სოსლან კცოევთან მარცხის მიუხედავად, ქართველმა მოჭიდავემ ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველმა "თავისუფლებმა" 3 ბრინჯაო მოიპოვეს ბაქოში, "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ტურნირში.

მედალოსნები გიორგი ედიშერაშვილი (55), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60) და დავით მარსაგიშვილი (84) გახდნენ. გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მესამეზე გავიდნენ.

მარსაგიშვილმა პირველივე შეხვედრა დათმო რუსთა ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ სოსლან კცოევთან, თუმცა წაგებასაც გააჩნია - 2:11 დამარცხდა. თავიდან მარსაგიშვილმა იაქტიურა და მოხერხებული მანევრით ჩოქბჯენში გადაიყვანა - 2:0, თუმცა იქ ფეხებიდან ჯვარედინ მოვლებაზე რომ დაეტრიალებინა, სოლიდურ უპირატესობას მიიღებდა.

მერე წელიდან თითქოს კი უკეთებდა ტრიალს, მაგრამ მსაჯმა ჩასტვინა. მალევე მეტოქემ დათო დგომში ჯვარზე შეკვრიდან უკან გადაისროლა და ანგარიში გაათანაბრა. იმ მომენტში მარსაგიშვილი "დატუშვასაც" ძლივს გადაურჩა, თუმცა რა - სანაცვლოდ კცოევმა ორივე მხარეს სამჯერ დაატრიალა და 8:2 დაწინაურდა.

ჭიდაობის განახლებისთანავე მოწინააღმდეგემ ჩვენებური ტაქტიკურადაც მოატყუა - ისევ ჯვარედინ მოვლებაზე უცებ ცალი ხელით წელში შეუვარდა და სამქულიანზე გადააგდო.

შეგახსენებთ, რომ ისინი ერთმანეთს ორი კვირის წინ მოსკოვშიც უნდა შეხვედროდნენ "ევროპის ერთა თასზე", მაგრამ მარსაგიშვილმა იქ ჩასვლა დააგვიანა. კცოევი მოგვიანებით ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ჰამზათ ოსმანოვთან წააგო, თუმცა ჩვენებურს სანუგეშო წრეში გადასვლის საშუალება მიეცა, რაც გამოიყენა კიდეც.

მარსაგიშვილმა იქ ჯერ კანადელთა ოსი ლეგიონერი ტამერლან ტაგზიევი დაჯაბნა - 8:3, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი რუსი დაურენ კურუგლიევს 11:2 აჯობა.

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qar
ეეჰ, იშოვა ამანაც რაღაც ორი კაპიკი და დაიკიდა... მაგარი ზარმაცია ეტყობა, დამთავრდა ამის ჭიდაობა!
gio
ეს სულ სასწაული ანაგრიშებით როგორ უნდა აგებდეს
Shoda
ბატონო თავაძე, როორ გონიათ, ჭიდაობა ისეთი სპორტია, რომ ხან წააგებ და ხანაც მოიგებ! ა, როგორ ფიქრობთ?
cdoveli
მომავალში უკეთეს ფორმაში იქნება და ამას შეჭამს.
lllllllllllll
რუსია როგორაა სოსლან კცოევი? ოსია! ნუ რადგანაც ოსეთის რესპუბლიკა-ალანია ღრუსეთს ეკუთვნის ??? კაი გავიგე:D
ალექსანდრე
რაღა ეგ ნერვების მომშლელი ვიდეო დადეთ. ვიღაც ვლადიკავკაზელი ოსი უგებს ქართველს. მეტი სხვა ვერაფერი ნახეთ?
gizo
საწყენია, რომ ამ ნიჭიერმა, მაგრამ უდისციპლინო კაცმა, უკვე ბევრჯერ შეირცხვინა თავი. გააგდეთ ნაკრებიდან და ნახავთ, უცხოთში რა საოცრებებს დაატრიალებს!
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდნენ, ხუციშვილი და მარსაგიშვილი მედლების გარეშე დარჩნენ
დავით მარსაგიშვილი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ
დავით მარსაგიშვილის საუკეთესო მომენტები ინდოეთის პრო ლიგაში [VIDEO]
საპლაჟო ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა