"რეკორდი": ებრალიძეს უკვე აკვირდებიან უფრო დიდი კლუბები და "ჟილ ვისენტეს" მისი შენარჩუნება გაუჭირდება
მომდევნო ტურში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტეს", რომელიც ახლა პორტუგალიის ჩემპიონატში მე-4 ადგილით იწონებს თავს, სტუმრობა ელის კუნძულ მადეირაზე - 24 ნოემბერს "მარიტიმუს" ხვდება, მაგრამ დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ვერ დაეხმარება ჩვენებური.

9 ნოემბერს ებრალიძე სათასო მატჩში გააძევეს "კოვა პიედადეს" წინააღმდეგ, ბარათი კი ჩემპიონატზეც ვრცელდება.

ამასობაში პორტუგალიურ "რეკორდში" გამოქვეყნდა ინტერვიუ ებრალიძესთან, სადაც 22 წლის ფეხბურთელმა განაცხადა:

"ფეხბურთის თამაში ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ახლა კი კარიერის დიდებული დრო მიდგას".

აი, როგორ დაახასიათა "რეკორდმა" ჩვენებური:

"ავთანდილ ებრალიძე, უბრალოდ, ავთო - ის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია პორტუგალიაში.

ვინგერი, რომელმაც "ჟილ ვისენტესთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც უფრო მარცხენა ფრთაზე თამაშობს, თუმცა, ძირითადად, მარჯვენა ფეხს იყენებს, როგორც... კრიშტიანო რონალდო, მაგრამ ის უფრო ლეო მესის ჰგავს, აღნაგობის გამო და იმიტომაც, რომ ძალიან მშრომელია და ამ დონეზე ასასვლელად ბევრი ოფლი ღვარა.

ძალიან ბევრმა დაადგა თვალი ავთოს, მისგან ბევრს ელიან", - ვკითხულობთ "რეკორდში".

"რეკორდის" ცნობით, "ჟილ ვისენტეს" ორ ახალგაზრდა ტალანტს, ავთოს და დიოგო ვიანას უკვე ბევრი მთხოვნელი ჰყავს და "ჟილ ვისენტეს" მათი შენარჩუნება გაუჭირდება. ამ ორს უკვე რამდენჯერმე დააკვირდნენ უფრო დიდი კლუბების სკაუტები, თუმცა რომელი კლუბების, "რეკორდი" ამის შესახებ არ იტყობინება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავთო ებრალიძე: ნაკრები დიდი ტრამპლინია

irina
წარმატებები..
გიო
ასეთი კარგი ბიჭები თუ გვყავს, ნაკრებს რა ემაეთება. გაითვალიწინოს ქეცბაიამ.
imedo
ღმერთმა ქნას რომ ითამაშოს დიდი ფეხბურთი
თემრაზი
აუ გაგვედება. ამასაც თუ ქება დაუწყეს და უკვე ცაში აიყვანეს სხვა ფეხბურთელებივით მოუვა. დავით დავართქილაძეს რაც შეეხება ასეთი .... სპორტული ჟურნალისტი, .... არა უფრო უნიჭო ალბათ - მე არ მინახავს
guja_kakhadze
ავთო! შრომა ყოველთვის ფასდება. გახარებულს გევლოს!!!!
მერაბი
მარად მწვანე ყენია დამისი მწვრთნელი თავართქილაძე.
მერაბი
თავართქილაძევ აი ვინ უნდა მოიყვანო მაგალითად.
მერაბი
აი ვისი იმედი უნდა გვქონდეს. წარმატებები ავთოს.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
გიორგი არაბიძისა და ავთო ებრალიძის "ნასიონალი" პორტუგალიის პრიმეირა ლიგიდან გავარდა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" ქულები დაკარგა
ლეგიონის უქმეები: 6 გოლი და ჩაკვეტაძის კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი [VIDEO]
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ავთო ებრალიძემ რუმინეთში პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
ავთანდილ ებრალიძე გიორგი არაბიძის თანაგუნდელი გახდა
სენსაცია "დრაგაოზე" - აბურჯანიას გუნდმა "პორტუ" დაამარცხა
3 ქართველი ფეხბურთელი, რომელთა დამატებაზეც ქართულმა კლუბებმა უნდა იფიქრონ
ავთანდილ ებრალიძემ "ჩავესი" დატოვა და კარიერას მეორე დივიზიონის "ესტორილში" გააგრძელებს
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
პორტუგალია, კვიპროსი, აზია... ავთო ებრალიძე მომავალ კვირაში გადაწყვეტს
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
აბურჯანია ლობჟანიძის გუნდში გადავა
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
აბურჯანია კარიერას პორტუგალიაში განაგრძობს
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?