18 ნოემბერი ქართული სპორტისთვის, კერძოდ კი, მძლეოსნობისთვის, მნიშვნელოვანი დღეა
18 ნოემბერი ქართული სპორტისთვის, კერძოდ კი, მძლეოსნობისთვის, მნიშვნელოვანი დღეა - საფუძველი ეყრება ახალი სტადიონის მშენებლობას, რომელიც 4 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი.

კაფსულის ჩადგმასა და მოგვიანებით, მძლეოსნობის სასახლის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ევროპელმა სტუმრებმაც მიიღეს.

მანამდე ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ჰანციორჟ ვირცი, ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი კარელ ჰილნი, ბელორუსის მძლეოსნობის ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი ანატოლი მაკარევიჩი, ლატვიის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი გუნტის ზალიტისი, უკრაინის მძლეოსნობის ფედერაციის მესაჭე იგორ ოტსულსი, კვიპროსის მძლეოსნობის ფედერაციის თავკაცი ანტონიოს დრაგოსი და საბერძნეთის მძლეოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი პანაგიოს დიმაკოსი ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს სტუმრობდნენ და პრეზიდენტს - ლერი ხაბელოვსა და გენერალურ მდივანს - ემზარ ზენაიშვილს შეხვდნენ.

სეოკ-ის პრეზიდენტმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა, რომ გამონახეს დრო ამ სასიხარულო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

"მიუხედავად იმისა, რომ მოჭიდავე ვიყავი და წარმატებებიც მქონდა, მძლეოსნობა იყო და რჩება ჩემთვის საყვარელ სპორტის სახეობად. ბავშვობაში სპორტის ამ სახეობით გატაცებული ვიყავი და ერთი პერიოდი სპრინტსაც დავრბოდი.

მძლეოსნობაში ჩვენ დიდი წარმატებები გვქონდა, გვყავს ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები. ამიტომაც სასიხარულოა, რომ იხსნება მძლეოსნობის სასახლე და, ბოლოს და ბოლოს, საძირკველი ეყრება მძლეოსნობის სტადიონის მშენებლობას.

ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი, რომელიც ამავდროულად, "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტსაც ხელმძღვანელობს, ბევრს აკეთებს სპორტის ამ სახეობისთვის. კარგია, რომ გაისად საქართველო ევროპის გუნდურ ჩემპიონატსაც უმასპინძლებს. ვფიქრობ, დღევანდელი დღე ჩვენს ქვეყანაში სპორტის დედოფლის ახალ სიმაღლეებზე აყვანის საფუძველი იქნება" - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.

ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის თავკაცმა ჰანციორჟ ვირცმა მონდომება შეგვიქო და აღნიშნა, რომ მძლეოსნობის განვითარება ყველა ქვეყნისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. "როდესაც ამ შენობაში შემოვედი, მივხვდი, რომ საქართველოში სპორტი სხვა საფეხურზე ადის.

მოხიბლული ვარ ოლიმპიური მუზეუმითაც. სპორტული ბაზების განვითარება ყველა სპორტის სახეობისთვის საჭიროა, თუმცა დღეს აქ მძლეოსნობის ახალი სტადიონის საფუძვლის ჩაყრისთვის ვიმყოფებით და მიხარია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში ჩვენი წვლილიც შეგვაქვს.

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დღეს საქართველოშო მძლეოსნობა ახლიდან იბადება. ნებისმიერი სახის სპორტული ინფრასტრუქტურა მონუმენტებივითაა და მინდა, ქართულ სპორტს ეს დღე მივულოცო" - დასძინა ჰანციორჟ ვირცმა.

სეოკ-ის პრესცენტრი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა