ვიქტორინაზე ჩაფლავებული ფუნქციონერი
ბრიტანეთის სპორტისა და ტურიზმის ახალმა მინისტრმა ჰელენ გრანტმა სპორტის სრული უცოდინრობა გამოამჟღავნა. ტელერეპორტიორმა მინისტრს მინი-ვიქტორინა მოუწყო სპორტის თემაზე - დაუსვა ხუთი შეკითხვა ფეხბურთის, ჩოგბურთის, რაგბისა და პარალიმპიური თამაშების შესახებ და გრანტმა ვერც ერთს სწორი პასუხი ვერ გასცა. გრანტის მოკლე ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი ITV-ის ვებგვერდზეა განთავსებული.

მინისტრს კითხვები მაშინ დაუსვეს, როცა ის, ადგილობრივი სპორტული გუნდებისადმი მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამის ეგიდით, ჰოკეის ერთ-ერთ კლუბში მივიდა.

თავიდან ITV-ის ჟურნალისტმა გრანტს ჰკითხა - ვინ მოიგო 2013 წელს უიმბლდონი ქალებს შორის. მინისტრმა აღნიშნა, რომ იცის გამარჯვებულის შესახებ მამაკაცებში (ენდი მარეი), ქალებს შორის გამარჯვებულზე კი მხოლოდ ის თქვა, რომ ჩემპიონი ბრიტანელი არ არის. გრანტმა ვერ დაასახელა ფრანგი მარიონ ბარტოლის გვარი.

ამის შემდეგ რეპორტიორმა განაცხადა, რომ უფრო მარტივ შეკითხვას დასვამდა და გრანტს სთხოვა ფეხბურთში ინგლისის თასის გამარჯვებულის დასახელება. "მანჩესტერ იუნაიტედი", რადგან ის ჩემი საყვარელი კლუბია", - უპასუხა მინისტრმა. სინამდვილეში, 2012-13 წლების სეზონში ინგლისის თასი "უიგანმა" მოიგო, რომელმაც ფინალში "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა.

პასუხად კითხვაზე - ვინ არის ინგლისის სარაგბო ნაკრების კაპიტანი (კრის რობშოუ), გრანტმა რეპორტიორს სთხოვა, რომ ჰოკეის თემაზე დაესვა შეკითხა. ამის ნაცვლად, ჟურნალისტმა ჰკითხა მას, რომელ წელს დატოვა "მეიდსტონ იუნაიტედმა" (მეიდსტონი - მინისტრის მშობლიური ქალაქი) საფეხბურთო ლიგა (ეს მოხდა 1992 წელს). პასუხად გრანტმა განაცხადა, რომ რეპორტიორი მას რთულ შეკითხვებს უსვამს.

ბოლო შეკითხვა ასეთი იყო: რომელმა სპორტსმენმა მოიგო ყველაზე მეტი ოლიმპიური ოქროს მედალი 2012 წლის პარალიმპიურ თამაშებზე. გრანტს უკარნახეს - "დევიდ უეირი" (ასე ჰქვია ბრიტანელ მარათონელს) და მანაც გაიმეორა ეს გვარი, მაგრამ პასუხი კვლავ არასწორი იყო. სინამდვილეში, შარშან ლონდონში ყველაზე მეტი ოქრო მოიგო ავსტრალიელმა მოცურავემ ჟაკლინ ფრენეიმ.

საუბრის ბოლოს გრანტმა თქვა, რომ ეს ვიქტორინა მისთვის სრული მოულოდნელობა იყო და წინასწარ რომ სცოდნოდა, მომზადებული შეხვდებოდა კითხვებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მართალია, სპორტის შესახებ ენციკლოპედიური ცოდნა არ აქვს, მაგრამ კარგად ესმის, რამხელა გავლენა აქვს სპორტს ადამიანების ცხოვრებაზე.

გრანტი, რომელიც ადრე ძიუდოთი იყო დაკავებული, სპორტისა და ტურიზმის მინისტრი 2013 წელს, ბრიტანეთის მთავრობაში მომხდარი გადაადგილებების შემდეგ გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
ᓜᓝᓕᓐᓙ ᓯᓝᓙᓝᕕᕘᕩᓘ ᕛᓐᓓᕠᓘᓓᓨᓘ ᕐᓠ ᓘᓥᓜᓔᓑᓐ
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
მარიონ ბარტოლი წავიდა და არც წასულა
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება
რეიტინგები: მესამე რაფაელ ნადალი და პირველი კანადელი
ᓛᕐᓠᓘᓝᓜ ᓑᓐᓠᓢᓝᓚᓘ ᓠᓝᓚᓐᓜ ᓒᓐᓠᓝᓡᓖᓔ ᓙᕝᓛᓔᓜᕢᓐᓢᕝᕠᓐᓓ ᓘᓛᓣᓨᓐᕕᓔᓑᕡ
მარიონ ბარტოლი ჩოგბურთს უბრუნდება
უიმბლდონის ჩემპიონებმა Rogers Cup-ზე ვერ ივარგეს