ყველაფერი 19 ნოემბერს გაირკვევა
ერიკ ჰამრენს რაღაც მზაკვრული ჰქონდა ჩაფიქრებული და ამან კინაღამ გაჭრა. შვედებმა უფრო აგრესიულად დაიწყეს და ნახევრადმომენტებიც ჰქონდათ. ჯერ იოჰან ელმანდერი ცდილობდა გამწვავებას. მერე სებასტიან ლარსონი ლამობდა გატანას, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ეფექტური თამაშის შემდეგ. ეს ყველაზე სახიფათო ეპიზოდი და ამავდროულად მთელი მატჩი სტუმართა ერთადერთი ზუსტი დარტყმა გახლდათ, მაგრამ რუი პატრისიომ იყოჩაღა. მესამე მომენტი კი კიმ კალსტრიომს ჰქონდა, რომელმაც ცოტა ააცილა.

აქედან მოყოლებული, პორტუგალიელები დამშვიდდნენ, თამაში დაალაგეს და ნელ-ნელა მეტოქე მაქსიმალურად შეავიწროვეს. სადღაც 25-ე წუთიდან ბოლომდე თამაში თითქმის მთლიანად შვედების ნახევარზე მიდიოდა და ისიც ჩანდა, რომ მსგავსი ტაქტიკა თავად სტუმრებმაც აირჩიეს, ისინი ძალიან ფრთხილობდნენ და ეს გასაგებიცაა. 7-8 ფეხბურთელი მუდმივად საკუთარ საჯარიმოსთან ან საჯარიმოში იყო, და ცდილობდნენ მასპინძლების შეტევები უკუეგდოთ. რაც ერთ კონკრეტულ მომენტამდე მშვენივრად გამოსდიოდათ, საუკეთესო პერ ნილსონი გახლდათ, რომელსაც შეცდომა ფაქტობრივად არ დაუშვია.

სკანდინავიელთა ბანაკში მატჩამდე ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ გოლის გატანა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და რადგან თავიდან ამის გაკეთება არ გამოვიდა, ხოლო მერე, პორტუგალიამ მეტოქე მარწუხებში მოაქცია, როგორც ჩანს, შვედები სრულად თავდაცვაზე გადაერთვნენ - ვერ გაგვაქვს, მაგრამ არ გავუშვათ მაინცო.

დრო გადიოდა და საქმეში ნელ-ნელა ნერვებიც ჩაერთო... ნიკოლა რიცოლიმ მოკლე მონაკვეთში ლარსონს, რონალდოს და ელმანდერს მისცა დასაშოშმინებელი ყვითლები. მერე შვედებმა ჩვენი გაოცება გადაწყვიტეს და "სიმულაციის სამშობლოში" სიმულაციით მოინდომეს ფონს გასვლა - ერთ ეპიზოდში ელმანდერი მეტოქის საჯარიმოში თეატრალურად დაეცა და მალევე წამოხტა, თავადვე შერცხვა, თან გაყვითლებული რომ იყო, ესეც გაახსენდა. იქამდე კი, მიკაელ ლუსტიგმა გადაწყვიტა უკვე ძალიან ანერვიულებულ რონალდოსთან პატარა შეხლა-შემოხლა გაეფორმებინა და ხელი სახეზე იტაცა... რონალდომ მას მსგავსივე ჟესტიკულაციით გასცინა და ამას კიდევ ცალკე პატარა გარჩევა მოჰყვა.

შვედეთმა ვეღარ გაძლო. 82-ე წუთზე მიგელ ველოზომ მარცხენა ფლანგზე ჩაირბინა და საჯარიმოში მშვენივრად ჩააწოდა, პრინციპში დაბალი ბურთი გამოვიდა... კრიშტიანო რონალდო კი ჩვეულად შეფრინდა, შეიძლება ითქვას, რომ ფლანგიდან ცენტრში შემოწეულ მარტინ ოლსონს ფეხებში შეუვარდა და ამ ეფექტური თავურით თავისი გასკეთებელი გააკეთა. დარტყმული ახლოდან იყო, ანდრეს ისაკსონი არაფერ შუაშია.

გულშემატკივრებმა, რომლებსაც "და ლუჟზე" დიდებული გარემო ჰქონდათ შექმნილი და გოლს ამდენი ხანს ელოდნენ ძალიან გაიხარეს, მაგრამ ყველაზე ბედნიერი თავად რონალდო იყო, რომლის გამომეტყველებიდან სიამაყე და სიხარული ერთობლივად გამოსჭვივოდა. მან დაამტკიცა! და ორგზის დაამტკიცებდა, სულ ცოტა ხანში მეორეც რომ შეეგდო, მაგრამ არ გაუმართლა - ხარიხა.

საერთოდ ბოლოს, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ შვედები გასწრებაზე იყვნენ. ცოტაც და პორტუგალია მეორესაც გაიტანდა. მთელ ამ ისტორიაში, ყველაზე უცნაური, მაგრამ არა მოულოდნელი - იბრაჰიმოვიჩის ოლიმპიური სიმშვიდე გახლდათ - ზლატანი ასეთია, ხანდახან იცის ხოლმე. ვნახოთ რას იზამს იგი საპასუხო მატჩში.

რამდენიც არ უნდა ისაუბროს პორტუგალიელთა თავკაცმა პაოლო ბენტომ იმაზე, რომ ტურნირს კარგი გუნდი იგებს და არა ინდივიდუალურად რომელიმე გამორჩეული ფეხბურთელი და იდეაში, ძნელია არ დავეთანხმოთ... ფაქტია, ტურნირზე ვერ მოხვდები თუ ასეთი მატჩი ვერ მოიგე, ეს მატჩი კი "იმან" მოიგო.

მთლიანობაში, სანახაობრივი კუთხით შეხვედრამა სულ ცოტა გაგვიცრუა იმედები, მაგრამ მაღალი კლასის ფეხბურთი მაინც ვიხილეთ. ახლა კი, როდესაც პორტუგალია არც ისე საიმედო უპირატესობით ჩადის სოლნაში, ხოლო შვედეთს არაფერი და ამავე დროს ძალიან ბევრი აქვს დასაკარგი... "ფრენდს არენაზე" არანაირი მეგობრობა არ იქნება - დიდ მატჩს ველით, მატჩს გოლებითა და ნერვების წყვეტით. ჯერი იბრაზეა.

იხილეთ ვიდეო

პორტუგალია-შვედეთი 1:0

გოლი: 1:0 რონალდო (82)

პორტუგალია (4-3-3): პატრისიო - პერეირა, ბ. ალვეში, პეპე, კოენტრაო - მოუტინიო, ველოზო, მეირელეში (79. ჟოსუე) - ნანი, პოშტიგა (66. უგო ალმეიდა), რონალდო.

შვედეთი (4-4-2): ისაკსონი - ლუსტიგი, ანტონსონი, ნილსონი, ოლსონი - კაჩანიკლიჩი, ელმი (72. ვერნბლოომი), ს. ლარსონი, კალსტრიომი (78. ა. სვენსონი) - იბრაჰიმოვიჩი, ელმანდერი (88. გერნდტი).

არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

გაფრთხილება: პერეირა, ს. ლარსონი, რონალდო, ელმანდერი

კუთხური: 14-4 ჯარიმა: 10-12 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 12-5(3-1) ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 64 000

საპასუხო მატჩი 19 ნოემბერს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
პორტუგალია სოლნაში კი არ ჩადის,არამედ ჩადის სტოკჰოლმში, სოლნა კი ერთ-ერთი სტოკჰოლმის უბანს ქვია ისევე როგორც: დიდუბე,ნაძალადევი და ა.შ
ირაკლი
მაგარია რონალდუ. მაგრად მევასება. გამიხარდა მისი მოგება. არ ვარ მისი გულშემატკივარი მარა ვაღიარებ და პატივს ვცემ მის ტალანტს და ნიჭს!
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
წიტაიშვილი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
"ასტონ ვილასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
სლოტმა ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობაზე უარის მიზეზი განმარტა
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება? - პსჟ-იდან სეზონის წინ გზავნილები გაავრცელეს
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ქართველების გარეშე - "შტურმი" "ფენერბაჰჩესთან" ისევ დამარცხდა
[VIDEOS] "იბერია 1999"-მა 120-წუთიან ბრძოლაში "ლარნეს" სძლია და ევროტურნირებზე ასპარეზობა გაინაღდა!
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
სფფ-მ ინფანტინოს კანდიდატურის მხარდაჭერა ოფიციალურად გაიწვია
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ერთ-ერთი უდიდესი გარიგება სპორტის ისტორიაში - მამარდაშვილის "ლივერპულის" წილი იყიდება
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
[VIDEO] ენრიკემ ამ განცხადებით პსჟ-იდან "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაასახელა? - რა უთხრა ესპანელმა ვარჯიშზე ფეხბურთელებს
"პსჟ ზაბარნის ადვილად გაუშვებს" - უკრაინელი ჟურნალისტი
ბენტომ ბრაზილიასთან მარცხის შემდეგ სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
იბრაჰიმოვიჩი: აშშ-ს მუნდიალის მოგება შეუძლია
ასეთი რამ საუდის არაბეთშიც კი შეიძლება მოხდეს - რონალდოს გუნდი ფინანსურ კრიზისშია
გრანდიოზული წვეულება და მოწვეული ვარსკვლავები - როგორი იქნება რონალდოსა და ჯორჯიანას ქორწილი
Barometer-ის რეიტინგი: ევრო 2016-ზე პირველი დიმიტრი პაიეა, კრიშტიანო რონალდო - მეშვიდე
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
უეფამ ექსპერტების მიერ შედგენილი ევრო 2016-ის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
[PHOTO] "ბედნიერი მამა" - რონალდომ ხუთივე შვილთან სურათი გამოაქვეყნა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" 2016 წლის ევროპის ჩემპიონი მეკარე დაიმატა
რუი პატრისიომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
პირველად 2020 წლის შემდეგ - იურგენ კლინსმანი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა
შვედეთი-პორტუგალია 2:3 - აქ მხოლოდ მე ვარ! [VIDEO]
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
აზიური ვეფხვები - რას წარმოადგენს საქართველოს მეტოქე სამხრეთ კორეის ნაკრები?
გიორგი მაკარიძე: ვემზადები, "მორეირენშეში" კონკურენცია არ მაშინებს...
ლუიშ ფელიპე სკოლარი: რონალდომ მკითხა, როგორი ცხოვრებაა ჩინეთში?
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა