სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თბილისელ ფალავანს მსაჯება გამარჯვება კინაღამ წაართვეს
ლევან ნახუცრიშვილი (68) სამბოში მსოფლიოს ჩემპიონია. თბილისელმა ფალავანმა ეს ტიტული 22 ნოემბერს მოიპოვა სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე ტურნირზე, რომელიც საიუბილეოა - სამბოს დაარსების 75-ე წლისთავზე ტარდება.

თუმცა წარმატებისთვის ქართველ ფალავანს გვარიანი ბრძოლა გადახდა, განსაკუთრებით - ნახევარფინალში, რუს დენის დავიდოვთან, სადაც მსაჯებმა კინაღამ წაართვეს გამარჯვება და რომ არა... რუს მაყურებელთა პროტესტი, ვინ იცის, ფინალში ვინ გავიდოდა.

შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრე, ნახუცრიშვილი 2:1-ს იგებდა, როცა მსაჯებმა ერთ-ერთი საკამათო ეპიზოდის ვიდეოგამეორების შემდეგ ქულა დავიდოვს მისცეს.

ცხადია, ამას ქართული დელეგაციის პროტესტი მოჰყვა, თუმცა ეს არაფერია ტრიბუნების ქცევასთან შედარებით - როგორც რუსული სპორტული საიტები წერენ, უსამართლობამ თურმე თვით რუსი ქომაგებიც აღაშფოთა, რომლებმაც ღრიალს საქმეც მიაყოლეს და ლეიბზე სხვადასხვა საგნები ისროლეს.

საბოლოოდ, მსაჯებმა უკან დაიხიეს და რამდენიმე გამეორების შემდეგ დენისოვს ქულა გაუუქმეს. შედეგად, ნახუცრიშვილი ფინალში გავიდა, ბულგარელ მარტინ ივანოვს მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

ფოტოზე: ტურნირს თვით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ადევნებდა თვალს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ia naktutsrishvili
ისევ ჩვენ ნახუცრიშვილებიიიიიიიიიიიი.სულ ასე წარმატებით გევლოს მთელი ცხოვრების მანძილზეეეეეე.გაიხარეეეეეე
პაატა კალმახელიძე
ლევან შენ ერის სიამაყე ხარ!
nika
გილოცავ, ძალიან მახარებს ქართველი სპორცმენების გამარჯვება ამ ისეთ დიდ ასპარესზე როგორზეც ლევანმა გვასახელა. უბრალოდ ერთ რამეზე მწყდება გული: ეს სპორცმენები მსოფლიო ჩემპიონატზე რომ წავიდნენ, ჩვენი ტელევიზიები სად იყვნენ? შემთხვევით უნდა ვიგებდეთ ამ ბიჭების წარმატებას? და ინტერნეტში უნდა ვეძებდი მათ ჭიდაობას? სულ ფეხბურთი რომ აკერიათ პირზე სადაც ყველაზე დიდი ფული ტრიალებს რატომ არ აქცევენ ყურადღებას ამ ბიჭებს? ან რატომ არ კეთდება ქუჩაში სარეკლამო რგოლები? და ასეთი წარმატებული სპორცმენი ბევრია საქართველოში რომელიც შეიძლება ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან რომ ვერც ვერაფერი გავიგოთ, როგორც ოლიმპიადაზე დაღუპული ქართველი. ამაზრზენია უკვე ყოველივე
maia
ბრავოო ლევან!
dada
გენაცვალე შენ, ბიჭო ლეო!!!
Tea
ლეოოო ყველაზე მაგარი ხარ :*:*:*
vaskulat
ვიდეო სადარი ბლინ
beqa
ლევან შენ გენაცვალე გაგვახარე საქართველო,შენი სოფელი და შენი ხალხი გენაცვალე შენ,ამაყობს საქართველო შენით,მადლობა რუსულ ქომაგს,ლევანი კიდევ ბევრს მოიგებს და ბევრს გაგვახარებს.
დავით
უპრიანი იქნებოდა,ვიდეო,რომ დაგედოთ.უფრო სრულყოფილებას შეძენდა თქვენ სტატიას და მკითხველის,ინტერესსაც დააკმაყოფილებდა,რაც ალბათ ამოსავალია თვქენი პროპესიისთვის და ამ სტატიის ავტორისთვის სიუჯეტის გაშუქებისას.წინასწარ მადლობა.
ალექსანდრე
საღოლ ლენინგრადელებს.
murtalo
ვიდეო დადეთ თქვე ბატებო!
ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
მინსკი 2019. სამბისტები ყოჩაღობენ - ფინალში ლევან ნახუცრიშვილმა რუსი მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა
სამბო. მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთი ცვლილებით
სამბო. მსოფლიოს ჩემპიონატი: 2-2 ოქრო-ვერცხლი, 5 ბრინჯაო და ჩიდრაშვილის ბენეფისი
ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ნახუცრიშვილის ოქრო, ჩიდრაშვილის ვერცხლი
სამბო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია
სამბო. ევროპის ჩემპიონატი: ქართველების 9 მედალი მინსკში [VIDEO]