"ამნესტი ინტერნეიშენელი": მუშებს მონებივით ექცევიან
"სქაი სპორტსის" ცნობით, ავტორიტეტულმა საერთაშორისო უფლებადამცავმა ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშენელმა" საზოგადოებას 166-გვერდიანი დასკვნა წარუდგინა ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის განკუთვნილ ობიექტებზე მომუშავე ადამიანების უფლებების დარღვევათა ფაქტებზე და ფიფასგან შესაბამისი რეაგირება მოითხოვა. დოკუმენტში მრავლად არის მოყვანილი ფაქტები დამქირავებელთა მიერ მუშების ელემენტარული მოთხოვნილებების უგულებელყოფაზე.

უმთავრესი ბრალდებები შოკისმომგვრელია: 1. რიგით პერსონალს ხშირად უგვიანებენ ან საერთოდ არ უხდიან ხელფასს; 2. იგნორირებულია მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის აუცილებლობა.

მუშათა დიდი უმრავლესობა ყატარში სხვა ქვეყნებიდან არის ჩასული. ემიგრანტებს ხშირად აუტანელ საცხოვრებელ პირობებთან და ანტისანიტარიასთან უწევთ შეგუება. ყოველივეს შემდეგ კი, პრეტენზიების შემთხვევაში, მათ ქვეყნიდან გაძევებით ემუქრებიან. არანაკლებ მნიშვნელოვნად გვეჩვენება, რომ დამქირავებლები მუშებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და აიძულებენ, არანორმირებული სამუშაო გრაფიკით იმუშაონ. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანებს კვირების განმავლობაში გადაბმულად უწევთ სამუშაოზე ყოფნა და თანაც, დღეში 12 საათის განმავლობაში.

როგორც ჩანს, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო ზაფხულშიც, როდესაც ყატარში ტემპერატურა ძალიან მაღალია. აუტანელი პირობების გამო მარტო 2012 წელს დოჰას საავადმყოფოებში 1 000-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს. მათგან ყოველი მეათეს მდგომარეობა კრიტიკული იყო და ისინი შრომისუუნარონი გახდნენ.

"ამნესტი ინტერნეიშენელის" მიერ მომზადებული დოკუმენტი უკანასკნელ დღეებში უკვე მეორე იყო ამ თემაზე. იქამდე ანალოგიური სურათი წარუდგინა პრესას პროფკავშირების გაერთიანება IGB-მ. უკანასკნელთა მტკიცებით, თუკი საერთაშორისო საზოგადოებამ ყატარში სამუშაოდ ჩასულ მილიონზე მეტ ადამიანს ყურადღება არ მიაქცია და მათთვის პირობების გაუმჯობესება არ მოითხოვა, შესაძლოა, მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს და 2022 წლისთვის 4 ათას ადამიანს მიაღწიოს.

IGB-ის მტკიცებით, ყატარს რომ თავი დავანებოთ, 2018 წლისთვის რუსეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მშენებარე ობიექტებზე უჩვეულოდ ბევრია უბედური შემთხვევების რიცხვი. სამუშაოებს უკვე 40 ადამიანი ემსხვერპლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ყატარელ შეიხებს ჩემპიონთა ლიგის ალტერნატიული ტურნირის შექმნა სურთ

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად