NBA: უდონის ჰასლემის გარეშე დარჩენილმა ფლორიდელებმა შინ "ინდიანას" ვერაფერი მოუხერხეს

უცნაურია, მაგრამ "მაიამი ჰიტს" აშკარა კრიზის აქვს. უდონის ჰასლემის გარეშე დარჩენილმა ფლორიდელებმა საკუთარ მოედანზე ვერაფერი მოუხერხეს მოკრძალებულ "ინდიანას". თანაბარი თამაში მხოლოდ საწყისი 12 წუთი იყო. ამის შემდეგ მოედანზე სათადარიგო მოთამაშეები გავიდნენ და სწორედ "პეისერსის" რეზერვისტებმა განსაზღვრეს ამ მატჩის ბედი. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია სტატისტიკას გადავხედოთ, რომლის მიხედვითაც სტუმრების სათადარიგოთა სკამმა "მაიამის" რეზერვი 40:4 დაამარცხა.

დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი ჩამორჩენით გასვლის შემდეგ, ერიკ სპოელსტრამ მაინც ვერ მოახერხა თავისი შეგირდების გამოფხიზლება. საშინელი თამაში აჩვენა დუეინ უეიდმა - 37 წუთში 3 ქულა დააგროვა (13-დან მხოლოდ ერთი ტყორცნა ჩააგდო). რაც შეეხება "პეისერსს", აქ მთავარი გმირები დენი გრეინჯერი და ბრენდონ რაში იყვნენ. პირველმა ბრწყინვალედ ისროლა სამქულიანები, რაშმა კი თამაშიდან ტყორცნების რეალიზაციის მაღალი პროცენტი დააფიქსირა.

საინტერესო მატჩი გაიმართა სან ანტონიოში, სადაც სტუმრად "ორლანდო" ჩავიდა. გუნდებმა სამი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში ჩაატარეს. "მეჯიქმა" დუაიტ ჰოვარდზე ააწყო თამაში და "სუპერმენს" წინააღმდეგობა ვერ გაუწია ანტონიო მაკდაესმა. სამაგიეროდ, თამაში ჩააგდო "ორლანდოს" უკანა ხაზმა, რომელმაც პარკერისა და ჯინობილის დუეტისგან 49 ქულა მიიღო.

გადამწყვეტი აღმოჩნდა მეოთხე მეოთხედი, სადაც ბოლო სიტყვა "სპურსის" დაცვამ თქვა. 94:95-ზე მანუ ჯინობილის სამქულიანმა მასპინძლები საბოლოო შტურმისთვის განაწყო. ტეხასელებმა მოგებათა სერია 11 მატჩამდე აიყვანეს, 13 მატჩში მე-12 გამარჯვებას მიაღწიეს და ერთპიროვნულად ჩაუდგნენ სათავეში დასავლეთი კონფერენციის ცხრილს.

ანალოგიური შედეგი შეიძლება ჰქონოდა "ნიუ ორლეანს", მაგრამ ამ გუნდმა სენსაციურად წააგო უიმედო აუთსაიდერ "კლიპერსთან". კალიფორნიელებმა არ დაუშვეს ზედიზედ მე-10 მარცხი. მატჩის გმირები აღმოჩდნენ ბლეიკ გრიფინი და ერიკ გორდონი, რომელთა მონაგარმა 50 ქულას გადააჭარბა.

"ჰორნეტსი" ბრძოლის შანსს დევიდ უესტის ბრწყინვალე თამაშის წყალობით ინარჩუნებდა. რომ არა ამ ფორვარდის 30 ქულა, ინტრიგა საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე მოკვდებოდა. შესაძლოა, სტუმრებს საერთოდაც მოეგოთ ეს შეხვედრა, რომ არა მატჩის ბოლოს გაფუჭებული საჯარიმოები. "ნიუ ორლეანმა" შეხვედრის გადარჩენის ბოლო შანსი საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე გაუშვა. 97:95-ზე კრის პოლმა მისთვის არადამახასიათებელი არაზუსტი პასი გააკეთა. ასე მოუგო დასავლეთის ბოლო გუნდმა პირველს.

კვირის მოთამაშეები

""ნიუ იორკ ნიქსის" მძიმე ფორვარდი ამარე სტაუდმაიერი და "ოკლაჰომა თანდერის" გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი გასულის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატმა სტაუდმაიერმა თავის გუნდს სამიდან სამ მატჩში მოაგებინა, ამარე კი საშუალოდ თამაშში 29.0 ქულას (თამაშიდან ტყორცნების სიზუსტე - 60.8%) აგროვებდა. გარდა ამისა, 9.5 მოხსნას მოუყარა თავი და 8 დაფარება მიითვალა. სტაუდმაიერმა სამივე შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა, განსაკუთრებით კი "კლიპერსის" წინააღმდეგ გამოიჩინა თავი - 39 ქულა და 11 მოხსნა.

დასავლეთში საუკეთესო უესტბრუკმა "ოკლაჰომას" ოთხი მატჩში გაამარჯვებინა. მის ანგარიშზე 23.0 ქულა, 7.8 შედეგიანი პასი და 3.5 მოხსნა მოდის.

სტაუდმაიერის კვირა

16 ნოემბერი. დენვერი-ნიუ იორკი 120:118. 24 ქულა, 6 მოხსნა, 2 დაფარება.

17 ნოემბერი. საკრამენტო-ნიუ იორკი 106:113. 27 ქულა, 10 მოხსნა, 2 დაფარება, 2 ჩაჭრა.

19 ნოემბერი. გოლდენ სტეიტი-ნიუ იორკი 119:125. 26 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 2 დაფარება, 2 ჩაჭრა.

20 ნოემბერი. კლიპრესი-ნიუ იორკი 115:124. 39 ქულა, 11 მოხსნა, 2 დაფარება.

უესტბრუკის კვირა

15 ნოემბერი. იუტა-ოკლაჰომა 108:115. 22 ქულა, 7 პასი.

17 ნოემბერი. ოკლაჰომა-ჰიუსტონი 116:99. 21 ქულა, 12 პასი, 6 მოხსნა.

19 ნოემბერი. ბოსტონი-ოკლაჰომა 84:89. 31 ქულა, 6 პასი.

20 ნოემბერი. მილუოკი-ოკლაჰომა 81:82. 18 ქულა, 6 პასი.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: ლამარკუს ოლდრიჯი ("პორტლენდი"), ანდრეა ბარნიანი ("ტორონტო"), კრის ბოში ("მაიამი"), ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი"), რეიმონდ ფელტონი ("ნიუ იორკი"), დანილო გალინარი ("ნიუ იორკი"), ელ ჰორფორდი ("ატლანტა"), ჯოშ სმიტი ("ატლანტა"), დუაიტ ჰოვარდი ("ორლანდო"), სტივენ ჯექსონი ("შარლოტი"), ტონი პარკერი ("სან ანტონიო"), კრის პოლი ("ნიუ ორლეანი"), დევიდ უესტი ("ნიუ ორლეანი") და დერიკ როუზი ("ჩიკაგო").

ატლანტა-ბოსტონი 76:99

13:39, 29:25, 14:21, 20:14

ა: ბიბი (11), ჯორდან კროუფორდი (10+7 მოხსნა), პაუელი (10).

ბ: გარნეტი (17+11 მოხსნა+5 პასი), რობინსონი (16+10 პასი), შ. ო'ნილი (13+11 მოხსნა), პირსი (13).

მაიამი-ინდიანა 77:93

22:19, 19:35, 23:20, 13:19

მ: ჯეიმსი (25+6 პასი+5 მოხსნა), ბოში (21+11 მოხსნა), ილგაუსკასი (12+8 მოხსნა), აროიო (12).

ი: გრეინჯერი (20+11 მოხსნა+6 პასი), რაში (20+7 მოხსნა), ფორდი (13+6 მოხსნა+5 პასი), დანლივი (11), ჯონსი (4+10 მოხსნა).

ოკლაჰომა-მინესოტა 117:107

28:27, 37:27, 25:27, 27:26

ო: დურანტი (28+8 მოხსნა+5 პასი), გრინი (24+6 მოხსნა), უესტბრუკი (20+14 პასი), სეფოლოშა (13+11 მოხსნა), კრსტიჩი (10), იბაკა (10).

მ: ლავი (24+17 მოხსნა), მილიჩიჩი (21), რიდნური (17+7 პასი+5 მოხსნა), ბიზლი (15+7 მოხსნა), ბრიუერი (12), ტოლივერი (11).

ჰიუსტონი-ფინიქსი 116:123

25:26, 20:33, 31:31, 40:33

ჰ: მარტინი (19), სკოლა (16+9 მოხსნა), ლი (16), ჰილი (14+10 მოხსნა), ლაური (13+8 პასი+6 ჩაჭრა), მილერი (12+6 მოხსნა), ბატიე (10+6 მოხსნა).

ფ: რიჩარდსონი (26), ნეში (24+9 პასი), ჰილი (17+7 მოხსნა+7 პასი), თურქოგლუ (15+8 მოხსნა), ფრაი (15), უორიკი (10+5 მოხსნა), ჩილდრესი (10).

სან ანტონიო-ორლანდო 106:97

28:30, 25:22, 21:25, 32:20

ს-ა: ჯინობილი (25+9 პასი+6 მოხსნა), პარკერი (24+10 პასი), ბონერი (15+7 მოხსნა), დანკანი (15), ჰილი (10).

ო: ჰოვარდი (26+18 მოხსნა), ნელსონი (15+5 პასი), ლუისი (14), რედიკი (11).

იუტა-საკრამენტო 94:83

20:22, 29:15, 29:19, 16:27

ი: მაილზი (20), ჯეფერსონი (19+8 მოხსნა), უილიამსი (12+9 პასი+5 მოხსნა), მილსეპი (11+9 მოხსნა).

ს: კაზინსი (18+9 მოხსნა), ლენდრი (12), ევანსი (11), გრინი (10+5 მოხსნა).

გ. სტეიტი-დენვერი 89:106

24:21, 28:30, 19:28, 18:27

გ-ს: ელისი (20), კარი (17+7 მოხსნა+5 პასი), კარნი (16), უილიამსი (16).

დ: ენტონი (39+9 მოხსნა+5 პასი), ჰარინგტონი (19+8 მოხსნა), აფლალო (15+9 მოხსნა), ლუოსონი (14+5 პასი).

კლიპერსი-ნიუ ორლეანი 99:95

33:37, 22:20, 22:16, 22:22

კ: გორდონი (27), გრიფინი (24+13 მოხსნა), ამინუ (16), ჯორდანი (12+8 მოხსნა).

ნ-ო: უესტი (30+10 მოხსნა+5 პასი), პოლი (14+6 პასი), ბელინელი (14), ჯეკი (12), ოკაფორი (4+12 მოხსნა).

აღმოსავლეთი

თ მ წ %

1. ბოსტონი* 14 10 4 71.4

2. ორლანდო* 13 9 4 69.2

3. ჩიკაგო* 11 7 4 63.6

4. მაიამი 14 8 6 57.1

5. ატლანტა 14 8 6 57.1

6. ინდიანა 12 6 6 50.0

7. ნიუ იორკი 14 6 8 42.9

8. კლივლენდი 12 5 7 41.7

9. მილუოკი 13 5 8 38.5

10. დეტროიტი 13 5 8 38.5

11. შარლოტი 13 5 8 38.5

12. ტორონტო 14 5 9 35.7

13. ვაშინგტონი 12 4 8 33.3

14. ნიუ ჯერსი 13 4 9 30.8

15. ფილადელფია 13 3 10 23.1

დასავლეთი

თ მ წ %

1. სან ანტონიო* 13 12 1 92.3

2. ლეიკერსი* 14 12 2 85.7

3. ნიუ ორლეანი 13 11 2 84.6

4. ოკლაჰომა* 14 10 4 71.4

5. დალასი 12 8 4 66.7

6. იუტა 15 10 5 66.7

7. პორტლენდი 14 8 6 57.1

8. დენვერი 14 8 6 57.1

9. ფინიქსი 14 7 7 50.0

10. გ. სტეიტი 14 7 7 50.0

11. მემფისი 14 5 9 35.7

12. საკრამენტო 13 4 9 30.8

13. მინესოტა 15 4 11 26.7

14. ჰიუსტონი 13 3 10 23.1

15. კლიპერსი 15 2 13 13.3

ქულა

კევინ დურანტი (ოკლ) 28.0

კობი ბრაიანტი (ლეი) 25.6

მონტა ელისი (გ-სტ) 25.5

კარმელო ენტონი (დენ) 25.4

დერიკ როუზი (ჩიკ) 25.2

დირკ ნოვიცკი (დალ) 24.4

ერიკ გორდონი (კლიპ) 23.6

ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 23.5

კევინ მარტინი (ჰიუ) 23.4

რასელ უესტბრუკი (ოკლ) 23.2

მოხსნა

კევინ ლავი (მინ) 14.0

ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) 13.3

პაუ გასოლი (ლეი) 12.1

რეჯი ევანსი (ტორ) 11.9

დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 11.6

მარკუს კემბი (პორ) 11.4

ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 11.0

ენდრიუ ბოგუტი (მილ) 10.9

ლამარ ოდომი (ლეი) 10.6

პასი

რაჟონ რონდო (ბოს) 14.3

კრის პოლი (ნ-ორლ) 10.2

ჯონ უოლი (ვაშ) 9.8

დერონ უილიამსი (იუტ) 9.7

ჯეისონ კიდი (დალ) 9.3

სტივ ნეში (ფინ) 8.9

ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 8.6

დერიკ როუზი (ჩიკ) 8.5

რასელ უესტბრუკი (ოკლ) 8.2

ტონი პარკერი (ს-ანტ) 7.9

ჩაჭრა

ჯონ უოლი (ვაშ) 3.3

კრის პოლი (ნ-ორლ) 2.9

მაიკ კონლი (მემ) 2.5

რაჟონ რონდო (ბოს) 2.5

მონტა ელისი (გ-სტ) 2.3

სტივენ კარი (გ-სტე) 2.2

კორი ბრიუერი (მინ) 2.2

ანდრე მილერი (პორ) 2.1

ტონი პარკერი (ს-ანტ) 2.0

რეიმონდ ფელტონი (ნ-იორკ) 2.0

დაფარება

დარკო მილიჩიჩი (მინ) 2.8

ჯავალ მაკგი (ვაშ) 2.8

ჯოშ სმიტი (ატლ) 2.8

ენდრიუ ბოგუტი (მილ) 2.7

დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 2.6

როი ჰიბერტი (ინდ) 2.4

ემეკა ოკაფორი (ნ-ორლ) 2.2

უილსონ ჩენდლერი (ნ-ორლ) 2.2

სერჟ იბაკა (ოკლ) 2.1

ტიმ დანკანი (ს-ანტ) 2.0

ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში