რამდენიმე ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად უცხოეთში იმყოფება და ახალ საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვება
რამდენიმე ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად უცხოეთში იმყოფება და ახალ საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვება.

ამასობაში კი მსოფლიო საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA) განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა. ერთეულებში ქართველთაგან ისევ ანა ტატიშვილი მეწინავეობს - 499 ქულით 128-ე (წინა კვირის 128-ე) ადგილი უკავია.

შემდეგ მოდიან: 225 (223). სოფიო შაფათავა (262), 30), (299). ოქსანა კალაშნიკოვა (160), 467 (465). მარგალიტა ჩახნაშვილი (74), 474 (493). ეკატერინე გორგოძე (73), 690 (722). სოფიო ქვაცაბაია (32), 1204 (1196). თამარ ჭალაგანიძე (3), 1211 (1204). მარიამ ბოლქვაძე (3).

წყვილებში ოქსანა კალაშნიკოვას და ანა ტატიშვილს ადგილები არ შეუცვლიათ - 1594 და 10854 ქულით, შესაბამისად, 58-ე და 82-ე ადგილებზე არიან. 199(197). სოფიო შაფათავა (336), 428 (428). ეკატერინე გორგოძე (114), 495 (495). სოფიო ქვაცაბაია (92), 753 (753). მარგალიტა ჩახნაშვილი (34), 1224 (1215). თამარ ჭალაგანიძე (4), 1251 (1243). მარიამ ბოლქვაძე (3).

რამდენიმე ქართველი ჩოგბურთელი ამ კვირასაც კორტებზე გაატარებს. სოფიო შაფათავა უკრაინის (ბუჩა) ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ცდის ძალებს. იგი მეორე ნომრადაა განთესილი და 18 ნოემბერს პირველი ბარიერიც იოლად დაძლია - ჰოლანდიელ ლისან ვან რიეტს ორ სეტში აჯობა - 6:27 6:4, მე-2 წრეში რუს ევგენია პაშკოვასთან გაარკვევს ურთიერთობას.

ამ უკანასკნელმა სტარტზე კვალიფიკაციიდან აღზევებული უკრაინელი ოლექსანდრა პისკუნი დაამარცხა - 6:0, 6:2. აქ გამარჯვებული კი რუს მარია კულიჩკოვას (პირველ წრეში მე-7 ნომრად განთესილი თანამემამულე მარინა მელნიკოვა ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 6:4) და გერმანელ ტაისია მორდერგერს (უკრაინელ ანა ბოგოსლავეცს სძლია - 6:1, 6:0) შორის უძლიერესს გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში შაფათავა მასპინძელ ანასტასია ვასილიევასთან არის შეამხანაგებული და ეს დუეტი ასპარეზობის რეიტინგფავორიტია (ერთეულებში ვასილიევაა პირველი ნომერი). პირველ წრეში ქართულ-უკრაინული ტანდემი მასპინძლებს - ალიონა სოტნიკოვასა და მარიანა ზაკარლიუკს შეხვდება.

ანტალიის ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ორი ქართველი იბრძოლებს. ეკატერინე გორგოძე მეორე ნომრადაა განთესილი. არადა, იგი საკვალიფიკაციოდან მოხვდა ძირითად ბადეში - კიოკა ოკამურა (იაპონია) დაამარცხა - 6:2, 6:4. გორგოძე პირველ წრეში დარია საპოტოვას (ბელორუსი) შეხვდება.

მერვე ნომერია სოფიო ქვაცაბაია. სტარტზე მისი მეტოქეა დიანა ბუზეანუ (რუმინეთი). საგულისხმოა, რომ რუმინელმა ჩვენებურს ორი წლის წინათ ანტალიის ტურნირის ნახევარფინალში სძლია - 6:0, 6:1 და ახლა ქვაცაბაია რევანშის აღებას შეეცდება.

რაც შეეხება წყვილთა პაექრობებს, ეკატერინე გორგოძისა და მარტინა პრადოვას (ჩეხეთი) დუეტი მეოთხე ნომერია და პირველ წრეში თურქებს - გიზემ მელისა ატესსა და ირემ ტალია კოკენს შეხვდება.

ანტალიის ვაჟთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში მე-3 ნომრად ჩაებმება ნიკოლოზ ბასილაშვილი, წინა შეჯიბრების მეორე პრიზიორი. სტარტზე ჩვენებურს გერმანელი მარიან ნეტუშილი გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
3 ოპერაციის შემდეგ ანა ტატიშვილი დიდ ჩოგბურთს უბრუნდება
WTA-ᓡ ᓒᓐᓜᓐᓮᓚᓔᓑᓣᓚ ᓠᓔᓘᓢᓘნᓒᓨᓘ ᓨᓕᓘᓓᓘ ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓘ ᓩᓝᓒᓑᓣᓠᓗᓔᓚᓘ ᓛᓝᓮᓕᓓᓐ
ანა ტატიშვილი: ახლა "უპატრონო მოთამაშე" აღარ ვარ
ᓡᓝᓤᓘᓝ ᓥᓕᓐᓪᓐᓑᓐᓘᓐ WTA-ᓡ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᓨᓘ 84 ᓡᓐᓤᓔᓮᓣᓠᓘᓗ ᓓᓐᓬᓘᓜᓐᓣᓠᓓᓐ
ᓡᓝᓤᓘᓝ ᓨᓐᓤᓐᓗაᓕᓐ WTA-ᓡ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᓨᓘ ᓮᓣᓗᓘ ᓡᓐᓤᓔᓮᓣᓠᓘᓗ ᓓᓐᓬᓘᓜᓐᓣᓠᓓᓐ
ავსტრალიის ღია პირველობა. II დღე: ამჯერად მშვიდი დღე
ᓨᓕ
ᓡᓝᓤᓘᓝ ᓨᓐᓤᓐᓗᓐᓕᓐ WTA-ᓡ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᓨᓘ ᓩᓐᓛᓝᓥᓕᓔᓘᓗᓓᓐ
ᓛᓐᓠᓘᓐᓛ ᓑᓝᓚᓥᓕᓐᓫᓔ WTA-ᓡ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᓨᓘ 195 ᓡᓐᓤᓔᓮᓣᓠᓘᓗ ᓓᓐᓬᓘᓜᓐᓣᓠᓓᓐ
"ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ..." - ანა ტატიშვილი განცხადებას ავრცელებს
ანა ტატიშვილმა მესამე ოპერაცია გაიკეთა
ᓡᓝᓤᓘᓝ ᓨᓐᓤᓐᓗᓐᓕᓐ WTA-ᓡ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᓨᓘ 195-ᓔ ᓐᓓᓒᓘᓚᓖᓔᓐ