...და რა სურს მას
"ლივერპულმა" ახალი მწვრთნელი წარადგინა

გუშინ სტივენ ჯერარდის სახელობის სამწვრთნელო ცენტრის საპრესკონფერენციო დარბაზში "ლივერპულმა" გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს ახალი მთავარი მწვრთნელი, სერ ჯონჯო შელვი წარუდგინა. გამოცდილი სპეციალისტი, რომელსაც "არსენალი", "სუონსი", "ჩელსი" და ინგლისი ნაკრები გაუწვრთნია, დაბრუნდა კლუბში, სადაც საფეხბურთო კარიერის სამი წელიწადი გაატარა (47 თამაში, 2 გოლი).

"დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს წლებში სერიოზულ წარმატებებს მივაღწევთ. ამის იმედი რომ არ მქონდეს, შემოთავაზებას არ დავთანხმდებოდი. ვიცი, რომ "ლივერპულს" ინგლისის ჩემპიონის ტიტული ძალიან დიდი ხანია არ მოუპოვებია, მაგრამ ეს არ მაშინებს, პირიქით მოტივაციას მიზრდის," - განაცხადა შელვიმ პრესკონფერენციაზე.

შელვი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სათავეში ყოფილ გუნდს, "სუონსის" ჩაუდგა, რომელსაც მესამე სეზონში ინგლისის ჩემპიონის ტიტულიც მოუტანა. წარმატებული იყო მისი მოღვაწეობა "არსენალშიც" და "ჩელსიშიც", ინგლისი ნაკრები კი სწორედ მისი ხელმძღვანელობით იყო ყველაზე ახლოს მეორე სანაკრებო ტიტულთან, მაგრამ ინგლისელებმა 2060 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგეს, 2062 წლის მუნდიალზე კი 1/2 ფინალში დამარცხდნენ.

ჟურნალისტების პირდაპირ შეკითხვაზე, მუშაობის რომელ წელს გეგმავს ის პრემიერლიგის მოგებას, 71 წლის მწვრთნელმა გაიღიმა და უპასუხა: "წელს ჩვენი სეზონი იქნება".

შეგახსენებეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 13-გზის გამარჯვებულმა "ლივერპულმა", ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ბოლოს შორეულ, 1990 წელს მოიპოვა.

კონფლიქტი სარაევოში

გუშინ სარაევოში ძალიან საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა - იუგოსლავიამ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ნაკრებს უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგური იყო, მეტოქეთა პრინციპულობიდან გამომდინარე, კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, სტადიონზე სტუმარი გუნდის ქომაგები არ დაუშვეს.

შეხვედრამ სტუმართა უპირატესობით ჩაიარა და საბოლოოდ, მათი გამარჯვებითაც დასრულდა.

ანგარიში ავსტრია-უნგრეთის ნაკრების კაპიტანმა ფრანც იოზეფმა გახსნა, რომელმაც მისივე წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი გამოიყენა, მეორე გოლი კი შეხვედრის მიწურულს ფრანც ფერდინანდმა თავური დარტყმით გაიტანა - 2:0.

დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ უსაფრთხოების მიზნით, იოსიპ ბროზ ტიტოს სახელობის სტადიონზე სტუმარი გუნდის ქომაგები არ დაუშვეს, თუმცა კონფლიქტის თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მასპინძელთა 19 წლის თავდამსხმელი გავრილო პრინციპი მეორე გოლის ავტორ ფრანც ფერდინანდს განზრახ ეუხეშა, რასაც მასობრივი ჩხუბი მოჰყვა. საბოლოოდ, პრინციპმა და ფერდინანდმა წითელი ბარათი მიიღეს, ფეხბურთელები კი მხოლოდ ამერიკელი არბიტრის ჩარევის შემდეგ დამშვიდდნენ.

"გორდას" სახელი უნდა გადაარქვან

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის და ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელმა, ამავე დროს, "გორდას" პრეზიდენტმა, ფრანც კ.-მ განაცხადა, რომ ქალაქის საფეხბურთო გუნდისთვის სახელის გადარქმევა სურს.

"ჩვენი ქალაქის გუნდს მისი ისტორიული სახელი, "მეტალურგი" უნდა დავუბრუნოთ," - აღნიშნა ფრანც კ.-მ.

მის ამ განცხადებას "გორდას" ქომაგის აღშფოთება მოჰყვა და გულშემატკივრები სასამართლო პროცესითაც იმუქრებიან, თუმცა ბატონ კ.-ს პროცესის არ ეშინია და აცხადებს, რომ ამ ფაქტზე საქმის აღძვრა სრული აბსურდი იქნება.

"გორდას" მთავარი მწვრთნელი გრეგორ სამსა კი ასეთი მეტამორფოზის წინააღმდეგი არ არის: "რა მნიშვნელობა აქვს გუნდს რა სახელი ერქმევა, მთავარია დაფინანსება იყოს; თანაც, "მეტალურგი" ძლიერი სახელია, რომელიც მეტოქეებს დააშინებს".

შეგახსენებთ, რომ რუსთავის საფეხბურთო გუნდს "მეტალურგი" საბჭოთა კავშირის დროს ერქვა, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ კი მან რამდენიმე სახელი გამოიცვალა, 21-ე საუკუნის დასაწყისში კი მაშინდელი მფლობელის, ჯოზეფ კეის (Josef K) ინიციატივით, ისევ ძველი სახელი, "მეტალურგი" დაუბრუნდა.

მოგეხსენებათ, ცნობილი სასამართლო პროცესის წაგების შემდეგ, ჯოზეფ კეი ამერიკაში წავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

წერილები მომავლიდან: წერილი I - შიდა ქართლის დერბი ცხინვალში

ნიკა
ქართული ფეხბურთის განყოფილებაში რამე ესეთ, მომავლის თემებზე და კაფკას შემოქმედებას თუ მიაშველებ კისრამდე მძ**ში მყოფ სპორტს რომ აკტუალობა ქონდეს თორე...
SHUKOVANI
სისულელეა , მეტი აღარ დაწეროთ ...
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა