ბესიკ ლიპარტელიანი: "ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე სრულ გარანტიას ვიძლევით"
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი და ფედერაციის გამგეობის წევრები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს და მის მოადგილეებს - თამაზ თევზაძეს და აკაკი ლოდიას შეხვდნენ.

მხარეების შეხვედრას, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, ფედერაციისა და სამინისტროს იურისტებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მოახლოებულ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე, სადაც ხმის უფლების მქონე 40-მა დელეგატმა ფედერაციის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს.

ითქვა, რომ არჩევნების წინ აუცილებლად უნდა მოიხსნას ის ნერვული ფონი, რაც საკალათბურთო სამყაროშია შექმნილი და არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში, სამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით.

მხარეებმა ასევე დაადასტურეს, რომ ყველანაირი გაურკვევლობა და უთანხმოება ამოწურულია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან ყიფიანმა და ბესიკ ლიპარტელიანმა მედიის წარმომადგენლებისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

ლევან ყიფიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:

"ჩვენ შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი კალათბურთის ფედერაციასთან, ფედერაციის მოთხოვნით. ისინი ხვდებოდნენ საკალათბურთო სამყაროს სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს და დაგეგმილი იყო შეხვედრა სამინისტროსთანაც, თუმცა ჩვენი შეხვედრა ვერ შედგა, რადგან მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. შესაბამისად, შეხვედრა ახლა გაიმართა და ვთვლი, რომ მეტად ნაყოფიერად წარიმართა.

ჩვენ გავცვალეთ ძალიან საინტერესო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება საკალათბურთო სამყაროში და იმ დაძაბულობაზე ვისაუბრეთ, რომელიც შეიქმნა კალათბურთში. მნიშვნელოვანია, რომ კალათბურთის ფედერაციის გამგეობა სრულად იღებს პასუხისმგებლობას იმ მოვლენებზე, რაც კალათბურთში ხდება.

მომავალში ჩვენი მხრიდან აუცილებლად უნდა შეიცვალოს ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ეხება კანონს სპორტის შესახებ. ჩვენ დღეს ხელ-ფეხშეკრულნი ვართ, რადგან ის რეგულაციები, რაც არის დღესდღეობით კანონში, ვერ არეგულირებს ურთიერთობებს ფედერაციებთან და რიგ შემთხვევებში, ეს იწვევს იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ამიტომ ჩვენ გამგეობასთან შევთანხმდით, რომ მომავალში ახლად არჩეული პრეზიდენტი იზრუნებს, რომ შეცვალოს ფედერაციის კანონმდებლობა იმის გათვალისწინებით, თუ რა კანონმდებლობა გვექნება ჩვენ სპორტში. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა.

მნიშვნელოვანი იყო, რომ აქამდე არსებული პრობლემები სამუშაო ვითარებაში იქნა განხილული. ჩემთვის მეტად საპატივცემულო ხალხია გამგეობაში. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი შეხედულებები, დავაფიქსირეთ სპორტის სამინისტროს პრინციპი, რაც არის ჩაურევლობა ფედერაციის საქმიანობაში, მისი დეპოლიტიზაცია, რაც ძალიან მისასალმებელია, რომ სრულად გაიზიარა კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ და მომავალში თანამშრომლობის გზებიც დაისახა.

რაც ყველაზე მთავარია, საკალათბურთო სამყარომ თავად უნდა განსაზღვროს მომავალი პრეზიდენტი. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ 4 კანდიდატია. ასეთი პრეცედენტი კალათბურთში აქამდე არ ყოფილა.

ბატონი ბესოს გადაწყვეტილება, რომ აღარ ეყარა კენჭი პრეზიდენტობაზე, უფრო მეტად შეუწყობს ხელს დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთობის დარბილების კუთხით. აქ ყოველნაირად უნდა გამოვრიცხოთ პირადი ინტერესები და ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ განვავითაროთ მომავალში კალათბურთი და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ როგორც გამგეობასთან, ისე მომავალ პრეზიდენტთან.

გამგეობამ სრული პასუხისმგებლობა აიღო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების კუთხით და ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით და მხარს დავუჭერთ ასეთ მიდგომას.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებიც იქნა განხილული, ეს იყო შიდასამუშაო და ეხებოდა კანონმდებლობას, რაზეც შევაჯერეთ ჩვენი ინტერესები და ასეთი ურთიერთობა უფრო მეტად შეუწყობს ხელს კალათბურთის განვითარებას".

ბესიკ ლიპარტელიანი, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამინისტროს დღევანდელი შეხვედრისთვის. ჩვენი შეხვედრა შედგა ძალიან კონსტრუქციულად. კარგია, რომ გამგეობა იყო სრული შემადგენლობით.

მინისტრმაც მოგვისმინა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ თვენახევრის განმავლობაში შევხვდით საკალათბურთო სამყაროს სხვადასხვა ფენას, რომელთაგანაც მივიღეთ ის მესიჯები, თუ როგორ უნდა განგვესაზღვრა 2013 წლის 11 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მანდატები.

გამგეობამ გაითვალისწინა საკალათბურთო სამყაროს მოთხოვნები და განსაზღვრა დელეგატთა რაოდენობა. ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე გამგეობა და მე, როგორც გამგეობის თავმჯდომარე, ვიძლევით სრულ გარანტიას.

შეხვედრა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმასთან დაკავშირებით,რომ ის გაუგებრობები, რაც აქამდე ჩვენში არსებობდა, სრულიად აღმოიფხვრა. ამის დამადასტურებელია ის, რომ ჩვენ ერთობლივად გავმართეთ ბრიფინგი და მადლობა მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ასე კარგად დამთავრდა.

ჩვენ შევთანხმდით, რომ ფედერაციის პრეზიდენტი უნდა აირჩიოს საკალათბურთო სამყარომ. სამწუხაროა, რომ ამ ხნის განმავლობაში იყო ალბათ კომუნიკაციის გარკვეული პრობლემა, რამაც წარმოშვა ეს გაუგებრობები, თუმცა ახლა ყველაფერი აღმოფხვრილია".

წყარო: gbf.ge

nodari
მინისტრი უნდა სშეცვალოთ,ბატონო ბესო არ ენდოთ მაგ ლილიპუტს
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
რატიშვილი ბაქოში გაასამებს
საქართველოს ნაკრების გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე - ნაწილი III
ვინ მოდის? - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
შალამბერიძე, ვართანოვი, თვაური, რატიშვილი – ქართველი მსაჯები და კომისარი ასაკობრივ ევროჩემპიონატებზე
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
მიხეილ გაბრიჩიძე: ვეცდები, ქართული კალათბურთი ახალ სიმაღლეზე ავიყვანო
იმ გორიდან იგორამდე - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელები
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: ტოპ-10 მატჩი [II ნაწილი]
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: ტოპ-10 მატჩი [I ნაწილი]
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება