მუნდიალის 31-ე მონაწილე გაირკვა
საშინელი საკვალიფიკაციო ეტაპი მაინც კარგად დასრულდა და მექსიკა გახდა 31-ე ნაკრები, რომელმაც მუნდიალის საგზური მოიპოვა.

ის, რომ "აცტეკები" მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებდნენ, პირველი მატჩის შემდეგაც ცნობილი იყო, მაგრამ ოფიციალურად ყველაფერი გუშინ გაფორმდა. ველინგტონში გამართული მატჩის გმირი ორიბე პერალტა გახდა, რომელმაც პირველ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, ამჯერად კი ის ჰეთთრიქის ავტორად მოგვევლინა.

ზელანდიელებმა ბოლო 10 წუთში, 0:3-ზე გამოიღვიძეს, მაგრამ მატჩის ბოლო ბურთი მაინც მექსიკელებმა გაიტანეს - კარლოს პენიამ ეროვნულ გუნდში თავისი სადებიუტი ბურთი შეაგდო. საბოლოოდ, 2:4, ორი მატჩის ჯამში კი 9:3 მექსიკის სასარგებლოდ. კონკაკაფის წარმომადგენლები მთავარ საფეხბურთო ფორუმზე ზედიზედ მეექვსედ, სულ კი მე-15-ედ ითამაშებენ.

გვიან დასრულდა ურუგვაის და იორდანიას შეხვედრა, თუმცა ამ წყვილში ისედაც ყველაფერი გადაწყვეტილია. შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გაიმართა, ურუგვაის გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე 32-ვე გუნდი ამ მატჩამდეც ცნობილი იყო.

ახ. ზელანდია-მექსიკა 2:4 (1:5)

გოლები: 0:1 ო. პერალტა (14), 0:2 ო. პერალტა (29), 0:3 ო. პერალტა (33), 1:3 ჯეიმსი (80-პენ), 2:3 ფელონი (83), 2:4 პენია (86)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ურუგვაი და მექსიკა ბრაზილიაში არიან

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ᓤᓔᓚᓘᓥᓡ ᓛᓐᓒᕐᓗᕡ ᓘᓝᓐᓮᓘᓛ ᓚᓘᓝᓕᓘ ᓨᓔᓛᓝᕔᓚᕐᓜᓫᕦᕐ
ანხელ დი მარია - "ეშმაკებში" გაქცეული ანხელი
ᓩᓔᕖᓐᓠᓔ ᓞᓠᓐᓜᕓᕔᓚᓘ: ᕕᓘᓪᕘᓗ, ᓠᕝᕒᓝᕠ ᓒᓐᓕᕘᕓᕔᓗ ᓛᕣᓜᕓᕘᓐᓚᓘᕡ ᓤᓘᓜᕐᓚᓨᓘ!
ᓛᓔᓥᓡᓘᓙᓐ-ᓙᓐᓛᓔᓠᓣᓜᓘ 1:0 - ᓡᓐᓛᓐᓠᓗᓐᓚᓛᓐ ᓞᓣᓠᓘ ᓑᓝᓚᓝᓡ ᓭᓐᓛᓐ [VIDEO]
ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ ᓓᓐᕒᓦᓣᓞᓔᓡ ᓨᓔᓜ, ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ! - ᓐᓘ, ᓠᕐᓢᓝᓛ ᓐᓠ ᓛᓘᓰᓧᓐᓕᓡ ᓚᕘᓝᓕᓡ ᓙᓠᓣᕖᕔ
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ᓛᓔᓥᓡᓘᓙᓐ-ᓙᓐᓛᓔᓠᓣᓜᓘ 1:0 - ᓛᓡᓐᓯᓝ, ᓩᓐᓗᓕᓐᓚᓔ ᓜᓐᓦᓓᓘ ᓒᓝᓚᓔᓑᓘ! [VIDEO]
კოპა ამერიკა. C ჯგუფი: ვენესუელამ და მექსიკამ ურუგვაი ჯგუფში ჩატოვეს [VIDEO]
ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓘᓡ ᓜᓐᕙᕠᓔᓑᕘ: ᓚᓘᓝᓕᕘᓡ ᓞᕠᓝᓑᓚᓔᕛᓣᕠᓘ ᓢᓠᓘᓝ