავი გამოაკლდა
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ზვიგენებში" ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა
NHL. ᓞᓚᓔᕘ ᓝᓤᓘ: "ᓠᓔᕘᕜᓯᓔᕠᓡᓘ" ᓗᓘᓗᕥᕛᓘᓡ ᓒᓐᕜᓬᓘᓠᓣᓚᓘᓐ