უმაღლესი ლიგის ეს სამი კლუბი მხოლოდ დაპირებების იმედზეა

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სამი ბინადრის მდგომარეობა კვლავაც არასახარბიელოა. შეგახსენებთ, "სამტრედიას", "ბაიასა" და "კოლხეთს" სეზონის მსვლელობისას ფინანსურად ძალიან გაუჭირდათ და დღეს ყოფნა-არყოფნის პრობლემა უდგათ. ჯერჯერობით, სამივე გუნდი მხოლოდ დაპირებების იმედზეა. გუშინ სამივეს წარმომადგენლებს შევეხმიანეთ და ბოლო ამბები გამოვკითხეთ.

ზაზა ადეიშვილი, "სამტრედიას" პრეზიდენტი:

- შევიტყვეთ, რომ ამ დღეებში გარკვეულ დაფინანსებას ელით.

- მართალია, მაგრამ დანამდვილებით ვერ გეტყვით, რა მოხდება. იმედი ჯერ არ დაგვიკარგავს, "სამტრედიას" ბედით ადგილობრივი ხელისუფლება და პირადად იმერეთის გუბერნატორი არიან დაინტერესებული. ასევე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ, რომელიც გასულ თვეში მცირედით დაგვეხმარა. სხვების მსგავსად, ჩვენი მთავარი პრობლემა გაუცემელი ხელფას-პრემიებია.

- რამდენი თვის დავალიანება აქვთ მისაღები ფეხბურთელებს?

- გასასტუმრებელია ოქტომბრის და ნოემბრის თანხა. ჩვენთან დიდი ხელფასები არაა, პრემიაც მხოლოდ 200 ლარია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც ამის გადახდა შეგვიძლია. ჩვენი უპირველესი საზრუნავი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაა, იმედი გვაქვს, რომ ხელფასებს ერთი კვირაში გავისტუმრებთ.

- სხვა კლუბების მსგავსად, "სამტრედიაც" ხომ არ დგას ფეხბურთელებისგან დაცლის საფრთხის წინაშე?

- სეზონის პირველ ნახევარში ეს გამორიცხულია, ამის შემდგომ პერიოდზე კი მერე ვისაუბროთ. ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენს ბიჭებს ერთგულებისთვის დიდ მადლობას გადავუხდი. "სამტრედია" განსხვავებული სულის მატარებელი გუნდია და მისი წევრები საკუთარი საქციელით ამას ყოველთვის ამტკიცებენ. თუმცა მაინც არავინაა ვალდებული, ანაზღაურების გარეშე ითამაშოს. ყველას ოჯახი და საკუთარი პრობლემები აქვს.

- თუ კლუბის უსახსრობა გაგრძელდა, კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს ამას "სამტრედია"?

- დიდხანს ნამდვილად ვერ გავუძლებთ. სახელფასო დავალიანებასთან ერთად, მწვავედ გვიდგას კვების, მგზავრობისა და სხვა ყოველდღიური ხარჯების პრობლემა, არც ვალები გვაკლია. დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემპიონატის პირველ ეტაპს ჩავამთავრებთ.

ელგუჯა ქომეთიანი, "ბაიას" მთავარი მწვრთნელი:

- სამწუხაროდ, კარგს ვერაფერს გეტყვით. დრო გადის და ჩვენს გასაჭირს ბოლო არ უჩანს. უკეთესობის იმედს დღითიდღე ვკარგავთ. ახლა გვეუბნებიან, რომ თვის ბოლოს მაინც მივიღებთ გარკვეულ თანხას, ვნახოთ.

- ჩემპიონატის უახლოესი მატჩის ჩაშლის საშიშროების წინაშეც ხომ არ დგახართ?

- არა, "სპარტაკთან" სათამაშოდ აუცილებლად ჩავალთ და, სავარაუდოდ, სეზონის პირველ ნახევარსაც ბოლომდე ვითამაშებთ, მერე კი ნამდვილად აღარ ვიცი, რა მოხდება. ვერ წარმოიდგენთ, როგორი წვალების ფასად გვიჯდება თითოეული თამაშის ჩატარება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი მიზეზით საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრა არ ჩაიშალოს.

- გუნდიდან ფეხბურთელები კიდევ ხომ არ წასულან?

- არა, ვინარჩუნებთ იმ კონტინგენტს, რომლითაც ბოლო მატჩები ჩავატარეთ. როგორც იცით, პირველ რიგში ადგილობრივი კადრების იმედად ვართ და ეს პატარა ბიჭები თავისი გუნდისთვის არაფერს ზოგავენ. მიკვირს კიდეც, როგორ ვახერხებთ არსებობას, ყველაფერზე ეკონომიას ვაკეთებთ, მაგრამ თანხები უმცირესი ხარჯებისთვისაც აღარ გაგვაჩნია.

- რამდენი თვის გასამრჯელო აქვთ ფეხბურთელებს ასაღები?

- გასაცემია სამი თვის ხელფასები და პრემიები, დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვართ მწვრთნელებიც. ძალიან დასანანია, რომ სეზონი საკმაოდ წარმატებულად დავიწყეთ და ახლა არცთუ სახარბიელო ფორმაში ვართ. ეს არცაა გასაკვირი, უხელფასო ფეხბურთელი თავის საუკეთესო თვისებებს ვერ გამოავლენს.

- დახმარებას ვისგან ელით?

- მოგეხსენებათ, კერძო სპონსორი ჩვენ არ გვყავს და მხოლოდ ადგილობრივი მმართველობის იმედად ვართ. პრობლემების მოგვარებას სამეგრელოს გუბერნატორი ზაზა გოროზია გვპირდება და "ბაიას" ბედი, ალბათ, მალე გადაწყდება.

ბესიკ შეროზია, "ბაიას" მთავარი მწვრთნელი:

- იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ერთი თვის ხელფასს ველოდებოდით, მაგრამ, საუბედუროდ, იმედები გაგვიცრუვდა. "კოლხეთი" არსებობას კი განაგრძობს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ჩაატაროს სეზონის მეორე ნახევარი.

- უფულობა გასაგებია, მაგრამ ახალი დაპირებებიც არ მიგიღიათ?

- დაპირებები არის, მაგრამ ამას თუ ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყვა, რა აზრი აქვს. მაინც არ ვკარგავ იმის იმედს, რომ მდგომარეობა გამოსწორდება. მაქვს პორტის თანადგომის იმედიც და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ახალი სპონსორი გამოგვიჩნდეს.

- გუნდიდან რამდენიმე დღის წინ წასული ფეხბურთელების ნაწილი ხომ არ მობრუნებულა?

- არა, არავინ დაბრუნებულა და, სავარაუდოდ, აღარც დაბრუნდებიან. ისღა დაგვრჩენია, ჩემპიონატის პირველი ეტაპი ყოვლად გამოუცდელი ჭაბუკებით ჩავამთავროთ, რაც გუნდის შედეგებზეც აისახება.

- თავადაც ხომ არ ფიქრობთ "კოლხეთიდან" წასვლაზე?

- არა, ასეთ მძიმე დღეებში გუნდს ვერ მივატოვებ, ზამთრის პაუზამდე აუცილებლად ვიმუშავებ.

- წინა ტურის მატჩში "კოლხეთს" დუბლიორების მწვრთნელი ზაზა ინიაშვილი ხელმძღვანელობდა.

- ეს ლოგიკურიცაა, რადგან "ზესტაფონის" წინააღმდეგ უმეტესად მისმა ფეხბურთელებმა ითამაშეს და ვაჟკაცურადაც იბრძოლეს. პირველი ეტაპის დარჩენილი მატჩებისთვის "კოლხეთს" კვლავ ზაზა გაწვრთნის, მაგრამ მეც იქვე, სათადარიგოთა სკამზე ვიჯდები და ბიჭებს რჩევებით დავეხმარები.

ყოველდღიუი სპორტული გაზეთი

"ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა