მიტროღლუმ თავი დუბლით გამოიჩინა
საბერძნეთის და რუმინეთის წყვილი ბევრს ყველაზე მოსაწყენად მიაჩნდა, მაგრამ პირეოსში გამართული მატჩის პირველი ტაიმი საკმაოდ შინაარსიანი და რაც მთავარია, უხვგოლიანი გამოვიდა. პირველ 20 წუთში მაყურებელმა სამი გოლი იხილა - მე-14 წუთზე ანგარიში "საშინაო არენაზე" მოთამაშე კოსტას მიტროღლუმ გახსნა, რომელმაც დიმიტრიოს სალპინგიდისის პასით ისარგებლა და ამ შესარჩევში თავისი მხოლოდ მესამე გოლი გაიტანა, ზოგადად კი "ოლიმპიაკოსის" ფორვარდმა ეროვნულ გუნდში თავი მე-6-ედ გამოიჩინა.

ფერნანდო სანტუშის გუნდის კარში გოლის გატანა ძალიან რთულია, რაზეც სტატისტიკაც მოწმობს: ბოლო 6 შეხვედრაში (5 შესარჩევი ეტაპის, 1 ამხანაგური) ბერძნებს კარი მშრალად ჰქონდათ შენახული, მაგრამ "ვლახებმა" წონასწორობა საკმაოდ მალე, ზუსტად 5 წუთში აღადგინეს - ბოგდან სტანჩუმ ორესტის კარნეზისს შანსი არ დაუტოვა. "სტიაუას" შემტევის გოლიდან რამდენიმე წამში კი უკვე მასპინძლები ზეიმობდნენ - სალპინგიდისმა ამჯერად თავად გაიტანა და ბერძნები კვლავ წინ გაიყვანა - 2:1.

მეორე ტაიმში მაყურებელმა უფრო მეტი ბრძოლა იხილა, რაც ყვითელ ბარათებშიც აისახა, ცვლილებაზე შემოსულმა კონსტანტინ ლაზარმა კი სულაც ორი გაფრთხილება დაიმსახურა და მოედანი ნაადრევად დატოვა. შეხვედრის საბოლოო შედეგი კი იმავე მიტროღლუმ დააფიქსირა, რომელმაც კოსტას კაცურანისის გადაცემა შეირგო - 3:1.

ერთი შეხედვით, საპასუხო შეხვედრის წინ, რუმინელები მუნდიალზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ, მაგრამ ბერძნების დამარცხება, მითუმეტეს ორბურთიანი სხვაობით, რომ ძალიან რთულია ამაზე სტატისტიკაც მოწმობს - ელინებმა უკანასკნელი 7 მატჩი მოიგეს, ამხანაგურების ჩათვლით გამართულ ბოლო 15 შეხვედრაში კი მარცხი მხოლოდ ერთხელ (ბოსნიასთან) განიცადეს.

საბერძნეთი-რუმინეთი 3:1

გოლები: 1:0 მიტროღლუ (14), 1:1 სტანჩუ (19), 2:1 სალპინგიდისი (20), 3:1 მიტროღლუ (66)

საბერძნეთი (4-3-2-1): კარნეზისი - ჰოლებასი, პაპასტატოპულოსი, ტოროსიდისი, მანიატისი (77. კარაგუნისი) - ციოლისი, სიოვასი, კაცურანისი (86. სამარისი) - მიტროღლუ (80. გეკასი), სალპინგიდისი - სამარასი

რუმინეთი (4-4-2): ლობონტი - გარდოში, გოიანი, რაცი, მატელი - ტანასე (87. მაქსიმი), კოჩიში, ბურჩეანუ (74. ლაზარი), ტორიე (75. გროზავი) - სტანჩუ, მარიკა

გაფრთხილება: სიოვასი, კაცურანისი - ბურჩეანუ, კოჩიში, გოიანი, ლაზარი, რაცი

გაძევება: ლაზარი (90. რუმინეთი)

კუთხური: 4-2; ჯარიმა: 7-17; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 8-7 (5-2); ბურთის ფლობა: 55%-45%

მაყურებელი: 32 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
"მათ წინააღმდეგ თამაში არ მომწონს" - დე ბრუინი "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე
[VIDEO] ქოჩორაშვილმა "სევილიაში" პირველად ითამაშა - მისი გუნდი "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
"უდინეზემ" "მონცას" ქართველების გარეშე სძლია
[VIDEO] კვერნაძის დიდი პროგრესი და პირველი საგოლე მოქმედება სერია A-ში - "ფროზინონემ" "ფიორენტინა" გაანადგურა
იეგოიანის კარგი მატჩი - მისმა გუნდმა როტერდამულ დერბიში გაიმარჯვა
ბუნდესლიგაში ლოჩოშვილის დებიუტი შედგა - "კიოლნმა" ჩემპიონატი ლამაზი გამარჯვებით დაიწყო
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
[VIDEO] ალისონმა პენალტი აიკიდა და ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო- "ლივერპულმა" სახლში "ნოტინგემთან" ფრეს მიაღწია
ზივზივაძის 80 წუთი - "ჰაიდენჰაიმმა" დრეზდენის "დინამოს" თამაში შემოუტრიალა
შეთანხმება შედგა - ანდრია ბართიშვილი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"არაა აუცილებელი, "ოქროს ბურთი" პსჟ-ის ფეხბურთელს მისცენ" - მოურინიომ Ballon d'Or-ზე მოსაზრება დააფიქსირა
"ფეხბურთი უსამართლოა, მეტს ვიმსახურებდით" - ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩი შეაფასა
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს
სატრანსფერო საგა დასრულდა - ბრედლი ბარკოლა კარიერას "ლივერპულში" განაგრძობს
საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ დააჯარიმა
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტურის წინ: VINCERE O MORIRE!
მუნდიალი 2014. ევროპა. პლეი ოფის წინ: გასაუბრება ღმერთთან
"თავმოყვარეობა არ გაქვთ?! გათავისუფლებას და კომპენსაციას ელოდებით?!" - აზერბაიჯანის ნაკრების ცნობილ მწვრთნელს ისლანდიასთან განადგურების შემდეგ შეუტიეს
სერიოზულ ფინანსურ კომპენსაციას მიიღებს - სანტუშის გაშვება აზერბაიჯანელებს ეს თანხა დაუჯდებათ
"ეს მთლიანად შენს კისერზეა!" - ფიგუმ სანტუში გააკრიტიკა
ბენფიკა VS ბაიერნი - 60 ათასი ფანი კარგი ტესტია
"ეს ჩემი შეცდომა იყო" - მოურინიო პორტუგალიისთვის უარის თქმას ნანობს
საფრანგეთმა ევროპის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო [VIDEO]
რუმინეთი VS საბერძნეთი - ბრძოლა იყო, ახლა ომის ჯერია
ᓘᓐᓞᓝᓜᓘᓐ-ᓡᓐᓑᓔᓠᓫᓜᓔᓗᓘ 0:0 - ᓗᓘᓗᓝ ᓥᓣᓚᓐ ᓓᓐ ᓙᓛᓐᓧᓝᓤᓘᓚᓔᓑᓐ [VIDEO]
სანტუშს მაროკოსთან მარცხი არ აპატიეს - პორტუგალიელთა თავკაცს გადააყენებენ
რუმინეთი-საბერძნეთი 1:1 - ტოროსიდისის სუპერგოლი... საკუთარ კარში [VIDEO]
გაურკვევლობა აზერბაიჯანის ნაკრებში - სანტუშის გაშვება საშინელი შედეგების გამო უნდათ, მაგრამ წინ ერთი დიდი პრობლემა დგას
რეჰაგელის არგონავტები: სად არიან ევროპის 2004 წლის ჩემპიონები