"ფეხბურთიც ისევეა, როგორც ქვეყანა - ბევრი შეგვეძლო, თუმცა ვერაფერს მივაღწიეთ"
1997 წლის 11 ოქტომბერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ლამაზი ფურცლებით ჩაიწერა. ამ დღეს, საქართველოს მთავარმა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა იტალიელებს 4 ქულა აართვეს: ეროვნულმა 0:0 ითამაშა, ვლადიმერ გუცაევის შეგირდებმა კი რუსთავში 2 მშრალი გოლი გაუტანეს მაშინ ჯერ კიდევ პატარა "აძურას" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონს.

ამ უკანასკნელის გარდა, იტალიის მაშინდელ ახალგაზრდულში მომავლის სხვა ვარსკვლავებიც თამაშობდნენ - ამბროზინი, კოკო, ფიორე, ლუკარელი, ლუკატელი...

რუსთავის მატჩში ქართველებიდან თავი გიორგი კიკნაძემ და ლევან ქებაძემ გამოიჩინეს. ამ გამარჯვებამ ჩვენი გულშემატკივარი იმედით აღავსო, იმ იმედით, რომ კვლავ გამოჩნდა ნიჭიერი თაობა, რომელიც მალე იტყოდა თავის სათქმელს, მაგრამ...

უმრავლესობამ კარიერა ვერ აიწყო.

ამ თაობის ერთ-ერთი ბოლო მოჰიკანი ქებაძე გახლდათ. ლევანმა 18-წლიანი კარიერა ახლახან დაასრულა. დიდ ფეხბურთში 1994 წელს, რუსთავის "მეტალურგიდან" გამოჩნდა, ბოლოს კი მოედანზე 2012 წელს, კვიპროსის პირველი ლიგის არადიპუს "ომონიას" ფორმით გავიდა.

გარდა ამისა, ქებაძეს ზესტაფონის "მარგვეთში", ქუთაისის "ტორპედოში", თბილისის "დინამოსა" და "ლოკომოტივში" უთამაშია, ბოლო 12 წელიწადი კი ბერძნულ და კვიპროსულ კლუბებში გაუტარებია.

ამჟამად, ის საქართველოში საქმიანობს. "ლელოსთან" ინტერვიუში ქებაძემ საინტერესო ამბები გაიხსენა:

- კვიპროსსა და საბერძნეთში საკმაოდ დიდხანს თამაშობდით. რას იტყოდით ამ პერიოდზე?

- საბერძნეთში თბილისის "ლოკომოტივიდან" 2000 წელს წავედი. სამი წელიწადი ვითამაშე სალონიკის "ირაკლისში", მერე - "იანინაში", 2001-2003 წლებში ისევ "ირაკლისში" დავბრუნდი და ამის შემდეგ გადავედი კვიპროსში, პარალიმნის "ენოსისში". იქ სამი სეზონი გავატარე. ყველაზე დიდხანს კი, 7 სეზონის განმავლობაში, ახნასის "ეთნიკოსში" ვიყავი.

ეს კლუბი ბოლოა, რომლის ფორმითაც კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში ვითამაშე. მაშინ უკვე 37 წლის ვიყავი და შარშან პირველი ლიგის არადიპუს "ომონიაში" მიმიწვიეს...

კარიერა 2012 წელს დავასრულე, კოჭები მაწუხებდა და ვეღარ ვთამაშობდი. რაც უნდა იყოს, მალე 40 წლის გავხდები და ფეხბურთისთვის დავბერდი. ასე ჩაირა ჩემმა საფეხბურთო ცხოვრებამ. ნახევარი წელიწადიც არ არის, რაც საქართველოში დავბრუნდი და 35-ე საფეხბურთო სკოლაში ასაკობრივი ჯგუფი ჩავიბარე.

- თქვენი თაობის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფში ინგლისს გადაასწრო და მეორე ადგილი დაიკავა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იმ თაობიდან დიდ ფეხბურთს ბევრი ვერ ითამაშებდა...

- ვლადიმერ გუცაევის ნაკრებმა სერიოზულ წარმატებას მიაღწია. მაშინ დიდ ოცნებებში ვიყავით. იტალიას რომ მოვუგეთ, იმ გუნდში "იუვენტუსის", "მილანის", "ინტერისა" და სხვა ცნობილი კლუბების ვარსკვლავები თამაშობდნენ. საქართველოს ახალგაზრდულში კი "დინამოს", "ტორპედოს", "ზესტაფონის" ფეხბურთელები შევიკრიბეთ, ზოგიერთი ჩვენგანი მანამდე საქართველოდან არც იყო გასული.

რა თქმა უნდა, მაშინ მეც არ მეგონა, კარიერას კვიპროსში თუ დავასრულებდი. გული მწყდება, მაგრამ ვეღარაფერს შევცვლი, რადგან ფეხბურთიც ისევეა, როგორც ქვეყანა - ბევრი შეგვეძლო, თუმცა ვერაფერს მივაღწიეთ.

- როგორც მახსოვს, კვიპროსში მწვრთნელობაც სცადეთ. საქართველოში დაბრუნება რამ გაიძულათ?

- შარშან საქართველოში B კატეგორიის ლიცენზია ავიღე და ახალი ცხოვრების აწყობა ვცადე. "ომონიაში" კარიერას რომ ვამთავრებდი, პარალელურად მწვრთნელობა დავიწყე. იქაურ ბავშვებთან სულ 6 თვე ვიმუშავე. B ლიცენზია მხოლოდ ბავშვთა ფეხბურთში მუშაობის უფლებას მაძლევდა.

სწავლა კვიპროსშივე მსურდა, მაგრამ კურსები საქართველოში უფრო ხანგრძლივი, იაფი და ხელმისაწვდომია. იქ B ლიცენზიაში 2 000 ევროს ითხოვენ, ხოლო კურსებს 20 დღეში ამთავრებ. აქ კი 2 თვე და 1 კვირა გრძელდება, უფრო საფუძვლიანად გვასწავლიან და სულ 800 ლარი გადავიხადე.

ცხადია, განსხვავება დიდია. კვიპროსში დარჩენაზე უარი ამიტომაც ვთქვი. მირჩევნია, ბავშვებთან პრაქტიკა საქართველოში გავიარო, A კატეგორიის ლიცენზიის აღებასაც აქ ვაპირებ, მერე კი წავალ. გუნდებიდან მიწვევებიც მქონდა, A ლიცენზიის არქონამ ხელი შემიშალა.

- საინტერესოა, კვიპროსის კლუბებზე ფინანსური კრიზისი როგორ აისახა?

- შემოსავლები თითქმის ყველა კლუბს ორჯერ შეუმცირდა და, შესაბამისად, ბიუჯეტებიც საგრძნობლად შეეკვეცათ. მაგრამ ფეხბურთს სახელმწიფო და ბიზნესი მაინც ეხმარებია.

- რამდენია კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის კლუბების მინიმალური ბიუჯეტი?

- კრიზისამდე, 4-5 ლიდერი კლუბის ბიუჯეტი 10 მილიონ ევროს აღწევდა, ახლა ნაკლებია. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ პატარა კლუბებს მინიმუმ 1-1,5 მილიონი მაინც ექნებათ წელიწადში. კრიზისმა ყველა შეაშინა და, რა დასამალია, ამის გამოც წამოვედი. კარიერა დავასრულე და ძველებური შემოსავალი აღარ მაქვს, კომუნალური გადასახადები კი გაიზარდა. თუმცა კვიპროსის პასპორტის აღებასა და დაბრუნებას ვაპირებ.

- კვიპროსისა და საქართველოს საფეხბურთო სკოლების პირობებს შორის დიდი განსხვავებაა?

- კრიზისის მიუხედავად, კვიპროსში მაინც უკეთესი ცხოვრებაა და, ბუნებრივია, სკოლებსაც უკეთესი პირობები აქვთ.

- ბავშვებს ფულს იქაც სთხოვენ?

- ორივე შვილი დამყავდა ფეხბურთზე და თითოეულის სწავლაში 40 ევროს ვიხდიდი, ელიტურ სკოლებში გადასახადი უფრო მეტიც არის. არც მსმენია, უფასო ჯგუფები თუ არსებობს. ჩვენთან შედარებით, კვიპროსზე ბევრად მეტი შემოსავალი აქვს ხალხს და თვეში 40 ევროს გადახდა არავის უჭირს.

- წლების წინათ, 35-ე საფეხბურთო სკოლა ძლიერ თაობებს ზრდიდა. მაგრამ ბოლო წლებში ჩამორჩა და ძველებურად პოპულარული აღარ არის. რატომ მოხდა ასე, თქვენი აზრით?

- 35-ე სკოლის ხელმძღვანელობას, სოსო ჭედიასა და გოჩა ავსაჯანიშვილს, დაკარგული პოზიციების აღდგენა სურთ და, რომ იცოდეთ, ამ მხრივ სერიოზული პროცესიც დაიწყო - ახალ მოედნებს აგებენ და იმედია, მალე არანაკლები სკოლა იქნება, ვიდრე - "საბურთალო" და "დინამოს აკადემია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zizi
მაგარი დღეები იყო ეგ ორი დღე
vep1963
გამარჯობა ლევან წესიერი პატიოსანი ადამიანი ხარ და ღმერთი ხელს მოგიმართავს.სასიამოვნო მახსენდება ახალგაზრდა ზესტაფონის "მარგვეთის "რიგებში.წარმატებებს გისურვებ .ვ გ
vep1963
გამარჯობა ლევან წესიერი პატიოსანი ადამიანი ხარ და ღმერთი ხელს მოგიმართავს.სასიამოვნო მახსენდება ახალგაზრდა ზესტაფონის "მარგვეთის "რიგებში.წარმატებებს გისურვებ .ვ გ
imeda
ქებაძე მაგარი იყო, კარგად მახსოვს მაგის თამაშები ტორპედოში და დინამოში წარმატებები ქება
imeda
ქებაძე მაგარი იყო, კარგად მახსოვს მაგის თამაშები ტორპედოში და დინამოში წარმატებები ქება
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ᓐᓠᓪ "ᓖᓔᓡᓢᓐᓤᓝᓜᓘ" ᓓᓐ ᓐᓠᓪ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝ" - ᓒᓘᓝᓠᓒᓘ ᓘᓚᓣᓠᓘᓫᓔ ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᓨᓘ ᓗᓐᓛᓐᓨᓡ ᓐᓠ ᓐᓞᓘᓠᓔᓑᓡ
38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]
"ამ პრობლემის მოგვარების გზა არ ჩანს" - გუცაევმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
უცხოეთიდან ბევრი ქართველი ჩამოსულა და ქართულ ფეხბურთში ფული დაუბანდებია?!
გუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
ვლადიმერ გუცაევი: ცხოვრებაში რაც მინახავს, ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო...
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო