ტურნირის მთავარი გამარჯვებული, პრიზის მფლობელი, 21 წლის რომან აფანასენკა გახდა
"აჭარაბეთის" ორგანიზებით გამართულ პოკერის საერთაშორისო ტურნირში 100 000 დოლარი გათამაშდა.

ტურნირის მთავარი გამარჯვებული, პრიზის მფლობელი, 21 წლის რომან აფანასენკა გახდა, რომელიც ბელორუსიდან თბილისში სპეციალურად ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

პოკერის საერთაშორისო ტურნირი RPT საქართველოში პირველად იმართება. როგორც "აჭარაბეთის" მარკეტინგის დირექტორი ოთო შალიკაშვილი აცხადებს, მსგავსი ტურნირი, "აჭარაბეთის" ორგანიზებით, სექტემბერში კიევში ჩატარდა, რამაც ტურნირის მონაწილეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და გადაწყდა, რომ RPT საქართველოშიც ჩაეტარებინათ.

"RPT - ეს არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დიდი ლაივ-ტურნირების სერიის ბრენდი. თბილისი მას პირველად მასპინძლობს. "აჭარაბეთი" არის თანაორგანიზატორი და მასპინძელი ამ ტურნირის. მოთამაშეების რაოდენობამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა.

ათასზე მეტი მოთამაშეა ჩამოსული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე, ევროპიდან. ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს ტურნირი. გარანტირებული საპრიზო ფონდი არის 600 000 დოლარზე მეტი.

ერთ-ერთმა მოთამაშემ მოიგო 100 000 დოლარი. წინ კიდევ დიდი ტურნირი გველოდება. ტურნირი მაღალ დონეზეა ორგანიზებული, დაწყებული ინტერნეტსაკვალიფიკაციო რაუნდებიდან. ერთ-ერთმა მოთამაშემ 33-თეთრიანი საკვალიფიკაციო რაუნდი გაიარა ჩვენს საიტზე და 40 ათას დოლარზე მეტი მოიგო.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი ამ ტურნირის, რომ შეიძლება ინტერნეტით მოსულმა მოთამაშემ ასეთი დიდი თანხა მოიგოს. იმდენად წარმატებულად მიმდინარეობს ეს ტურნირი, მომავალშიც ვგეგმავთ გავაგრძელოთ RPT-სთან თანამშრომლობა და ჩავატაროთ მსგავსი მასშტაბური ტურნირები", - აცხადებს შალიკაშვილი.

ტურნირში გამარჯვებული რომან აფანასენკა კი აცხადებს, რომ თუ კიდევ გაიმართება მსგავსი ტურნირები, მონაწილეობის მისაღებად თბილისში ისევ ჩამოვა.

"ტურნირი ძალიან მომეწონა. კარგად არის ყველაფერი ორგანიზებული. ძალიან კმაყოფილი ვარ მოგებით, ვცადე და ყველაფერი გამომივიდა. აუცილებლად ჩამოვალ მომავალშიც", - აცხადებს რომან აფანასენკა.

ტურნირი 15 ნოემბერს დაიწყო და 24 ნოემბერს დასრულდება. 24 ნოემბერს MEGA EIVENT-ი გაიმართება, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი 150 000 დოლარია.

ამ დროისათვის მიმდინარეობს საკვალიფიკაციო სატელიტები, როგორც რეალურ, ასევე ონლაინ-რეჟიმში. გარდა ამისა, "აჭარაბეთის" ორგანიზებით, ტურნირის მონაწილეებისთვის ქართული კულტურის გასაცნობად სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

ნათია ლეშკაშელი

SHUKOVANI
რომელიმე არხმა რომ იყიდოს და , გაუშვას პირდაპირ ეთერში არ იქნება ურიგო ... :)) ძალიან მინდა ყურება :))
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე