სერია B-ში გადაწყვეტილება ვიდეოგამეორებით მიიღეს
"პალერმოს" და "რეჯინას" შორის გამართულმა სერია B-ს პაექრობამ მთელი საფეხბურთო იტალიის ყურადღება მიიპყრო და შესაძლოა, ეს ამბავი მთელ ევროპასაც მოედოს. საქმე იმაშია, რომ "ლეგა კალჩოს" სადისციპლინო კომიტეტმა ვიდეოგამეორების შედეგად ფეხბურთელს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა, ასეთი რამ კი აქამდე არ მომხდარა.

"პალერმოს" მცველმა სინიშა ანჯელკოვიჩმა "რეჯინას" ვეტერან ფორვარდ დავიდე დი მიკელეს (6 თამაში ეროვნულ ნაკრებში) გოლის გატანის შანსი არ მისცა, ბურთი ხელით გადააგდო კუთხურზე და საკუთარი კარი მშრალად შეინახა - თუმცა არბიტრმა ეს ვერ დაინახა და არა თერთმეტმეტრიანი, არამედ კუთხური დანიშნა. სადისციპლინო კომიტეტმა ვიდეოფირი გაარჩია და ანჯელკოვიჩს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.

აქვე განვმარტოთ, რომ ვიდეოგამეორების შედეგად, აქამდეც დაუსჯიათ ფეხბურთელები, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არბიტრს ის ეპიზოდი მთლიანად გამორჩენია. ანუ, როდესაც დარღვევა მოვლენების ეპიცენტრში არ ხდება და შესაბამისად, თამაშის მიმდინარეობაზე გავლენას არ ახდენს.

ამ შემთხვევაში მსაჯმა მიიღო გადაწყვეტილება, კუთხური დანიშნა, რეფერის გადაწყვეტილება კი აქამდე არასდროს გადაუხედავთ. "პალერმოს" მესვეურებმა ფედერკალჩოში აპელაცია შეიტანეს და თუ ეს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ისტორიული ფაქტის მომსწრენი გავხდებით - პირველად ფეხბურთის ისტორიაში, მსაჯის გადაწყვეტილება შეიცვლება. ჯერ უცნობია, თუ რა პოზიცია ექნება ამ ყველაფერზე ფიფა-უეფას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა