სენსაცია დაფიქსირდა "ბენდელას" სტადიონზე, სადაც "სამტრედია" "საბურთალოსთან" 0:5 დამარცხდა

პირველ ლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა.

A ზონაში ლიდერებმა პოზიციები განიმტკიცეს: ფოთის "კოლხეთმა" "მეშახტეს" შინ 4:1 სძლია, "შუქურამ" კი "იმერეთს" - 5:0.

ფოთელთა ლიდერმა დათა სიჭინავამ დუბლი შეასრულა, თუმცა ბომბარდირთა დავაში დაწინაურება ვერ მოახერხა, რადგან ქობულეთელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, 21 წლის გიორგი ჩელებაძემ კვლავ გამოიჩინა თავი და ხონელებთან მატჩში დუბლი შეასრულა.

ლეგენდარული რევაზ ჩელებაძის ვაჟმა 11 ტურში 12 გოლის გატანა მოახერხა.

B ზონაში კი ლიდერებიდან ორმა გაიმარჯვა, ორიც დამარცხდა: ბათუმის "დინამომ" შინ ჩოხატაურის "ბახმარო" გაანადგურა - 7:0, ხოლო ხელვაჩაურის "მაჭახელამ" ქედაში "ბეთლემს" 2:0 სძლია, ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი "ჭიათურა" კი წყალტუბოში "სამგურალთან" 1:2 დამარცხდა.

სენსაცია დაფიქსირდა "ბენდელას" სტადიონზე: კონკურენტებთან უპირატესობა ვერც ლიდერმა "სამტრედიამ" შეინარჩუნა - "საბურთალოსთან" 0:5 დამარცხდა.

პირველი ლიგის დებიუტანტმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა, არადა, "საბურთალოს" საკადრო პრობლემები მოეძალა. მართალია, გუნდს შეუერთდნენ 19-წლამდელთა ნაკრებში მყოფი ფეხბურთელები, თუმცა ტრავმირებული დაბრუნდა მეკარე ოთარ გოშაძე, ცენტრალური მცველი ჯემალ ტაბიძე კი დისკვალიფიცირებულია და გუნდს ვერ დაეხმარა; ტრავმას იშუშებს "საბურთალოს" გამოცდილი ნახევარმცველი ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც ოქტომბრის შემდეგ უქმადაა.

პრობლემებმა გუნდის შედეგზეც იქონია გავლენა - თემურ შალამბერიძის შეგირდებს 12 სექტემბრის შემდეგ არ მოეგოთ.

აღსანიშნავია, რომ 13 ნოემბერს "სასკოსთან" თამაშისთვის გუნდმა 11 მოთამაშეც ვერ შეკრიბა და საბოლოოდ, ფედერაციამ მატჩი გადაუდო.

მართალია, "საბურთალო" მე-9 ადგილზეა, მაგრამ გუნდმა არა მხოლოდ "სამტრედიასთან", არამედ "მაჭახელასა" და "ჭიათურასთანაც" (რომლებიც უმაღლესში გადასასვლელად იბრძვიან) დაპირისპირებებშიც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა

A ზონა

დინამო 2-ადელი 5:2

შუქურა-იმერეთი 5:0

ჩხერიმელა-სქური 5:2

საპოვნელა-მერცხალი 2:0

ალგეთი-კახეთი 3:2

კოლხეთი (ფ) - მეშახტე 4:1

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. კოლხეთი (ფ) 11 9 1 1 25-6 28

2. შუქურა 11 8 2 1 36-11 26

3. საპოვნელა 11 8 1 2 21-8 25

4. დინამო 2 12 7 1 4 30-14 22

5. ალგეთი 11 7 1 3 16-9 22

6. მეშახტე 11 5 2 4 21-18 17

7. გაგრა 11 4 5 2 21-12 17

8. ჩხერიმელა 11 4 3 4 17-20 15

9. სქური 11 3 0 8 12-27 9

10. ადელი 11 2 2 7 13-29 8

11. კახეთი 11 2 1 8 10-28 7

12. იმერეთი 11 1 3 7 7-24 6

13. მერცხალი 11 0 2 9 6-29 2

B ზონა

სულორი-დილა 2 1:3

საბურთალო-სამტრედია 5:0

სტუ-სასკო 0:2

სამგურალი-ჭიათურა 2:1

დინამო (ბ)-ბახმარო 7:0

ბეთლემი-მაჭახელა 0:2

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. სამტრედია 12 9 1 2 21-11 28

2. მაჭახელა 12 8 3 1 20-5 27

3. დინამო (ბთ) 11 8 1 2 24-8 25

4. ჭიათურა 12 8 1 3 19-13 25

5. სამგურალი 12 6 3 3 25-18 21

6. დილა 2 12 5 2 5 18-22 17

7. სასკო 11 5 1 5 17-12 16

8. ბეთლემი 12 5 1 6 15-15 16

9. საბურთალო 10 4 2 4 18-13 14

10. ლოკომოტივი 12 4 1 7 17-20 13

11. სტუ 12 3 1 8 20-26 10

12. კოლხეთი (ხ) 12 2 3 7 11-28 9

13. ბახმარო 12 0 6 6 9-27 6

14. სულორი 12 1 2 9 6-22 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
თემურ შალამბერიძე: ვინც ინვესტორს ვერ მოიზიდავს, უმაღლესი ლიგიდან გავარდება
ოთარ გაბელია: თურქული შეკრება სასარგებლო იყო
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
შალამბერიძე: "აპოლონთან" ჩემი ფეხბურთელების მეიმედება
კენჭები კი არა, ლოდები - ევრო 2017-ის შესარჩევის წილისყრამ არ გაგვიმართლა
თემურ შალამბერიძე: ისეთი თამაში იყო, ვინც გოლს გაიტანდა, ის მოიგებდა
რევაზ ჩელებაძე: დიდი ალბათობით, "შუქურა" ლიგა 2-ში დაქვეითდება და...
დათა სიჭინავა "რუსთავში" მესამედ დაბრუნდა
"ცხინვალის" ფეხბურთელი Sportall.ge-სთან საუბარში თურქეთში დაკავების დეტალებს ჰყვება
ოთარ გოშაძე: ყველაფერი "ქასიმფაშასთან" კონტრაქტისკენ მიდის
თემურ შალამბერიძე: მსაჯმა გოლი ვერ დაინახა, ხდება ხოლმე
"როდესაც პირველად ბავშვი ხვიჩას თამაში ვნახე, მაშინვე გავვარდი და..." - "კვარას" აღმომჩენი თემურ შალამბერიძე ხვიჩას შესახებ ჰყვება
შალამბერიძე "აპოლონთან" მატჩზე: გადაულახავი ბარიერი არ არსებობს
ქობულეთის "შუქურაში" აფრიკელ და ბრაზილიელ ლეგიონერებს ელოდებიან
"საბურთალოს" თემურ შალამბერიძე უთავკაცებს
დათა სიჭინავა "რუსთავში" დაბრუნდა
თბილისის "საბურთალო": გოშაძე, ხარაიშვილი და გრიგალაშვილი ნაკრებში
გიორგი ხარაიშვილი: ეს შანსია, ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბს თავი მოაწონო
დათა სიჭინავა კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს
თემურ შალამბერიძე: შეიძლება, თავიდან გაგვიჭირდეს...
U19. საქართველო-უელსი 0:3 - მტკივნეული დარტყმა [VIDEO]
გორის "დილას" ოთარ მარცვალაძე და გუგა ფალავანდიშვილი დატოვებენ?
იქნებ ივარგოს... ახალი მწვრთნელი და უკრაინელი მოთამაშე ქობულეთის "შუქურაში"
"ჩემი მიზანი მაღალი დონის გუნდში გადასვლაა" - დათა სიჭინავა საფრანგეთში მიდის