განა და ალჟირი მუნდიალზე არიან
აფრიკიდან მუნდიალის მონაწილეთა სია შეივსო: ბოლო ორი საგზური განის და ალჟირის ნაკრებებმა მოიპოვეს...

უცნაური ნაკრებია ეგვიპტე - აფრიკის თასზე თითქმის ყოველთვის ღირსეულად გამოდის, მაგრამ როგორც კი მსოფლიოს ჩემპიონატს ახსენებ... თითქოს ფარაონებისა და პირამიდების ძალა ეგვიპტელებს მხოლოდ თავიანთ კონტინენტზე ჰყოფნით და მუნდიალისკენ არც კი იყურებიან. ეგვიპტეს ყველაზე მეტჯერ (7) აქვს მოგებული აფრიკის თასი, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ ორჯერაა ნამყოფი - 1934 და 1990 წლებში.

ამჯერად ეგვიპტელებს ბობ ბრედლის იმედი ჰქონდათ, ამერიკელი სპეციალისტის, რომელმაც წინა მუნდიალზე ეროვნული ნაკრები ჩაიყვანა აფრიკაში. თუმცა უცხოელი მწვრთნელის მოწვევამ ვერ გაამართლა... ამ დაპირისპირების ბედი პირველსავე შეხვედრაში გადაწყდა, როდესაც ჯეიმს კვასი აპიას "შავმა ისრებმა" 15 ოქტომბერს "ბაბა იარა სტედიუმზე" 6:1 მოიგეს.

კაიროში მასპინძლებმა ერთადერთი იმით მოიფხანეს გული, რომ მოკრძალებულად მოიგეს და ბოლომდე არ შერცხვნენ. თუმცა საერთო ანგარიში - 3:7 - ძალიან ცუდად კი ხვდება თვალს.

როგორც ჩანს, ეგვიპტეს რაღაც მაგიური კავშირი აქვს "ჰალ სიტისთან", რადგან პირველი გოლი "ვეფხვების" ყოფილმა შემტევმა, თქვენთვის კარგად ნაცნობმა ამრ ზაკიმ გაიტანა, ხოლო მეორე დაშავებული კაჰრაბას ნაცვლად მინდორზე გამოსულმა მოჰამედ ნაგი აფაშმა ანუ უბრალოდ გედომ, რომელიც ამჟამადაა "ჰალის" ფეხბურთელი.

გედომ ანგარიში 2:0 გახადა, მაგრამ არანაირი ილუზია რაიმე შანსზე და 5:0-ზე არავის ჰქონია, ეს მხოლოდ 85-ე წუთზე მოხდა. თანაც, 89-ეზე შეცვლაზე 10 წუთის გამოსულმა კევინ-პრინს ბოატენგმა უგოლოდ ვერ მოისვენა, ასამოა გიანის პასი შეირგო და საბოლოო ანგარიში - 2:1 დააფიქსირა.

აი, ასე ცალი ფეხით მოიპოვა განამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური და სავსებით დამსახურებულად, რადგან მეტოქეს აშკარად სჯობდა და ფინალურ ეტაპზეც ხელწამოსაკრავი არავისთვის იქნება. ალბათ, გახსოვთ განელთა კარგი თამაში და დრამატული მარცხი ურუგვაისთან სკანდალურ შეხვედრაში - აფრიკელებს ძალიან არ გაუმართლათ, თორემ განა კონტინენტის პირველი წარმომადგენელი გახდებოდა, რომელიც ნახევარფინალს უწევდა.

მაშინ "შავ ისრებს", გარდა თავიანთი არაზუსტი გასროლებისა, ლუის სუარესის "ღმერთის ხელის" ცრუ და მოდერნიზებულმა ვარიანტმა გადაუღობათ გზა.

ასე რომ, კოტ დივუარისა არ იყოს, განა ზედიზედ მესამედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. 2006 წლამდე ვერც ერთი ეს ნაკრები ვერ ახერხებდა მუნდიალზე მოხვედრას.

ყველაზე უიღბლო კაცი კი მთელ ამ ისტორიაში ვინ არის, იცით? საწყალი ბობ ბრედლი, რომლის სიმპათიური ამერიკა ჯერ სამხრეთ აფრიკაში დამარცხდა განასთან მძიმე ბრძოლაში, ახლა კი ამერიკელი განელებმა აქაც არ გაახარეს. თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბრედლის თუ აქამდე არცერთი ქვეყანა არ სძულდა, ამიერიდან შესძულდება.

მოგვიანებით ალჟირის ნაკრებმა 1:0 მოუგო ბურკინა ფასოს და მუნდიალის საგზური სტუმრად გატანილი გოლების წყალობით მოიპოვა. გამარჯვების გოლის ავტორი მაჯიდ ბუღერაა.

ეგვიპტე-განა 2:1 (1:6)

გოლები: ზაკი (25), 2:0 გედო (85), 2:1 კ. ბოატენგი (89)

ალჟირი-ბურკინა ფასო 1:0 (2:3)

გოლი: 1:0 ბუღერა (49)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბლაჰ
საღოლ გუდმენ :დ მაგარი სტატიაა!
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
[VIDEO] კვლავ გამარჯვების გარეშე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" დამარცხდა
[VIDEO] ლა ლიგაში გულიაშვილის დებიუტი შედგა - "რასინგმა" "ელჩეს" მოუგო
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
"ასტონ ვილა" მზადაა აბრაჰამი გაანათხოვროს
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
"მე "ოქროს ბურთის" ფავორიტებად მათ მივიჩნევ" - ჰარგრივზმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
შესანიშნავი შვიდეული: მათ ყველა ტოპჩემპიონატში გაიტანეს
ევროუქმეების ფაქტები და ციფრები: რაფინირებული რაფინია
ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓐ-ᓒᓐᓜᓐ 2:2 - ᓙᓚᓝᓖᓔ, ᓙᓐᓪᓘ-ᓘᓡᓢᓝᓠᓘᓐ [VIDEO]
ჭირვეული ვარსკვლავი კევინ-პრინს ბოატენგი: მთელ ფულს ქალებში, კლუბებში და მანქანებში ვხარჯავდი
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 2 აგვისტო
ᓞᓝᓠᓢᓣᓒᓐᓚᓘᓐ-ᓒᓐᓜᓐ 2:1 - ᓒᓐᓛᓐᓠᓯᓕᓔᓑᓐ ᓡᓐᓙᓛᓐᓠᓘᓡᓘ ᓐᓠ ᓐᓦᓛᓝᓩᓜᓓᓐ
ᓒᓐᓜᓐ-ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓐ 2:2 - ᓙᓚᓝᓖᓔᓛ ᓠᓝᓜᓐᓚᓓᓝᓡ ᓠᓔᓙᓝᓠᓓᓘ ᓒᓐᓘᓛᓔᓝᓠᓐ [VIDEO]
სილვიო ბერლუსკონის შავი სია - ვინ წავა "მილანიდან"
ასამოა გიანი ავიაკომპანიის მფლობელი გახდა
ტოპ-ლიგები. ტურის ფაქტები: ენრიკესა და რანიერის ასები
ასეთი რამ შეიძლება მესისაც დაემართოს - ლეომ მუნდიალზე ანტირეკორდი გაიმეორა
ᓞᓝᓠᓢᓣᓒᓐᓚᓘᓐ-ᓒᓐᓜᓐ 2:1 - ᓞᓝᓠᓢᓣᓒ-ᓐᓕᓘᓐ [VIDEO]