ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ადებაიორი იუვეს დაუახლოვდა

ადებაიორი იუვეს დაუახლოვდა

ბუფონმა კი ვარჯიში დაიწყო

იტალიელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია განსაკუთრებით ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივრებს გაახარებთ. ოთხთვიანი შესვენების შემდეგ, სავარჯიშო მოედანს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიპერი ჯანლუიჯი ბუფონი დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ჯიჯი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველივე შეხვედრაში პარაგვაის წინააღმდეგ თამაშისას დაშავდა და მას შემდეგ, მოედანზე აღარც გამოჩენილა. და აი, გუშინ “იუვეს” საწვრთნელ ბაზაზე გამოცხადდა და მსუბუქად წაივარჯიშა. ბუნებრივია, ჯერჯერობით კარში არ დამდგარა და ნახტომი არ გაუკეთებია, მაგრამ ირბინა და კუნთები გაახურა. ამ ეტაპზე, ესეც ძალიან კარგი ამბავია, რადგან წინასწარი ვარაუდით, ჯიჯის ვარჯიში მხოლოდ დეკემბრის მეორე ნახევარში უნდა დაეწყო. ექიმთა მტკიცებით, გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, თუმცა იანვრამდე ბუფონს მხოლოდ ვარჯიშებით მოუწევს დაკმაყოფილება. ამაზე მისი კომენტარი მეტყველებს:

“უკეთესად ვგრძნობ თავს და როგორც ხედავთ, მსუბუქი ვარჯიშების ჩატარებაც შემიძლია. საოცრად გახარებული ვარ, რადგან ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ძალიან მომბეზრდა. თუ ასეთი ტემპებით გაგრძელდა გამოჯანმრთელების პროცესი, დეკემბერში მოედანზე გასვლის შესაძლებლობა მომეცემა. თუმცა, ექიმებთან შეთანხმებული ვარ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, სეზონის პირველ ეტაპს ყველა შემთხვევაში გამოვტოვებ. გარისკვა არ შეიძლება და უმჯობესია, 100%-ით გამოჯანმრთელებული დავუბრუნდე მოედანს".

და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ამბავი, რომელიც ტურინულ გრანდს უკავშირდება. ინგლისური და იტალიური სპორტული წყაროები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "იუვენტუსს" ემანუელ ადებაიორი შეუერთდება. საუბარია საიჯარო ხელშეკრულებაზე, რომლის ძალითაც აფრიკელი ფორვარდი იტალიაში სეზონის ბოლომდე ჩავა და თუ თანამშრომლობით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა, შემდეგ ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულება გაფორმდება. საგულისხმოა, რომ თავად ფეხბურთელი მოვლენათა ასეთ განვითარებაზე დიდი ენთუზიაზმით საუბრობს. მეტიც, მისი თქმით, კლუბებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია:

"ამ სეზონში, მხოლოდ ორჯერ მოვხვდი "მანჩესტერ სიტის" ძირითად შემადგენლობაში, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები ასეთი რა დავაშავე, რომ რობერტო მანჩინი არ მენდობა. ვადასტურებ, რომ ჩემი "იუვენტუსში" გადაბარგება სავსებით რეალურია. კლუბებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია. დიდი სურვილი მაქვს, რომ იტალიის სერია A-ში მოვსინჯო ძალები და იმედი მაქვს, იანვრიდან "იუვენტუსის" ფეხბურთელი ვიქნები".

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა