ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტური

პრიმერას მაჩანჩალა "სარაგოსაში" მექსიკელ ხავიერ აგირეს ურიგო დებიუტი არ გამოუვიდა - მადრიდის გარეუბანში, "ალფონსო პერეს კოლიზეუმზე" 10 კაცით დარჩენილმა არაგონელებმა ქულა გადაარჩინეს - 1:1. ის კი არა, აგირეს გუნდი 33-ე წუთზე დაწინაურდა, მას შემდეგ, რაც მეკარე ხორდი კოდინა უაზროდ გამოვარდა წინ, მარცხენა ფლანგზე მას ბურთYი ნიკოლას ბერტოლომ დაათმობინა და შორიდან ცარიელ კარში გაიტანა. სხვათა შორის, გოლამდე მხოლოდ "ხეტაფე" უტევდა, მაგრამ ლეო ფრანკოს კარს მასპინძელთა შემტევები უაზროდ აცილებდნენ ბურთს.

"სარაგოსა" თავიათმა ფორვარდმა ფლორან სინამა-პონგოლემ დაღუპა, როცა საჯარიმოში ხაიმე გავილანი მოცელა. პენალტი ადრიან კოლუნგამ გამოიყენა. მალე კი ლეონარდო პონსიომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა, მაგრამ მიჩელის გუნდმა რიცხობრივი უპირატესობა ვერაფრით გამოიყენა, კოლუნგა და სხვებიც ისევ ვერ ასწორებდნენ მიზანს, ლეო ფრანკოს ბევრი საქმე არც ჰქონია.

მიჩელი (ხეტაფე): "მე და ჩემი ფეხბურთელები მკვდრებივით ვართ. კარგად ვითამაშეთ, მეტოქეს ვაჯობეთ, მაგრამ მაინც ვერ მოვიგეთ. აღარ ვიცი რა ვთქვა".

ხავიერ აგირე (სარაგოსა): "ვფიქრობ, შედეგი კარგია ჩვენთვის, მეტოქე ბურთს აკონტროლებდა და უკეთ თამაშობდა. რატომ გააგდეს პონსიო? მან მსაჯს ისეთი რამ უთხრა, რომ თქვენ მაინც ვერ დაბეჭდავთ გაზეთში".

ხეტაფე-სარაგოსა 1:1

ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - მ. ტორესი, რაფა, მარკანო, მანე - ბოატენგი, კასკერო (46. გავილანი) - პ. რიოსი (70. მიკუ), პარეხო, მანუ (80. არისმენდი) - კოლუნგა.

სარაგოსა (4-2-3-1): ლ. ფრანკო - პონსიო, იაროშიკი, კონტინი, ობრადოვიჩი (22. პარედესი) - ედმილსონი, გაბი - ლაფიტა, ხ. ლოპესი (56. ბრაულიო), ბერტოლო - სინამა-პონგოლე (68. პინტერი).

გოლები: 0:1 ბერტოლო (33), 1:1 კოლუნგა (48-პენ)

გაფრთხილება: მ. ტორესი, რაფა, მარკანო - სინამა-პონგოლე, პონსიო, ედმილსონი

გაძევება: პონსიო (63)

კუთხური: 8-3; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 21-10 (3-4); ბურთის ფლობა: 67%-33%.

მაყურებელი: 10 000

ბომბარდირები: 14 - რონალდო (რეალი); 13 - მესი (ბარსელონა); 9 - ფ. ლორენტე (ბილბაო); 8 - როსი (ვილიარეალი); 7 - იგუაინი (რეალი), ნილმარი (ვილიარეალი); 6 - ფორლანი (ატლეტიკო), ვილია (ბარსელონა), ტრეზეგე (ერკულესი); 5 - ნეგრედო (სევილია).

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა