მწვრთნელმა ფეხბურთელებს დავალებები სათადარიგო მეკარის საშუალებით გადასცა
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა ხაბი ალონსომ და სერხიო რამოსმა, რომელთაც ამსტერდამის "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში წითელი ბარათები მიიღეს, ეს გუნდის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს დავალებით გააკეთეს. მოურინიომ თავის ფეხბურთელებს დავალებები სათადარიგო მეკარის ეჟი დუდეკის საშუალებით გადასცა.

დუდეკმა, მიიღო რა ინსტრუქციები მოურინიოსგან, მივიდა "რეალის" ძირთად მეკარესთან, იკერ კასილასთან და მწვრთნელის მითითება გადასცა. შემდეგ კასილასმა ეს მითითებები ალონსოსა და რამოსამდე მიიტანა.

ალონსო მატჩის 87 წუთზე გააძევეს, რამოსმა კი წითელი ბარათი 90 წუთზე მიიღო. ორივე მოთამაშე დროის გაყვანისთვის დაისაჯა.

მატჩის მსვლელობისას ალონსომ და რამოსმა ყვითელი ბარათები მიიღეს. ეს მათთვის მეორე ყვითელი ბარათი იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ამ ტურნირში თუ მოთამაშეს სამი ყვითელი ბარათი დაუგროვდა, შემდეგ მატჩს ტოვებს. გაძევებით ალონსომ და რამოსმა ავტომატურად მიიღეს დისკვალიფიკაცია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში "ოსერთან", რომელსაც "რეალისთვის" სატურნირო მნიშვნელობა არ გააჩნია. მერვედფინალში ფეხბურთელები მონაწილეობის მიღებას უკვე უპრობლემოდ შეძლებენ, თუმცა შემდეგი ყვითელ ბარათს, მიღების შემთხვევაში, მეორე გაფრთხილებად ჩაუთვლიან.

უეფას დისციპლინარული კომიტეტი აპირებს შეხვედრის მსაჯის ანგარიში შეისწავლოს, სანამ ალონსოსა და რამოსს ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას მიუსჯიდეს.

ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე "რეალმა" G ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. მადრიდულმა კლუბმა 13 ქულა მოაგროვა. მეორე ადგილზე მყოფი "მილანის" აქტივში 8 ქულაა.

მომზადებულია AP-ის მიხედვით

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა