ბერნის არავინ დაინდობს
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, გერმანელ მიხაელ შუმახერს მიაჩნია, რომ სებასტიან ფეტელს შეუძლია გააუმჯობესოს მისი რეკორდი კარიერაში მოპოვებული ტიტულების რაოდენობით.

"როცა უყურებ სებასტიანის სტაბილურ ფორმას და იმას, თუ რამდენს მიაღწია ახალგაზრდა ასაკში, გესმის, რომ მისი მიღწევები უკვე უნიკალურია. დღეს ფორმულა 1-ში რამდენიმე ბრწყინვალე პილოტი გამოდის, მაგრამ ბევრი ვერ ახერხებს, ერთად შეკრიბოს ყველა საჭირო ასპექტი, როგორც ამას ფეტელი აკეთებს.

დარწმუნებული ვარ, როცა სებასტიანი პატარა ბიჭი იყო, ტელევიზორის ეკრანთან ცდილობდა იმის გაანალიზებას, რასაც მე ტრასაზე ვაკეთებდი. კარგია, რომ სები დღემდე მირეკავს და კითხვებს მისვამს.

პირადად მე ყოველთვის მიმაჩნდა - რეკორდები იმისთვის დაამყარეს, რომ ისინი გააუმჯობესონ. ცხადია, რომ სებასტიანს შეუძლია გახდეს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი. ის ჯერაც ახალგაზრდაა და არ მობეზრებია გამარჯვებები. მან შეიძლება გამისწროს კიდეც ტიტულების რაოდენობით. ძალიან მინდა, ფეტელმა მომავალშიც მიაღწიოს წარმატებებს", - განაცხადა შუმახერმა ტელეარხ RTL-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბერნის არავინ დაინდობს

ფორმულა 1-ის კომერციული უფლებების მფლობელი კომპანიის - CVC-ის დამფუძნებელმა დონალდ მაკენზიმ განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია უყოყმანოდ გაანთავისუფლებს ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერს ბერნი ექლსტოუნს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ბრიტანელს დამნაშავედ სცნობს ყოფილი ბანკირისთვის, გერჰარდ გრიბოვსკისთვის ქრთამის გადაცემაში.

ამასთან, მაკენზიმ უარყო ჟურნალისტთა ვარაუდი იმის შესახებ, რომ CVC ექლსტოუნს თანამდებობას ბიზნესზე მისი გავლენის გამო უნარჩუნებდა.

"თუ დამტკიცდება, რომ მისტერ ექლსტოუნი რაიმე კრიმინალურს სჩადიოდა, ჩვენ მას გავანთავისუფლებთ", - განაცხადა მაკენზიმ.

CVC-ის დამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ 2011 წლის იანვარში ექლსტოუნმა მას მოუყვა, რომ გრიბოვსკის ფული გადაუხადა.

"მან ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ დაავიწყდა ამის მოყოლა. ბერნის თქმით, მას მე არასოდეს მოვუტყუებივარ. თუმცა ჩემთვის ძნელი დასაჯერებელია ის, რომ მას დაავიწყდა, ვიღაცას 40 მილიონი დოლარი როგორ გადაუხადა", - მოჰყავს მაკენზის სიტყვები სააგენტო "როიტერს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აშშ-ის გრანპრი: ისევ ფეტელი, ამჯერად რეკორდით

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
ფორმულა 1: ყველაზე გავლენიანები: პრინცი ალბერი და სხვები
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
ფორმულა 1: მუდმივი არაფერია
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
ფორმულა 1: მესამე მანქანა იქნება?
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
ფორმულა 1. იაპონიის გრან-პრის შემდეგ: შეთქმულების თეორია "მერსედესის" წინააღმდეგ
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
ფორმულა 1: ბერნი ექლსტოუნის სიდედრი თავისუფალია
ფორმულა 1: დიდი ცირკი მფლობელს იცვლის
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
ფორმულა 1: მოტაცება ბრაზილიურად