<p>შოტლანდიელმა მსაჯებმა უახლოესი ტურისთვის გაფიცვა გამოაცხადეს <br> უახლოეს უიკენდზე შოტლანდიის ოთხივე დივიზიონის ყველა მატჩს, პრემიერლიგის ჩათვლით, უცხოელი არბიტრები იმსაჯებენ: ადგილობრივმა მსაჯებმა გაფიცვა გამოაცხადეს. ასეთი რამ შოტლანდიური ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა. ორიოდე წლის წინ, როდესაც მათი შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით დავა დაიწყო, მსაჯებმა მხოლოდ დაიმუქრნენ მატჩების განსჯაზე უარის თქმით, მაგრამ მაშინ კონფლიქტის ჩახშობა მოხერხდა.</p><p>გასულ კვირას გადამწყვეტ მოქმედებებს ხმა შოტლანდიის ორმოცმა წამყვანმა მსაჯმა მისცა, რითიც კლუბების მხრიდან მათ მიმართ გაჩაღებულ კრიტიკულ კამპანიაზე მოახდინა რეაგირება. მსაჯების კრიტიკაში განსაკუთრებით "სელტიკი" აქტიურობდა. თეთრმწვანეეების უკმაყოფილება მსაჯის დუგი მაკდონალდის მოქმედებებმა გამოიწვია. მან "სელტიკი" "დანდი იუნაიტედთან" მატჩში გლაზგოური გუნდის სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, შემდეგ კი გააუქმა. მოგვიანებით, მაკდონალდი ერთერთ დამხმარეს გაესაუბრა და თავისი გადაწყვეტილების გასამართლებელი საბაბი მოიგონა, თავის უფროსებსა და "სელტიკის" წარმომადგენლებსაც ცრუ ვერსია მიაწოდა. საბოლოოდ მან აღიარა რომ იცრუა, მაგრამ არანაირი სასჯელი არ მიუღია. "სელტიკს" კონფლიქტი უილი კოლამთანაც ჰქონდა, ქვეყნის კიდევ ერთ წამყვან არბიტრთან, რომელმაც "რეინჯერსთან" მატჩში პენალტი დანიშნა. მოგვიანებით, კოლამმა რამდენიმე სიცოცხლის მუქარის შემცველი სატელოფონო ზარი მიიღო.</p><p>დღეისთვის ცნობილია, რომ გაფიცვა მხოლოდ უახლოესი ტურის თამაშებს შეეხება. შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაცია ადგილობრივი მსაჯების შემცვლელებს ირლანდიაში, უელსსა და ინგლისში ეძებს. შესაძლოა, დასახმარებლად შოტლანდიაში შვედები ჩავიდნენ.</p>
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე