საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ახალი ნოვაცია წამოიწყო - საკლუბო ჩემპიონატი, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართება
საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ახალი ნოვაცია წამოიწყო - საკლუბო ჩემპიონატი, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართება.

მართალია, ქართულ ძიუდოში კლუბები წინა წლებშიც ყოფილა და ახლანდელი ინიციატივა მთლად ნოვაცია არაა, მაგრამ მაშინ ქვეყნის პირველობა ან საერთოდ არ ტარდებოდა და მხოლოდ ერთი გუნდი არსებობდა ეროვნული ნაკრების ბაზაზე - "საგარეჯო", ან ძალზე ცოტა გუნდი იყო. თუკი ფედერაციის ახლანდელ განზრახვას ვენდობით, ჩემპიონატის ჩატარების სისტემა ბევრად მწყობრი იქნება.

შეჯიბრება ამჯერად მხოლოდ ეგრეთ წოდებულ საფესტივალე ასაკში - 1998-99 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართება, ეს კი ის ასაკია, 2015 წელს თბილისში გასამართავ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში რომ უნდა იასპარეზონ. ეს ამბავიც იმ ღონისძიებამ დააჩქარა, რადგან მოზარდებს კიდევ ერთი შანსი ეძლევათ დასაოსტატებლად, მწვრთნელებს - შემადგენლობის შესარჩევად.

საჭიდაო სახეობებში საკლუბო სისტემაზე გადასვლა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ფედერაციებისადმი. ჯერჯერობით მას საქმის და არა შეპირების დონეზე მხოლოდ ძიუდოს ფედერაცია გამოეხმაურა, რომელმაც ამ ტურნირის გასამართავად დაფინანსების ალტერნატიული გზა მოძებნა - ძიუდოს განვითარების ფონდში მოზიდული თანხებით ატარებს.

სამწუხაროდ, ჩვენთან მეცენატობა-სპონსორობის ინსტიტუტი სათანადოდ არაა განვითარებული და არც კანონმდებლობა უწყობს ხელს დიდად. ასეთ პირობებში კი ორმაგად მისასალმებელია ამ ფონდის ჩამოყალიბება.

კონკრეტულ დამფინანსებლებზე ვერაფერს გეტყვით (ისე კი, ეს ნებაყოფლობითია), მაგრამ კარგი იქნება, ის სისტემად თუ იქცევა ძიუდოში და არ იქნება ფედერაციის დღევანდელ პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის პოსტზე ყოფნასთან დაკავშირებული.

სამომავლოდ განზრახულია ანალოგიური შეჯიბრების გამართვა ახალგაზრდებსა და უფროსებშიც, ოღონდ ეს წლეულს ვერ მოესწრება. ცხადია, იმათ ბევრად მეტი ფინანსები დასჭირდება და, იმედია, ფედერაციისა თუ ფონდის ჯიბე ამდენს გასწვდება.

ამჟამად მიმდინარეობს კლუბების რეგისტრაცია. ბევრი მათგანი, რეალურად, უკვე შექმნილია და მხოლოდ დარეგისტრირებაღა აკლია, ბევრი კი ახლა იქმნება როგორც თბილისში, ასევე - რეგიონებში.

ვფიქრობთ, საკლუბო ჩემპიონატის ამოქმედებით დიდი საქმე გაკეთდება, რადგან ამით თავის გამოჩენის შანსი ბევრ ისეთ სპორტსმენს მიეცემა, ვინც ნაკრებში ვერ ხვდება.

შესაძლებელია ლეგიონერთა ჩამოყვანაც, ამ ყველაფრით კი კონკურენციაც გაიზრდება და ძიუდოსადმი ინტერესიც. თან, გაუმჯობესდება სპორტსმენთა ფინანსური მდგომარეობაც.

ოღონდ აქ ისიც განვმარტოთ, რომ ნამდვილი ჩემპიონატი ჩვეულებრივი ციკლია, რამდენიმესაფეხურიანი შეჯიბრება და არა ახლანდელივით ერთდღიანი ტურნირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა