მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი. ევროპის ზონა. პლეი ოფი. I მატჩი
15 ნოემბერს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ევროპის ზონაში პლეი ოფის პირველი მატჩები გაიმართება.

საყოველთაო მოსაზრებით, საბერძნეთი-რუმინეთი ყველაზე უფერული წყვილია. თუმცა ერთ რამეს ვერ გავექცევით - ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა გველის, საინტერესო იქნება ტაქტიკური დუელიც.

ბოლო წლებში დიდ ფორუმებზე თამაშის გამოცდილება უფრო 2004 წლის ევროპის ჩემპიონ ბერძნებს აქვთ, ხოლო რუმინეთი უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 1998 წლის მერე არ ყოფილა.

ზოგადად, რუმინელები ჯერჯერობით ვერაფრით გამოდიან იმ "ოქროს თაობის" ჩრდილიდან და ზუსტად ახლა აქვთ ამისი კარგი შანსი - საკლუბო ფეხბურთის დონე გაუმჯობესდა; ნაკრები ისეთი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, რომელთა უმეტესობაც საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს; იგრძნობა სერიოზული შემართება...

აბსოლუტურად განსხვავებული სურათია საბერძნეთის ბანაკში. იქ ფონს გასვლას დინჯად, აკადემიურად, გამოცდილების ხარჯზე შეეცდებიან. ვის მოსწონს და ვის არა, ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - ბოლო წლებში ბერძნები სტაბილურად აღწევენ თავისას და დიდ ტურნირებს არ აკლდებიან.

ამჯერად საბერძნეთმა ჯგუფში პირველ ადგილზე ბოსნია გაუშვა. სამაგიეროდ, ფერნანდო სანტოსის ნაკრები ამ მატჩამდე ზედიზედ 6 მოგებით მოვიდა და თან ერთი გოლიც კი არ გაუშვია.

რუმინელებს ცოტა გაუმართლათ კიდეც, მაგრამ თავადაც იყოჩაღეს, მათ უფრო, ბევრი სერიოზული კონკურენტი ჰყავდათ უნგრეთის და თურქეთის სახით, ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ ჰოლანდიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. რუმინელებს უკანასკნელი 6 მატჩიდან 4 მოგებული აქვთ და ასევე გოლგაუშვებლად.

"რამდენიმე ჩვენგანისთვის ეს ბოლო შანსია" - განაცხადა მათმა 32 წლის თავდამსხმელმა მარიუს ნიკულაემ.

ახლა კი "ბასტიას" 26 წლის ფორვარდს, კლაუდიუ კეშერუს მოვუსმინოთ, რომელსაც რუმინეთის ნაკრებში დებიუტი წელს ჰქონდა:

"მე ვჭამ, ვსუნთქავ, ვიძინებ და ვიღვიძებ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოცნებითა და ფიქრით. ფული და ბონუსები არაფერ შუაშია; სიმართლე გითხრათ, უბრალოდ, ბრაზილიაში მოხვედრა მინდა".

როგორც ხედავთ, ვიქტორ პიცურკას შეგირდები ძალიან მოტივირებულნი ჰყავს, თუმცა 57 წლის სპეციალისტს სხვა საფიქრალი ნამდვილად აქვს. ნაკრებს ცოტა ხნის წინ გამოაკლდა ნახევარმცველი მიჰაი პინტილიი. ამას კაპიტან ვლად კირიკეშის დაშავება დაემატა - "ტოტენჰემში" გადასული მცველი მინიმუმ პირველ მატჩს გამოტოვებს.

საეჭვოა "სტიაუას" კარის დარაჯის, ჩიპრიან ტატარუშანუს თამაშიც და თუ იგი მინდორზე ვერ გავა, პიცურკამ უნდა აირჩიოს - ნდობა გამოცდილ ბოგდან ლობონტს გამოუცხადოს თუ ჯო ჰარტის ნაცვლად "სიტის" კარში დაყენებულ კოსტილ პანტილიმონს. ადრიან მუტუ არ იქნება, რადგან მან ჰოლანდიასთან მატჩში სათადარიგოთა სკამზე დატოვება გააპროტესტა და მწვრთნელმა იგი ნაკრებიდან მოკვეთა.

ტრავმების პრობლემა არ აწუხებს პორტუგალიელ ფერნანდო სანტოსს. ბერძნები საბრძოლო შემადგენლობით არიან და პირველ რიგში, კოსტას მიტროღლუს იმედი აქვთ, რომელიც პირეოსში, თავისი "ოლიმპიაკოსის" არენაზე ორმაგი შემართებით ითამაშებს. მიტროღლუს საშინაო ჩემპიონატში 8 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი. მას არანაკლებ ქარიზმატული გეორგიოს სამარასი და მუდამ სასარგებლო დიმიტრიოს სალპინგიდისი დაეხმარებიან.

საინტერესოა, რომ 15 ნოემბერი რუმინეთისთვის იღბლიანი თარიღია - 1989 წელს ნაკრებმა დანიას მოუგო (3:1) და 1990 წლის მუნდიალის საგზური გაიფორმა, ხოლო 2011 წელს სწორედ საბერძნეთი დაჯაბნა ამხანაგურში (3:1).

ვიქტორ პიცურკა:

"ის, რომ ჩვენ მათ არც ისე დიდი ხნის წინ მოვუგეთ, სასიამოვნო გასახსენებელია, მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვა მატჩებია.

ბერძნებს ძალიან კარგად ორგანიზებული, პრაგმატული გუნდი ჰყავთ, რომელმაც იცის შედეგის მიღწევა. თუმცა ჩვენ საკუთარი პლუსების გამოყენება უნდა ვცადოთ და საგარეო შეხვედრაში ერთი გოლი მაინც გავიტანოთ".

მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი. ევროპის ზონა. პლეი ოფი. I მატჩი

საბერძნეთი-რუმინეთი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

საბერძნეთი (4-5-1): კარნეზისი - ვინტრა, სიოვასი, კაცურანისი, ჰოლებასი - სალპინგიდისი, კონე, ციოლისი, კარაგუნისი, სამარასი - მიტროღლუ.

რუმინეთი (4-4-2): ტატარუშანუ - მატელი, გარდოში, გოიანი, რაცი - ბუკური, ლაზარი, ბურჩეანუ, ტანასე - სტანჩუ, მარიკა.

არბიტრი: პედრო პროენსა (პორტუგალია)

საპასუხო მატჩი:

19 ნოემბერი

რუმინეთი-საბერძნეთი 23:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Manana
"იქნებ მე არ ვიცი და სადმე დაიბადა ახალი მესხი, ყიფიანი, ჩივაძე, გუცაევი... რომელი ერთი ჩამოვთვალო? კარგი ფეხბურთელები ახლაც გვყავს, მაგრამ რაღაც აკლიათ... როგორც ჩანს, მარილი გვაკლია, ლიდერი, "მოტორი" გვჭირდება...''უდავოდ იბადებიან ნიჩიერი ბავშვები , მაგრამ მათდამი სანამ დამოკიდებულება არ შეიცვლება და სანამ მათთვის სათანადო ყურადYების მიქცევა იმაზე იქნება დამოკიდებული როგი ჯიპიტ დადის "მამიკო" და გამოუჩნდება თუ არა "Pატრონი", მანამ იკნება ესე ნატვრის დონეზე ჩემპინატებზე საქართველოს მონაწილეობა და მოგება.როდის მიხვდებიან ფეხბურთის მესვეურები რომ მიხედონ ნიჭიერ ხალხს. მე იმედი მაქვს ვინმე მაინც წაიკითხავს და შეეცდება კეთილგონიერების აგდგენას.
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
ნიდერლანდებმა რუმინეთს დამაჯერებლად სძლია და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]
ბელგიამ რუმინეთს მოუგო - E ჯგუფში რთული სიტუაციაა [VIDEO]
საფრანგეთის 14:0 - ევრო 2024-ის კიდევ სამი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
კოშმარული ლუნინი - რუმინეთმა უკრაინა გაანადგურა [VIDEO]
საქართველო ევრო 2024-ზეა. "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ" - ამის მუდმივობაში გადაზრდა გვმართებს
სიომინი: ჩივაძის და კალაძის შემდეგ, ახლა კვარაცხელიას ეპოქაა
Сакартвелос гаумарджос! - ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას თინა კანდელაკი ულოცავს
ნაკრების ექიმმა კვარაცხელიას და შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა
ბუდუს თამაშს თბილისში თურქული კლუბის სკაუტები დააკვირდნენ
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
სკანდალი - ბერძენი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს დოპინგ-ტესტზე ჩავარდა
E ჯგუფი: უკრაინა 4 ქულით პლეი-ოფში ვერ გავიდა [VIDEO]